პორტუგალიიის იმპერია

პორტუგალიელმა მეზღვაურებმა და ვაჭრებმა გზა გაუკაფეს ევროპულ კოლონიალიზმს. თავისი ძლიერების ზენიტში მათი სავაჭრო იმპერია მთელ მსოფლიოზე ვრცელდებოდა, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ინდოეთის, ინდონეზიის ბრაზილიას,ანგოლას, ტანზანიის და მოზამბიკის ნაწილს.
ევროპულ ნაოსნობაში პორტუგალიელები ლიდერობდნენ ისინი დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ თევზჭერას,რამაც შესძინა მათ გამოცდილება შორეული ნაოსნობისათვის.ენრიკე ზღვაოსანმა მეზღვაურთა სათანადო მომზადება ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნის შუა წლებში დაიწყო,როცა გემებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროსკენ აგზავნიდა. ეგზოტიკური საქონლით ვაჭრობას დიდი მოგება მოჰქონდა.მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა ინდონეზიას მიაღწიეს. მუსლიმურ სავაჭრო გზას გაუყვნენ, რათა ევროპაში სანელებლები-დარიჩინი, მიხაკი და მუსკატის კაკალი შეეტანათ. ამ მნიშვნელოვანი ვაჭრობის გასაკონტროლებლად პორტუგალიელებმა დაიპყრეს მოლუკები, ხელში ჩაიგდეს ინდოეთის ოკეანის ბევრი მოხერეხებული ნავსადგური.მათ ჩააღწიეს ჩინეთშიც.ვინაიდან ლისაბონში დასაბრუნებლად პორტუგალიელ ვაჭრებს აფრიკის შემოვლა უწევდათ, გემების მოსამარაგებლად და ტექნიკური უსაფრთხოების მიზნით მრავალი ფორტი ააგეს აფრიკის სანაპიროზე.პორტუგალიის იმპერია თავისი აღმავლობის პიკს 1600 წელს განიცდიდა და მიუხედავად მიმოფანტული სამფლობელოებისა, საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო. ძირითადი
სავაჭრო გზების გასწვრივ ყველა სტრატეგიულ ადგილზე გახსნილი იყო სავაჭრო ფორტი.პორტუგალიელებმა პირველებმა დაიწყეს ვაჭრობა დასავლეთ აფრიკის ქვეყ ნებთან.პორტუგალიელები აფრიკაში ოქროს გარდა,ახალგაშენებულ პლანტაციებში მონებს ყიდულობდნენ. შაქრის პირველი პლანტაცია აფრიკულ კუნძულ სან-ტომეზე გაშენდა. 1570-იან წლებში, აქაური მონების აჯანყების შემდეგ,პორტუგალიელებმა პლანტაციების გაშენება ბრაზილიაში დაიწყეს.მათ დაიპყრეს ამ ქვეყნის დიდი ნაწილი და სამუშაოდ აფრიკელი მონები ჩაიყვანეს. სწორედ ამ დროიდან დაიწო მონებით ტრანსატლანტიკური ვაჭრობა. თავისი ძლიერების პიკზე პორტუგალია ესპანეთივით დიდ მიწებს არ ფლობდა, სამაგიეროდ ჰქონდა მნიშვნელვანი სავაჭრო პორტები სტრატეგიულ ადგილებში,ასევე პლანტაციები.მათ რიცხვში შედიოდა: ანგოლა, მოზამბიკი, მწვანე კონცხი, მადეირასი და აზორების კუნძულები,ბაზები ერზრუმში,გოასა და კალკუტაში,კოლომბროში. ასევე სავაჭრო ფუნქტები შორეულ აღმოსავლეთში-მაკაო,სულავესი, და მალაკა.
ლაშა ჩანტლაძე