ისლამი, ნაწილი I


   
   ისლამი ანუ მაჰმადიანობა ერთ-ერთი ე.წ. მსოფლიო რელიგიათაგანია, რომლის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით 1 მილიარდ კაცს უდრის. იგი დიდ როლს თამაშობს თანამედროვე პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. ისლამი თავისი აგრესიული სოციალ-პოლიტიკური დოქტრინისა და ძლიერი ემიგრაციის წყალობით სულ უფრო იმკვიდრებს ადგილს თვით დასავლეთის ქვეყნებშიც კი.
საქართველოში ვხვდებით მრავალ მუსლიმან აღმსარებელს, გამორჩეულია დასავლეთ საქართველო, ვინაიდან მრავალი ხნის მანძილზე ოსმალეთის იმპერიის პტოექტატორატს წარმოადგენდა, რაც ხელს უწყობდა ხალხის მიერ ისლამის მიღებას, კულმინაციური მომენტი გამოდგა ძირძველი ქართული კუთხის ტაო–კლარჯეთის უდიდესი ნაწილის ანექსია, რომელიც მოახდინეს ოსმალებმა და რამაც სამუდამოდ შეცვალა აქ მცხოვრებთა რელიგია  და დასაბამი მისცა სრულმასშტაბიან გამუსლიმებას დღესდღეობით თანამედროვე თურქეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ერთი მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ იმის გამო, რომ ქართველთა გარკვეული, არც თუ მცირე ნაწილი მუსლიმანური აღმსარებლობისაა. ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩაისახა VII საუკუნის დასაწყისში. მისი დამაარსებელი ყურეიშიტების გვარის ერთ-ერთი მექელი ხანიფი - მუჰამედია, რომელმაც თავი ერთი ღმერთის - ალაჰის მოციქულად გამოაცხადა. იმის გამო, რომ არაბი ტომები მრავალღმერთიანობას აღიარებდნენ და ყოველ ტომს თავისი „ღმერთი“ ჰყავდა, მუჰამედის მოძღვრებამ, როგორც მონოთეისტურმა, მექაში გავრცელება ვერ ჰპოვა, რის გამოც 622 წელს ხანიფთა მცირე ჯგუფთან ერთად მუჰამედი მედინაში წავიდა, სადაც მან პირველი მუსლიმანური თემი დააარსა, რომელიც თანდათან გაძლიერდა და 630 წელს მექელი დიდკაცობა იძულებული გახდა ფარ-ხმალი დაეყარა და ახალი რელიგია მიეღო. ასე წარმოიქმნა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფო - ერთიანი იდეოლოგიის მქონე ხალიფატი, რომელმაც საზღვრების გაფართოებისა და გამდიდრების მიზნით დაპყრობითი ომები დაიწყო. ხალიფების ხელმძღვანელობით, რომელთა ხელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო ძალაუფლება ერთად იყო თავმოყრილი, არაბებმა უზარმაზარი ტერიტორია დაიპყრეს, რომელზედაც ძალით ინერგებოდა ისლამი.
ისლამის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში, ერთი ღმერთის - ალაჰის აღიარება და მისდამი სრული მორჩილებაა (თვითონ სიტყვა „ისლამი“ - მორჩილს ნიშნავს). მუსლიმთა რწმენის აღიარების ფორმულაა: „არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი“. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ საუკუნოვანმა დაპირისპირებამ ევროპაში ისლამის დროშის გაერთიანებულ მუსლიმთა ექსპანსია გამოიწვია. 711 წელს არაბთა ლაშქარმა ტარიკ–იბნ ზიადის ხელმძღვანელობდა გიბრალტარის სრუტე გადმოლახეს და ევროპაში შეიჭრნენ ასე დაიწყო ესპანეთის ანექსია. იმ პერიოდიდან პირენეის ნახევარკუნძულის სანაპიროზე მდებარე კლდეს ტარიკის მთა, არაბულად ჯაბალ ტარიკი ეწოდება. 715 წლისთვის მთელი ესპანეთი მუსლიმანთა ხელში აღმოჩნდა. 721 წელს ომაიდების ჯარმა გადმოლახა პირენეის მთები და სამხრეთ საფრანგეთს შეუტიეს ომაიდებმა ხელში ჩაიგდეს ქალაქები ნარბონი და კარკასონი, ასე შეიქმნა საყრდენი ადგილები აკვიტანიასა და ბურგუნდიაზე თავდასხმისათვის. 732 ფრანგთა მეთაურმა კარლოს მარტელმა პუატიესთან არაბები დაამარცხა და მათი ექსპანსია შეაჩერა.კარლოსს ამისთვის მეტსახელი მარტელი ურო შეარქვეს. უნდა აღინიშნოს რომ არაბებმა უდიდესი და უმძლავრესი ხალიფატი შექმნეს. 636 წელს იარმუკთან მათ ბიზანტიის იმპერიის ორჯერ დიდი არმია დაამარცხეს რის შედეგად სირიასა და პალესტინას დაესაკუთრნენ.გარდა ამისა მათ ორჯერ სცადეს კონსტანტინოპოლის აღება, სწორედ ამიტომ გასათვალისწინებელია კარლოსის ესეოდენ დიდი ღვაწლი. ევროპაში ისლამის შემდგომ გავრცელებას თვითონ სახალიფოში წარმოშობილმა განხეთქილებამ შეუშალა ხელი ერთ დროს ერთიანი და ძლიერი სხალიფატი დაიშალა,ს რამდენიმე სახალიფოდ, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ექიშპებოდნენ. 
   
                                           ლაშა ჩანტლაძე