ჯვაროსნული ლაშქრობები, ნაწილი I


ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის მთელ ეპოქას მოიცავს. ეს იყო რწმენისა და ბედისწერის ომების სერია ტანჯვისა და სიმდიდრის ხანა რომელმაც 200 წელს გასტანა.ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა უდიდესი გავლენა იქონიეს მსოფლიოზე. ბევრი მეცნიერი იმდროინდელ ევროპის გადარჩენას ჯვაროსნულ ლაშქრობებს მიაწერს. რომის იმპერიის დაცემით დაეცა ევროპული ცივილიზაცია. ამ ეპოქას ბნელ საუკუნეებსაც უწოდებენ.თვით კოლიზეუმიც ერთ დროს ნაგავსაყრელად ქცეულიყო,მაგრამ ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ყველაფერი შეცვალა.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ევროპელები ადრეც იყენებდნენ ისლამურ კულტურას,ესპანეთიდან და სიცილიიდან,იყენებდნენ მეცნიერებაში, მედიცინაში და არქიტექტურაში, მაგრამ მათი რეალური რეალიზაცია მოხდა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. მაგალითად ევროპული ციხეები აგებულ იქნა მასიური ქვის სტრუქტურაში, როგორც აღმოსავლეთში, მანამდე ევროპაში აგებდნენ პატარა ხის ნაგებობას რომლებიც ახლოსაც ვერ მივიდოდა აღმოსავლურ კულტურასთან. ევროპელებს ასევე დაეხმარათ შუა საუკუნეების იტალიის რენესანსი.როგორც სხვადასხვა იტალიის ქალაქებს ჯვაროსნებსაც ჰქონდათ მათი მომგებიანი სავაჭრო– კოლონიები,როგორც წმინდა მიწაზე ასევე ბიზანტიის ტერიტორიაზე(ბიზანტიაში მეოთხე ჯვაროსნულილაშქრობის შემდეგ).ჯვაროსნებმა უდიდესი ეფექტი მოახდინეს ისლამურ სამყაროზე.სარკინოზები ჯვაროსნებს უმეტესწილად უწოდებდნენ ფრანკებს,არაერთი მუსლიმი მემატიანე მათ ასე მოიხსენიებენ,მაგალითად სალადინის პირადი მდივანი იმად–ად–დინი.ისლამურ სამყაროში ფრანკები ქედმაღლურ დასავლურ ღირებულებებს გამოხატავდნენ. ასევე აღსანიშნავია ჯვაროსანთა დამოკიდებულება ებრაელთა მიმართ ლაშქრობების დროს. ამ ეპოქაში გამკაცრდა დამოკიდებულება არაქრიტიანთა მიმართ ევროპელები ხშირად გამოდიოდნენ ებრაელთა წინააღდეგ. ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში მრავალი ათასი ებრაელი მოკლეს.1290 წელს ებრაელები გაასახლეს ინგლისიდან, ხოლო 1306 წელს –საფრანგეთიდან.ჯვაროსანი რაინდები ებრაელებს ბრალს სდებდნენ ქრისტეს მკვლელობის და სხვა დანაშაულების გამო.მეცამეტე საუკუნეში ბევრი მათგანი წამებით სიკვდილით დასაჯეს.ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ევროპა იხსნეს მრავალსაუკუნოვანი წყვდიადისაგან.


ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ საუკუნოვანმა დაპირისპირებამ ევროპაში ისლამის დროშის გაერთიანებულ მუსლიმთა ექსპანსია გამოიწვია.711 წელს არაბთა ლაშქარმა რომელსაც ტარიკ–იბნ ზიადის ხელმძღვანელობდა გიბრალტარის სრუტე გადმოლახა და ევროპაში შეიჭრნენ ასე დაიწყო ესპანეთის ანექსია. იმ პერიოდიდან პირენეის ნახევარკუნძულის სანაპიროზე მდებარე კლდეს ტარიკის მთა,არაბულად ჯაბალ ტარიკი ეწოდება.715 წლისთვის მთელი ესპანეთი მუსლიმანთა ხელში აღმოჩნდა. 721 წელს ომაიდების ჯარმა გადმოლახა პირენეის მთები და სამხრეთ საფრანგეთს შეუტია. ომაიდებმა ხელში ჩაიგდეს ქალაქები ნარბონი და კარკასონი,ასე შეიქმნა საყრდენი ადგილები აკვიტანიასა და ბურგუნდიაზე თავდასხმისათვის. 732 ფრანგთა მეთაურმა კარლოს მარტელმა პუატიესთან არაბები დაამარცხა და მათი ექსპანსია შეაჩერა. კარლოს ამისთვის მეტსახელი მარტელი ურო შეარქვეს. უნდა აღინიშნოს რომ არაბებმა უდიდესი და მძლავრი ხალიფატი შექმნეს. 636 წელს იარმუკთან მათ ბიზანტიის იმპერიის ორჯერ უფრო დიდი არმია დაამარცხეს, ხოლო შედეგად სირიასა და პალესტინას დაესაკუთრნენ.გარდა ამისა მათ ორჯერ სცადეს კონსანტინოპოლის აღება.სწორედ ამიტომ გასათვალისწინებელია კარლოსის ესეოდენ დიდი ღვაწლი. ევროპაში ისლამის შემდგომ გავრცელებას თვითონ სახალიფატოში წარმოშობილმა განხეთქილებამ შეუშალა ხელი ერთ დროს ერთიანი და ძლიერი ხალიფატი დაიშალა,სახალიფოებად, რომლებიც ერთმანეთს სულ ექიშპებოდნენ.არაბები სხვა რელიგიების მიმართ შემწყნარებლობას იჩენდნენ ამიტომ ქრისტიანი პილიგრიმებისათვის შესაძლებელი იყო იერუსალიმში ჩასვლა და წმინდა ადგილების მოლოცვა,თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა თურქ–სელჩუკთა ექსპანსიამ. მათ დაიმორჩილეს აბსაიდების დინასტია და ისლამური სამყაროს მმართველებად მოგვევლინენ. 1071 წლის 26 აგვისტოს სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები მანასკერტთან და ტყვედ ჩაიგდეს ბიზანტიის იმპერატორი რომან დიოგენე.ქრისტიანები ყოველმხრივ შევიწროვებას განიცდიდნენ საჭირო იყო ახალი ძალა და ეს ძალა ჯვაროსნები გახლდათ.1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი პირველმა თხოვნით მიმართა რომის პაპს.სელჩუკები ძლიერდებოდნენ ,რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანებს მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა კონსტანტინოპოლთან ახლოს მდებარეობდა გარდა ამისა ისინი სრულად აკონტროლებდნენ ანატოლიას. ამ რეგიონში ქრისტიანობას ისლამი ცვლიდა. იმ დროისთვის ევროპაში მეტად მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი,ბევრი ღარიბი რაინდი რომლებიც ივიწყებდნენ თავიანთ ჭეშმარიტ მისიას და მძარცველებადაც გვევლინებოდნენ გარდა ამისა უმძიმეს მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა, ამიტომ ბრწყინვალე გამოსავალი იყო ახალი ლაშქრობა, რაც ქონების დაგროვების კარგ საშუალებას წარმოადგენდა ასევე გაიზრდებოდა პაპის ძალაუფლებაც და შემოსავლებიც.



 1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში შედგა საეკლესიო და საერო წარმომადგენელთა კრება,სადაც მგზნებარე სიყვით გამოვიდა რომის პაპი ურბან მეორე რომელმაც ევროპის იმდროინდელ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, ასევე შეეხო ბიზანტიელთა თხოვნას, რომელიც მუსლიმანთა წინააღდეგ ბრძოლის აუცილებლობას და ევროპელების ომში ჩართვას გულისხმობდა.პაპმა ახალი ომის წამოწყებაზე ისაუბრა რომლის მიზანი ქრისტეს საფლავის განთავისუფლება იქნებოდა,რომლის შედეგი გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ხოლო ცოცხლებისათვის მიწიერი იერუსალიმი გახლდათ. გარდა ამისა პოზიციებს გაიმყარებდნენ ახლო აღმოსავლეთში. პაპს ყველაფერი კარგად ჰქონდა დაგეგმილი. ლაშქრობის დაწყების თარიღად 15 აგვისტო გამოცხადდა, თუმცა დაწყებამდე ერთი თვით ადრე მათ წარჩინებულთა არმია გამოეყო რომელთაც ავანტიურისტების მოყვარული და ქარიზმატული პიტერი(პეტრე) მეთაურობდა. მათი კამპანია მარცხით დასრულდა.აგვისტოს ბოლოსათვის მათი უდიდესი ნაწილი განადგურებულ იქნა.

                                                                                           
ლაშა ჩანტლაძე