ჯვაროსნული ლაშქრობები, ნაწილი II


პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელდა სათავეში ჩაუდგნენ გრაფი რაიმონდ ტულუზელი, ჰერცოგი ბოჰემუნდ ტარენტელი, მისი ნათესავი ტანკრედი, ჰერცოგი რობერტ ნორმანდიელი და გრაფი ფლანდრიელი, ლაშქრობებს შორის ყველაზე წარმატებული იყო. 1097 წლისთვის ჯვაროსანთა ძირითადმა არმიამ კონსტანტინოპოლში მოიყარა თავი, მათი ოდენობა 35000 ათას კაცს აღწევდა.
ყველაზე დიდი ჯარი რაიმონდ ტულუზელს ჰყავდა - 8500 მებრძოლი. ჯვაროსან ლიდერებს იმედი ჰქონდათ რომ ლაშქრობას სათავეში ალექსი პირველი ჩაუდგებოდა თუმცა მან ფორმალური ლიდერობა ითავა. ჯვაროსნების თავდაპირველი ამოცანა ნიკეის აღება იყო, გარდა ამისა ლიდერები იძულებული გახდნენ ალექსი პირველი იმ მიწების სუვერენად ეცნოთ რომელსაც ლაშქრობის დროს დაიკავებდნენ. გოტფრიდ ბულონელმა ბიზანტიის იმპერატორს ვასალობის ფიცი მისცა. ჯვაროსანთა 35000 არმიას საიდანაც 5000 კავალერისტი იყო, ამ არმიას იმპერატორმა 2000 კაციანი ბიზანტიური რაზმი დაახმარა. ნიკეის ალყა 6 მაისს დაიწყო, სელჩუკებმა არმია შეკრიბეს რათა ნიკეის გარნიზონს დახმარებოდნენ და ალყა მოეხსნათ. შეტევა მუსლიმებმა 16 მაისს დაიწყეს, მაგრამ ჯვაროსნები თავგანწირვით იბრძოდნენ და მტერს მათი მიზნის განხორციელების უფლება არ მისცეს. რაიმონდის დასახმარებლად ბრძოლის ველზე გამოიჭრნენ გოტფრიდისა და რობერტ ნორმანდიელის ჯარები. მათ ფლანგებიდან შეუტიეს მტერს. ბრძოლა მცირე ადგილას მიმდინარეობდა, რაც სელჩუკებს მანევრირების საშუალებას არ აძლევდათ .ნიკეა ტბასთან ახლოს მდებარეობდა. ამასობაში ბიზანტიელები ქალაქს ნავებით მოადგნენ, ხოლო ჯვაროსნები ქალაქის გალავანს მიუახლოვდნენ, მუსლიმებმმა კაპიტულაცია გამოაცხადეს, სამაგიეროდ ბიზანტიელებისგან ხელშეუხებლობა მიიღეს. აღსანიშნავია ჯვაროსანი რაინდის სტეფანე ბლუას ბრძოლის შემდეგ ცოლისადმი მიწერილი წერილი:“მე გეუბნები საყვარელო, რომ 5 დღის შემდეგ ნიკეიდან ჩვენ მივალთ იერუსალიმამდე. თუ ანტიოქია არ დადგება  ჩვენს, გზაზე.სამდღიანი ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსნები მუსლიმების ალყაში მოექცნენ ,რომელთაც კოლიჯ–არსლანი მეთაურობდა. ისინი ქალაქ დორილეასთან იყვნენ ჩასაფრებულები, ჯვაროსანთა მთავარ ძალებს აკლდა რაიმონდი, რომლის ველზე გამოჩენამ ამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. ბრძოლის დასაწყისში სელჩუკებმა ჯვაროსან კავალერისტებს უკანაც კი დაახევინეს მათი რაზმები იმ დაბლობზე ჩასაფრდნენ, რომელიც ორ ხეობას კვეთდა, ჯვაროსნები მიხვდნენ მოსალოდნელ საფრთხეს და ბოჰემუნდის ბრძანებით ბანაკის გაშლა დაიწყეს ხოლო მათ დასაცავად კავალერია გამწესდა, სწორედ ამ მომენტში დაახევინეს სელჩუკებმა მათ, თუმცა რაიმონდის და გოტფრიდის მარცხენა ფლანგზე შეტევამ ყველაფერი მათსავე სასიკეთოთ შეცვალეს და არსლანის არმია დაამარცხეს. ამის შემდეგ ჯვაროსნებმა სვლა განაგრძეს სამხრეთით ანატოლიის გავლით, სადაც ჰერაკლიაზე ლაშქრობის დროს სასტიკად დაამარცხეს სელჩუკები. დასავლეთით ჯვაროსნების ჯარი ორად გაიყო, მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კაპადოკიისკენ, ბალდუინი და ბოჰემუნდი კი ნორმანდიელ რაინდებთან ერთად სამხრეთით, კილიკიისკენ გაემართნენ. საბოლოო ჯამში 1097 წლის ოქტომბერში ჯვაროსნები სირიის ქალაქ ანტიოქიას მიადგნენ და ხანგრძლივ ალყას შეუდგნენ,აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ბალდუინმა კილიკიაში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ედესის გრაფის ტიტული მიიღო.

