აცტეკები


ესპანელთა გამოჩენამდე 1520 წლამდე აცტეკები ბატონობდნენ ცენტრალურ მექსიკაში,გარდა უდიდესი იმპერისაა აცტეკები დიდ ზეგავლენას ახდენდნენ ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე მათზე გაცილებით დიდ რეგიონებზე, ისინი ვაჭრობდნენ დღევანდელი მექსიკისა და აშშ–ის ტერიტორიებზე.ისინი ყიდნენ ოსტატთა ნახელავ მაღალხარისხოვან ნაწარმებს,როგორებიც იყო სხვადასხვა სახის ქსოვილები,საოჯახო და საიუველირო ნაკეთობები.ასევე შემუშავებული ჰქონდათ ბრწყინვალე სტრატეგია, სხვა ქალაქებს მათთან ომის თავიდან ასაცილებლად ბეგარას უწესებდნენ,რითაც გარკვეულწილად აკონტროლებდნენ კიდევაც მათ,მაგრამ მათი ძლიერების სიმბოლო აცტეკების საოცარი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი გახლდათ,ამ ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა კი ტესკოკოს ტბის შუაგულში მდებარე კუნძულზე აგებული პირამიდები იყო.
ამ ქალაქის დაგეგმარება მართლაც გენიალური იყო,მისი ქუჩები და არხები ისე იყო გაჭრილი,რომ რომ ყველა თავს იყრიდა პირამიდებით ტაძრებით,სასახლეებითა და ბაღებით სავსე დიდ სარიტუალო ზონის გარშემო.ქალაქი იმდენად გრანდიოზული გახლდათ,რომ თავისი ძლიერების პიკზე იმპერატორ მონტესუმა მეორე დროს მისი მოსახლეობა 300 ათას აღწევდა.

ტენოჩტიტლანი ბრწყინვალედ იყო დაცული, ქალაქი კონტინენტს სამი დამბით უკავშირდებოდა, საკმარისი იყო დამბების გადაკეტვა რომ მტრისათვის შეუძლებელი ხდებოდა მისი ბრძოლით აღება ეს ქალაქი ერთ–ერთი უდიდესი იყო იმდროინდელ მსოფლიოში, ესპანელი კონკისტადორები ძრწოლით შესცქერდნენ კაცობრიობის გრანდიოზულ ქმნილებას, 1519 წელს 500 ესპანელი ჯარისკაცი ერნარ კორტესის მეთაურობით ტენოჩტიტლანში შევიდა. თავდაპირველად მათ კარგად შეხვდნენ, რადგან მონტესუმა II მეფე –ღმერთის,კეცალკოატლის გამოჩენას ელოდა და შესაძლოა კორტესი კეცალკოატლად მიიჩნია, გარდა ამისა კორტეს ჰყავდა ერთი ადგილობრივი ქალი, რომელიც კორტესს უადვილებდა აცტეკების მტრულად განწყობილ ტომებთან ურთიერთობა, რადგან ამ ქალმა კარგად იცოდა ესპანური და ადგილობრივი ენები, აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ აცტეკებს აქამდე არ ენახათ ცხენები, ეს ფაქტორი კი ესპანელთა სასარგებლოდ მოქმედებდა, თავდაპირველად კოკისტადორებმა შეიპყრეს მონტესუმა და მმართველად კორტესი დასვეს, მისი წასვლის შემდეგ კი აცტეკები აჯანყდნენ და იქ არსებული გარნიზონი თითქმის გაანადგურეს. კორტესმა მოახერხა აცტეკების წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი ტომების გაერთიანება და აცტეკების დამარცხება, ადგილობრივებს არ გააჩნდათ იმუნიტეტი ევროპელების მიერ ჩატანილი დაავადებებისადმი, მაგალითად როგორიცაა ყვავილი რომელმაც უამრავი ადგილობრივი მკვიდრის სიცოცხლე შეიწირა,საბოლოო ჯამში ტენოჩტიტლანი დაეცა. კორტესმა ეს კაცობრიობის ულამაზესი ქმნილება დაანგრია. აცტეკებს კარგად ჩამოყალიბებული სამხედრო სტრუქტურა გააჩნდათ, 17–დან 22 წლამდე ყველა ახალგაზრდა ვალდებული იყო ჯარში ემსახურა. უბრალო გლეხსაც კი შეეძლო მეთაურის თანამდებობამდე მიაღწია, ეს კი დიდ სტიმულს წარმოადგენდა ახალგაზრდა რეკრუტებისათვის.

მაინც რამ გამოიწვია აცტეკების იმპერიის განაგურება, ერთ-ერთი მიზეზი ადამიანების მსხვერპლად შეწირვა გახლდათ. ჯარის მთავარი ამოცანა ომში, რაც შეიძლება მეტი ტყვის აყვანა იყო, რათა მსხვერპლად შეეწირათ თავიანთი მრავალრიცხოვანი ღმერთებისადმი. ტენოჩტიტლანის ცენტრში აგებულ პირამიდებში სისხლიან მსხვერპლშეწირვებს ატარებდნენ და ხარკს უხდიდნენ მათ, განსაკუთრებით მზისა და ომის ღმერთს უიცილოპოჩტლის. ამ გაუგონარმა სისატიკემ განაპირობა სხვადასხვა ტომების მიერ აცტეკების მიმართ მტრულად განწყობა, რაც კორტესმა ბრწყინვალედ გამოიყენა გამოიყენა 1535 წელს აცტეკების იმპერია ესპანეთის ვიცე-სამეფოდ გამოცხადდა.

                                    ლაშა ჩანტლაძე