აღმოსავლეთინდური კომპანია



აღმოსავლეთინდური კომპანია(East India Company)
აღმოსავლეთინდური სავაჭრო კომპანიები უმდიდრესი გახლდათ მთელ მსოფლიოში. ეს კომპანიები ინგლისელებმა, ფრანგებმა და ჰოლანდილებმა საკუთარი ბიზნესინტერესების დასაცავად შექმნეს სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში. 1600 წელს ლონდონში დაარსდა ინგლისის აღმოსავლეთინდური კომპანია, რომლის მიზანს სამხრეთ აზიაში ინგლისელ მოვაჭრეთა გაერთიანება წარმოადგენდა. ამ რეგიონში გააფთრებული ბრძოლა იყო გაჩაღებული ვაჭრობის სფეროში, ერთმანეთს უდიდეს კონკურენციას უწევდნენ ფრანგები, ჰოლანდიელები და ინგლისელები, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ამ რეგიონში ვაჭრობას ესპანელები და პორტუგალიელები აკონტროლებდნენ.
 ეს ყოველივე მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა სანამ მათ სრულმაშტაბიან დომინირებას ბოლო არ მოეღო. ინგლისელებს ჰოლანდიელებმაც მიბაძეს და 1602 დაარსეს თავიანთი აღმოსავლეთინდური კომპანია,რომლის ცენტრებსაც ამსტერდამში და კუნძულ იავაზე შეხვდებოდით. 1664 წელს საკუთარი აღმოსავლეთინდური კომპანია დაარსეს ფრანგებმაც.

აღმოსავლეთინდური კომპანიები გარდა იმისა რომ უზომოდ გამდიდრდნენ, უდიდესი გავლენით და ძალაუფლებით სარგებლობდნენ. ვაჭრობა ამ კომპანიის ერთერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა, თუმცა ეს ამ კომპანიის მხოლოდ ერთი მიმართულება გახლდათ, გარდა ვაჭრობისა მათ დიდი პოლიტიკური გავლენაც ჰქონდათ. ამ კომპანიებს გააჩნდათ სამხედრო გემები და კერძო არმიები, რასაც სავაჭრო ცენტრების გარდა, სამხედრო ბაზებისა და ადგილობრივ მმართველებთან ხელშეკრულების დადება მოჰყვა, ხშირი იყო დაპირიპირება როგორც ამ კომპანიებს შორის ასევე მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ინგლისმა ჰოლანდიას დაუთმო აღმოსავლეთ ინდოეთში სანელებლებით ვაჭრობაზე კონტროლი. 1700 წლისთვის ინგლისს ინდოეთში ჰქონდა განსაკუთრებული სავაჭრო პრივილეგიები და მრავალი საკვანძო პორტი, მათშორის კალკუტა,მადრასი და ბომბეი.ჰოლანდიელებს ჰქონდათ პორტები სამხრეთ აფრიკის კონცხზე, სპარსეთში, ცეილონზე, მალაისა და ესპანეთში, ჰოლანდილები ლიდერობდნენ ინდონეზიაშიც რომელიც სანენებლებით იყო მდიდარი. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1652 წელს  

ჰოლანდიელებმა ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთში მიმავალი გემებისათვის ნავსადგომები დაარსეს, მაგალითად კეთილი იმედის კონცხი კეიპტაუნი, შემდგომში აქ შეიქმნა ჰოლანდიელთა კოლონია. ინდოეთში გავლენის მისაღწევად ფრანგთა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. კომპანიების უდიდესმა ნაწილმა დიდი მოგება მიიღო, ხოლო მეზღვაურები ან ვაჭრები ხშირად ავადდებოდნენ, ბრძოლაში იღუპებოდნენ, თუმცა ეს ყოველივე ხელს არ უშლიდა ევროპულ კომპანიებს ინდოეთში, სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში და ჩინეთში ახალახალი კოლონიები დაეარსებინათ. იმდროინდელ ევროპულ კოლონიათაგან აღსანიშნავია ინგლისური კოლონია მადრასში, რომელიც მთავარი პორტი იყო ბამბეულის ექსპორტისათვის. იგი ცნობილი იყო როგორც ინდოელთა ტრადიციული ფერადი ქსოვილის ტანსაცმლის მწარმოებელი.
                                                            ლაშა ჩანტლაძე