ანტიოქიის ასაღებად ჯვაროსნები ერთწლიან ალყას აწარმოებდნენ, მისი აღება კი შტურმის საშუალებით მოახერხეს, რომელიც ბოჰემუნდის დიდი დამსახურება გახლდათ იგი ღამით რაზმთან ერთად ანტიოქიის მთავარ კოშკზე ავიდა და კარიბჭე გააღო ჯვაროსნები ქალაქში შევიდნენ და გამთენიის დაიკავეს იგი, სავარაუდოა რომ კოშკის მეთაურს რაღაც კავშირი ჰქონდა ჯვაროსნებთან, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჯვაროსნებს მეტად რთულ სიტუაციაში უხდებოდათ ალყის წარმოება, ასევე სურსათის დეფიციტსაც განიცდიდნენ,ცხენებიც კი დაეხოცათ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რაიმონდმა 500 მარკად ახალი ცხენები შეიძინა, მაგრამ ანტიოქიის აღების შემდეგ ჯვაროსნები თავად აღმოჩნდნენ ალყაში, გარდა ამისა სიტუაციას ისიც ამძიმებდა რომ ციტადელში გამაგრებულ მტერს ვერაფერი მოუხერხეს. 1098 წლის 28 ივნისს ჯვაროსნებმა მეტად სარისკო გეგმა შეიმუშავეს და მათი მთელი არმია ბოჰემუნდის მეთაურობით ქალაქიდან გამოვიდა და ადგილობრივი მმართველი ემირების ლაშქარი დაამარცხა, რომელთაც ქერბოღა მეთაურობდა. თვითონ ქერბოღა ბრძოლის ველიდან ეპისკოპოსმა ადემარმა გააქცია მისივე ჯარით. როდესაც ციტადელში გამაგრებულმა ანტიოქიელებმა მათ მოსაშველებლად მოსული არმია დამარცხებული იხილეს გარნიზონი დანებდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა წმინდა ჯვრის შესახე. გადმოცემის თანახმად ჯვაროსნები ქალაქში მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, როდესაც ალყაში მოექცნენ ერთ ბრძენ ადამიანს სიზმარი დაესიზმრა, რომლის თანახმადაც ღმერთმა მას შთააგონა, რომ ქალაქში ერთ ადგილას იმ წმინდა ჯვრის ნაწილი იყო რომელზედაც იესო აწამეს. საოცარია, მაგრამ მართლაც ასე მოხდა. ქრისტიანებმა იპოვეს ეს ჯვარი ამით გათამამებულმა ჯვაროსნებმა მეორე დღეს სელჩუკთა ურიცხვ ურდოს შეუტიეს და უკუაქციეს. ანტიოქია დაეცა წინ კი ჯვაროსანთა მთავარი სამიზნე იერუსალიმი იყო.ჯვაროსნები იერუსალიმს უახლოვდებოდნენ, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ქალაქის დატოვება რადგან მას სელჩუკები დაიკავებდნენ, ჯვაროსნებს სურდათ ანტიოქია ბიზანტიელებს გადასცემოდათ, თუმცა ამ მოსაზრებას ალექსი პირველი არ ემხრობოდა მასი გეგმები არ ემთხვეოდა ჯვაროსნებისას. ბოჰემუნდი თავს ქალაქის მმართველად მოიაზრებდა, საომარი მხარდაჭერის სანაცვლოდ გოტფრიდ ბულონელი ალეპოს მმართველად დაინიშნა. ამავდროულად ჯვაროსნებმა აიღეს ორი ქალაქი, სადაც განსაკუთრებული სისატიკე გამოიჩინეს ჯვაროსნებმა მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს ბოჰემუნდი ანტიოქიაში დაბრუნდა ხოლო მისი ნორმანდიელი რაინდები ჯვაროსნებთან დარჩნენ .ამასობაში ხდება მნიშვნელოვანი ფაქტი. იერუსალიმს იკავებენ ფატიმიდები და აძევებენ სელჩუკებს.1099 წლის იანვარში ჯვაროსნები რაიმონდის მეთაურობით გაემართნენ სამხრეთისკენ სალაშქროდ. ფატიმიდებსა და ჯვაროსნებს შორის დაიწყო მოლაპარაკება რისი არსიც შემდეგში მდგომარეობდა: სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ფატიმიდებს ჯვაროსნები უნდა დახმარებონენ, თუმცა ეს მოლაპარაკებეი ჩაიშალა. 