ნიდერლანდი 1477-1648

ნიდერლანდი (ჰოლანდია) პროტესტანტებით დასახლებული განვითარებადი ქვეყანა იყო რომელსაც კათოლიკური ესპანეთი მართავდა 1516-1648 წლამდე კარლოს დიდის იმპერიის დაცემის შემდეგ,ამჟამინდელი ბელგიის ლუქსემბურგის და 17 პროვინციისგან შემდგარ ნიდერლანდის ტერიტორიას სხვადასხვა გაბატონებული ოჯახები მართავდნენ.14-15 საუკუნეებში ბურგინდიელმა ჰერცოგებმა ფილიპე მამაცმა და ჯონ უშიშარმა ხელში ჩაიგდეს ფლანდრია და ნიდერლანდი.
ამ მიწებს ბურგუნდია აკონტროლებდა,თუმცა კარლ მეხუთემ ჰაბსბურგების დინასტიიდან,ბურგუნდიული მიწების მემკვიდრემ ისინი ესპანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა 1516 წელს.ნიდერლანდების მოსახლეობის უმეტესობას ეს არ მოეწონა რადგან მისი უმეტესობა პროტესტანტი იყო.დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ იფეთქა მაშინ,როდესაც კარლის შვილი ფილიპე მეორე გახდა 1556 წელს.იგი წინ აღუგა პროტესტანტიზმს და ნიდერლანდების ტერიტორიაზე კონტროლი გაამკაცრა.ნიდერლანდის მმართველად მან ჰერცოგი ალბა გააგზავნა.,რომელსაც ოპოზიციის გასანადგურებლად უკიდურესი ზომების მიღების უფლება ჰქონდა.ჰერცოგმა ალბამ სიკვდილით დასაჯა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორი ლიდერი,რასაც შედეგად მოჰყვა ჰოლანდიელთა აჯანყება, რომელსაც სათავესი ჩაუდგა ვილჰემ ორანელი.
ვილჰემ ორანელი 1559 წელს ესპანეთის ნიდერლანდების მმართველად დანიშნეს,მაგრამ დაუპირისპირდა ესპანეთს,მიიღო პროტესტატობა,რის გამოც ერესში დაადანაშაულეს.1584 წელს ის მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკე ბათაზარ ჟერარმა.რაც უფრო მეტ სისასტიკეს იჩენდა ჰერცოგი ალბა მით უფრო იზრდებოდა ოპოზიციურად განწყობილი ხალხის რაოდენობა,რომლებსაც სიკვდილით საჯაროდ სჯიდნენ და ქალაქებს ძარცვავდნენ.სახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ ჰოლანდიელებმა პარტიზანული ბრძოლა წამოიწყეს - დატბორეს მიწები.1576 წელს ესპანელებმა გაძარცვეს მდიდარი ნავსადგური ანტვერპენი, რითაც მის განვითარებას დიდი დარტყმა მიაყენეს.
ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
ბევრი ვაჭარი და ბანკირი ჩავიდა ამსტერდამში,რათა ის მშვენიერ ქალაქად ექციათ.მათ განავითარეს ვაჭრობა,საბანკო საქმე,წარმოებამ, დაჭაობებული მიწების დაშრობამ ეს ქვეყანა დააყენაესპანეთის მოძველებული იმპერიული ხელისუფლებისაგან თავის დაღწევის წინაშე.ამსტერდამი ევროპაში პროტესტანტიზმის ცენტრად იქცა.თუმცა ესპანეთმა დაიბრუნა კათოლიკური პროვინციები ბელგიაში.ჩრდილოეთის შვიდმა პროტესტანტულმა პროვინციამ 1581 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა,მათდა საბედნიეროდ ამ დროს ესპაჯნეთი დაკავებული იყო ომით საფრანგეთთან,ინგლისთან და ოტომანების იმპერიასთან. მას ძალა აღარ ეყოფოდა გამკვლავებოდა ჰოლანდიელებს.დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოიცავდა რელიგიურ ომს ჰოლანდიელ ქალაქელ ბიურგერებსა და ტრადიციულ ესპანურ როიალისტურ იერარქიას შორის დაპირისპირირებასაც.ვილჰემ ორანელის მეთაურობით
მათ გამოაცხადეს გაერთიანებული ნიდერლანდის რესპუბლიკა.ზავი 1609 დაიდო თუმცა ოფიციალურად ესპანეთმა მისი დამოუკიდებლობა 1648 წელს სცნო.
დიდი გამარჯვება
საზღვაო ბრძოლა 1573 წელს ზრეიდერზეეს სრუტეში ესპანეთის სამხედრო ფლოტსა და ჰოლანდიელების ნავებს ბოტებს შორის.ნავებმა სწრაფი მანევრირებითბევრი ესპანური გემი ჩაძირეს და ბრძოლაში გარდატეხა შეიტანეს, ამ მოვლენას წინ უძღოდა 1571 წელს ქალაქ ლუპენის გმირული დაცვა და ესპანელთა ძლიერი ჯარის დასამარცხებლად.
ლაშა ჩანტლაძე