ინკები


ესპანელთა გამოჩენამდე,საუკუნეების მანძილზე ინკები სამხრეთ ამერიკის ანდებში ვრცელ, კარგად ორგანიზებულ იმპერიას მართავდნენ,ამ იმპერიის მმართველი „საპა ინკას“ ტიტულს ატარებდა, მას ეთაყვანებოდენ როგორც ღმერთს, რადგან სჯეროდათ რომ მზის ღმერთის შთამომავალი იყო და მართვის უფლება თავად მან მიანიჭა. ეს ყოველივე გამოიყენა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ,მან შეიპყრო ინკების იმდროინდელი მეფე-ღმერთი ატაუალპა და სიკვდილით დასაჯა,რის შედეგადაც ინკების დეორგანიზებული ჯარი დამარცხდა და ეს ცივილიზაცია დაემხო.
„საპა ინკა“ ქვეყანას ინკების იმპერიის დედაქალაქიდან, კუსკოდან მართავდა,რომელიც 1200 წელს მანკო კაპაკმა დაარსა, ადგილობრივები კუსკოს ინტის სახლად მიიჩნევდნენ,ქვეყნის საშინაო საქმეებს მისი მოხელეები განაგებდნენ,მოხელეები აკონტროლებდნენ კერამიკის ქსოვილისა და სხვა დეკორატიული საგნების დამამზადებელი საწარმოებისა და ასევე სოფლის მეურნეობის ანუ გლეხური მეურნეობების ნაყოფიერ მუშაობას,ისინი მოსავლის მოსაყვანად ხის იარაღებით ტერასებს ჭრიდნენ და სიმინდი ლობიო და გოგრა მოჰყავდათ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინკებს დამწერლობა არ გააჩნდათ, ამიტომ მთელ ინფორმაციას კეიპუებზე ინახავდნენ,იგი არის ფერადი ძაფების ერთობლიობა,თითოეულ მათგანზე კვანძები იყო გაკეთებული კვანძი შეიცავდა გარკვეულ ინფორმაციას ჩეულებრივ, რაიმე რიცხვს,ინკები ჩამოშვებულ ძაფებზე კითხულობდნენ.კეიპუებზე შეჰყავდათ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობა და გადასახადების რაოდენობის შესახებ.





თავისი აღმავლობის პიკზე ინკების იმპერია 3500 კილომეტრამდე იყო იყო გადაჭიმული იმპერიაში ორი მთავარი გზა იყო,მოკლე გზებით ისინი ცალკეულ ქალაქებსა თუ სოფლებს უკავშირდებოდა, ქვით დაგებული გზებით,რომლებიც გადიოდა მაღალ მთიან ანდებზე. კეიპუების მიტან –მოტანა,კი შიკრიკებებს ევალებოდათ,რომელთაც ამანათები ინკების ყველა კონტროლირებად რეგიონში გადაჰქონდათ,მათი მოძრაობის საშუალო მანძილი 1,5 კილომეტრამდე იყო,ვიდრე მეორე არ შეცვლიდა,შეცვლის დროს ისინი ერთმანეთს საყვირით მიმართავდნენ,ეს წესი შეგვიძლია მონღოლებისას შევადაროთ,მონღოლ შიკრიკებს გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ცხენს უცვლიდნენ,ან სხვა შიკრიკი ენაცვლებოდა,ეს წესი ეხმარებოდათ იმპერიის უკეთ მართვაში.ინკების იმპერია გაცილებით დიდი იყო ვიდრე ბევრი ევროპული სახელმწიფო ერთად აღებული.1438 წელს როდესაც „საპა ინკა“ პაჩატუტეკი გახდა მან დაიწყო ტერიტორიის გაფართოება კუსკოს გარშემო და დაიპყრო ტიტიკაკას აუზი 1450 წელს,1463 წელს კოლას ტომები,1466 წელს ინკებმა მისი ვაჟის ტუპაკას მეთაურობით დაამარცხეს და სასტიკად ააოხრეს მეზობელი ჩიმუს იმპერია, ტუპაკა რიგით მეათე „საპა ინკა“ გახდა. ტოპაკამ განაგრძო ექსპანსია და 1485 წელს ჩილე და პერუ დაიპყრო და მისი ექსპანსია უფრო მრავლისმომცემელი

გახადა.ინკებმა განვითარების მწერვალს მიაღწიეს,გამოიგონეს მაღალმთიანეთში ხიდების გზებისა და ქალაქების მშენებლობის მეტად გონივრული მეთოდები,ასევე გამოიგონეს და დანერგეს ციცაბო ფერდობებზე მეურნეობის გაძღოლის ხერხები.ტუპაკა არა მხოლოდ სამხედრო ლიდერი არამედ ბევრი ქალაქისა თუ გზის ამშენებლად მიიჩნევა.ტუპაკას ვაჟმა უიანმა,რომელმაც მამისაგან მემკვიდრეობით
„საპა ინკას“ ტიტული 1493 წელს მიიღო გააგრძელა იმპერიის დაპყრობები და კიტოში მეორე დედაქალაქი დაარსა.მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერია მისმა ორმა ვაჟმა გაიყო უასკარი მართავდა სამხრეთს,ხოლო ატაუალპა კი ჩრდილოეთს,ამ ფაქტმა კი გამოიწვია სამოაქალაქო ომი 1532 წელს,რომელიც ესპანელთა გამოჩენამდე იფეთქა,ესპანელებმა ისარგებლეს ამ დაპირისპირებით და მათ მიერვე დაგებული გზებით და ეს ერთ დროს უძლიერესი იმპერია მიწასთან გაასწორეს.ატაუალპამ ესპანელების დახმარებით მოკლა ჰუასკარი ,თუმცა ბოლოს პისაროს მსხვერპლი გახდა.1532 წელს პისარომ ინკების დიდი არმიის პირისპირ მხოლოდ 159 კაცი გამოიყვანა და დაამარცხა ინკები, ხოლო ატაუალპა კი სიკვდილით დასაჯა.გადმოცემის თანახმად პისაროს უთქვამს ატუალპასთვის, რომ „ჩვენ ესპანელები გული დაავადებით ვიტანჯებით,რომელსაც მხოლდ ოქრო–ვერცხლი შველისო“.ინკების ვრცელი იმპერია ესპანელთა ხელში აღმოჩნდა და მისი კოლონირება დაიწყო ადგილობრივებს კი მონურ შრომაში უხდებოდათ ვერცხლის საბადოებზე მუშობა .
პისარომ ასევე დაარსა ქალაქი ლიმა,პერუს ამჟამინდელი დედაქალაქი.

ლაშა ჩანტლაძე