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს მიაღწიეს. თვალსაჩინოა ის ფაქტი რომ 1033 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დაააზიანა ქალაქის სიმაგრეები, თუმცა ეგვიპტელებმა კვლავ აღადგინეს. იერუსალიმში იყო ებრაული და ქრისტიანული საზოგადოება სელჩუკების ბატონობის დროს ისინი შევიწროვებას განიცდიდნენ, ამიტომ ფატიმიდების გამოჩენამ მათი მდგომარეობა შეამსუბუქა.მტერი ქალაქს უახლოვდებოდა ამიტომ ქალაქის თავმა ბრძანა ქალაქის გარეთ ყველა ჭა გაენადგურებინათ, ხოლო საქონელი და ხე–ტყე ქალაქში შეეტანათ. ჯვაროსანთა რიგები 12000 მეომარს ითვლიდა აქედან დაახლოებით 1200 რაინდი იყო ხოლო დანარჩენი პილიგრმები და გლეხები იყვნენ. საჭირო იყო ჯვაროსნებს აეგოთ საალყო კოშკები მაგარამ ხე–ტყე ირგვლივ არ იყო ჯვაროსნებს გაუმართლათ 17 ივნისს 6 ხომალდი ჩავიდა იაფაში. მათ ჯვაროსნებს სურსათი მიუტანეს, ხომალდები დაშალეს რათა ხის მასალად გამოეყენებინათ. გენუელი კაპიტანი გილიერმო ემბრიანკო ხელმძღვანელობდა კოშკის და კატაპულტების აშენებას. 8 ივლისს ჯვაროსნებმა რელიგიური პროცესის განხორციელება დაიწყეს: ისინი  ფსალმუნებს მღეროდნენ და ზეთისხილის მთისაკენ მიემართებოდნენ. ასევე ნიშანსაღებია ის ფაქტი რომ ასკალონში მუსლიმები არმიას აგროვებდნენ. 15 ივლისს ჯვაროსნებმა სამხრეთ კედელზე შეძლეს ასვლა და მისი დაკავება. პირველი ვინც იერუსალიმის კედელზე დადგა ფეხი იყო რაინდი ლეტოლდი. ამასობაში რაიმონდმა ქალაქში შესვლა მოახერხა. მან უამრავი ტყვე აიყვანა და ქალაქის ნაცვალი დაითანხმა დანებებაზე. სანაცვლოდ ჯვაროსნებმა მას ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს და ქალაქი დაატოვებინეს. ამასობაში მაცხოვრებლებს საშინელი დღე დაადგათ. ჯვაროსნები ყველას შეუბრალებლად ხოცავდნენ. სამი დღე შეუბრალებლად ჟლეტდნენ ადგილობრივებს. ბოლოს მესამე დღეს ეს შემაძრწუნებელი მოვლენა შეწყდა ვინაიდან მოსაკლავი აღარავინ იყო. ერთ–ერთი მონაწილე ასე აღწერს იერუსალიმში დატრიალებულ ტრაგედიას: რამდენიმე ურწმუნო სიკვდილით დასაჯეს, დანარჩენები ისრებით ჩახოცეს და გალავნიდან გადაყარეს, დანარჩენები კი საშინელი და ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ დაწვეს. დახოცილი ადამიანების სხეულის ნაწილები ქალაქის ქუჩებში ეკიდა.დამთავრდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, ჯვაროსნებმა პალესტინასა და სირიაში ოთხი ჯვაროსნული გაერთიანება ჩამოაყალიბეს: ედესის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლის საგრაფო და იერუსალიმის სამეფო. იერუსალიმის სამეფოს პირველი მეფე გოტფრიდ ბულონელი გახდა, რომელიც არასდროს დაქორწინებულა და მისმა მეფობამ ერთ წელს გასტანა.ასევე აღსანიშნავია ქართველთა და ჯვაროსანთა ახლო კავშირი, მაგალითად ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენოსი დავით აღმაშენებლის მამიდის, მარიამ დედოფლის შვილობილი იყო. 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში  200-მდე ჯვაროსანმა მიიღო მონაწილეობა. ანა კომნენის ცნობით, იერუსალიმის განთავისუფლებაში მონაწილეობდა დავით აღმაშენებელი.
ლაშა ჩანტლაძე