ტეხასი

ტეხასი
ტეხასის ისტორია ასოცირდება მექსიკასთან ომთან. მექსიკა, რომელმაც ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა, სადავო ტერიტორიის გამო მეზობელ ტეხასს დაუპირისპირდა.კონფლიქტმა მხარეები ომამდე მიიყვანა. დამოუკიდებლობის მოპოვების მომოენტისათვის მექსიკის საზღვრები შორეულ ჩრდილოეთამდე ვრეცელდებოდა და მოიცავდა ტერიტორიებს,რომლებიც დღეს ამერიკის სამხრეთშია.შეერთებული შტაატების ბევრი მოქალაქე დასახლდა ტეხასში,რომელიც მანამდე მექსიკას ეკუთვნოდა.1835 წელს ტეხასმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ტეხასელებმა თავიანთ სამხედრო მეთაურად სემ ჰიუსტონი აირჩიეს.მან ქალაქი სან-ანტონიო აიღო.მისმა მოწინააღმდეგემ,მექსიკელმა გენერალმა სანტა ანამ,აჯანყების ჩაშახშობად დიდი არმია შეიყვანა ტეხასში,ალყა შემოარტყა ალამოს და აიღო იგი.არ შეიძლება არ აღინიშნოს ალამოს ლეგენდარული მცველები დეივი კროკეტი,ჯიმ ბოუი და უილიამ ტრევისი ალამოს ალყის დროს 186 კაცი 11 დღე ებრძოდა სან ანტანას 5000 ჯარისკაცს. ალყას მხოლოდ ორი ქალი და ორი ბავშვი გადაურჩა.როდესაც ალამოს გმირ დამცველებს ტყვია წამალი გამოელიათ ისინი კონდახებით იბრძოდნენ.ეს ფორტი მექსიკასთან ომის დროს ტეხასის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მოგვიანებით სანტა ანა დამარცხდა ჰიუსტონის სამხედრო ძალებთან ბრძოლაში, 1836 წელს ტეხასმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ცნობილი გახდა როგორც მარტოხელა ვარსკვლავის რესპუბლიკა. რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ ტეხასელებმა ხმა მისცეს ამერიკასთან შეერთებას, რომლის პირველი გუბენატორი სემ ჰიუსტონი გახდა. 1845 წელს ტეხასი აშშ-ს 28-ე შტატი გახადა.ტეხასელებსა და მექსიკელებს შორის დაპირისპირება გრძელდებოდა რადგან ტეხასი გაფართოებას ცდილობდა. დაპირისპირება მწვავდებოდა სწორედ ამიტომ აშშ-ს პრესიდენტმა პოლკამა ჯარი გაგზავნა რიო გრანდეზე და დაიპყრო მექსიკის კუთვნილი ტერიტორიები. მექსიკელებმა მათ წინააღდეგობა გაუწიეს და ამერიკასა და მექსიკას შორის ომი დაიწყო.აშშ ჯარმა 1847 წელს დაიკავა მეხიკო რასაც მექსიკის კაპიტულაცია მოჰყვა.გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულებით 1848 წელს აშშ-მ შეიერთა:კალიფორნია, ნევადა, იუტა, არიზონა, ნიუ-მექსიკოს ნაწილი და ტეხასი.
ლაშა ჩანტლაძე
დს