ჯვაროსნული ლაშქრობები, ნაწილი III


      
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა წარმოადგენდა რეაგირებას მუსლიმთა მიერ ედესის საგრაფოს დაპყრობაზე. ამ ლაშქრობაში ჯვაროსნებმა უდიდესი მარცხი განიცადეს, დაკარგეს ათეულ– ათასობით მეომარი, რომელთაგან ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილი კი ავადმყოფობამ და შიმშილმა შეიწირა. საბოლოო ჯამში ჯვაროსანთა ეს ფიასკო მიგვიყვანს იერუსალიმის დაცემამდე და მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე.
იერუსალიმის სამეფოს კეთილდღეობა დამოკიდებული იყო სამხედრო ძალაზე, 1124 წლის 24 დეკემბერს ჯვაროსანთა ძლიერი სასაზღვრო ციხე-სიმაგრე ედესა მუსლიმებმა დაიკავეს რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს ქრისტიანთა სიძლიერეს პალესტინაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ედესის დაცემის ამბავი გავრცელდა და პაპის ყურამდე მიაღწია პაპმა  ეუგენიუს მესამემ ევროპელ მონარქებს მეორე ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდა. მისი პირველი მოწოდება იგნორირებულ იქნა, რადგან ლუი მეშვიდეს გადაწყვეტილი ჰქონდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყება პაპისაგან დამოუკიდებლად. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ საფრანგეთში ქადაგებდა ბერნარდ კლერვოელი. იგი მიზანშეწონილად მიიჩნევდა ჯვრის ხელში აღებას და ბრძოლას, როგორც ეფექტურ საშუალებას ცოდვების მონანიებისა და მადლის მიღწევისა. ასევე ბერნარდი გერმანიის იმპერატორ კონრარდ მესამეს მოუწოდებდა ლაშქრობაში მონაწილეობისაკენ. მისი აზრით იგი როგორც   იმპერატორი ამაზე ღვთის მოსაწონ საქმეს ვერ გააკეთებდა. ამვდროულად სხვადასხვა გერმანელ პრინცებს სურდათ ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება სლავურ ტომებზე რომლებიც იმპერიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, ასე რომ ისინი უფლებამოსილნი იყვნენ ეწარმოებინათ სამხედრო კამპანია მათ წინააღმდეგ. პაპმა თავდაპირველად  ჯვაროსნული ლაშქრობა ესპანეთში გამოაცხადა. ეს ლაშქრობა მავრების წინააღმდეგ იყო მიმართული. 1147 წელს ინგლისური გემები ლისაბონს მიადგნენ და გაანთავისუფლეს იგი მავრებისაგან,  1148 წელს  მათ დაიკავეს ტორტოსა. ლისაბონის და ტორტოსის დაკავების შემდეგ ნორმანდიელმა რაინდებმა  



აღარ განაგრძეს გზა წმინდა მიწისკენ .მეორე ჯვაროსნულ  ლაშქრობაში მონაწილეობდნენ მხოლოდ :იერუსალიმის სამეფო, ტამპლიერი(ტაძრელი) რაინდები, ჰოსპიტალერები, საფრანგეთის სამეფო (მასში შემავალი საგრაფოები ბურგუნდია, აკვიტანია), საღვთო რომის იმპერია, ბოჰემია(ჩეხეთი), ბავარია, ფრანკონია და სხვა გერმანული სამთავროები. მეთაურები: ლუი მეშვიდე და მისი მეუღლე ელეონორა აკვიტანიელი(ეს ქორწინება გაუქმდება უშვილობის გამო, ელეონორა ჰენრი ანჟუელს გაჰყვება ცოლად და გახდება ლეგენდარული ჯვაროსნის, რიჩარდ პირველი ლომგულის დედა)ბალდუინ მესამე,რაიმონდ მეორე ტრიპოლის გრაფი, საღვთო რომის იმპერატორი კონრად მესამე და ბიზანტიის იმპერატორი მანუელ მეორე კომნენოსი. ამრიგად ჯვაროსანთა ძირითად ბირთვს გერმანელები და ფრანგები წარმოადგენდნენ რომელთა ოდენობა დაახლოებით 35000 მეომარს შეადგენდა. ფრანგმა და გერმანელმა  რაინდებმა თავიანთი მიწა 1147 წლის  მაისში დატოვეს, თავდაპირველად კონრადის არმია კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გერმანელები დარწმუნებულნი იყვნენ რომ სწრაფად გადაკვეთდნენ მცირე აზიას. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ არ დალოდებოდნენ ფრანგებს და  თავად განეგრძოთ სვლა ედესისაკენ. კონრარდმა თავისი არმია ორ ნაწილად დაჰყო, ,პირველი ნაწილი განადგურებულ იქნა თურქების მიერ 1147 წლის 25 ოქტომბერს დორილეის(საუბარია მეორე ბრძოლაზე, პირველი ჯვაროსნული ომის დროს კი ამ ადგილას ჯვაროსნებმა გაანადგურეს თურქ-სელჯუკები) ბრძოლაში, რუმის სასულთანოს საჯარისო ნაწილებმა სულთან მესუდ პირველის მეთაურობით ბრძოლის ველზე დასცეს 18000 ჯვაროსანი, ხოლო დანარჩენ ნაწილსაც ასეთი დღე დაადგა 1148 წლისათვის. ამასობაში გამოჩნდნენ ფრანგებიც, ბიზატიელთა რეაქცია  ფრანგების მიმართ უფრო კარგი იყო ვიდრე გერმანელების მიმართ, მაგრამ იმპერატორმა  მანუელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ერთგულების ფიცი მიეცათ  და რა ტერიტორიასაც დაიპყრობდნენ ,გამოეცხადებინათ ბიზანტიელთა საკუთრებად. ლუი მეშვიდის არმია ნიკეასთან შეხვდა კონრადის არმიის ნარჩენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ფრანგებმა უმძიმესი დამარცხება იგემეს მცირე აზიაში. საბოლოო ჯამში ევროპელ ჯვაროსანთა არმიის ნარჩენებმა შერცხვენილებმა დატოვეს წმინდა მიწა და სირიის გავლით შინ დაბრუნდნენ. მაშ ასე რეალურ ძალად მხოლოდ იერუსალიმის სამეფო წარმოადგენდა ჯერი მათზე იყო. იერუსალიმში კონარდმა დარწმუნა  ბალდუინი, რომ დამასკოსთვის შეეტია, მიუხედავად იმისა რომ ჯვაროსანთა სამეფოს  ჰქონდა ზავი ამ ქალაქთან, ხოლო თავის მხრივ დამასკო


ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა დაპირისპირებული მხარეების მიმართ. სხვა ჯვაროსნებს სურდათ, რომ შეეტიათ ალეპოსათვის, რადგან ალეპოდან იოლ სამიზნეს  წარმოადგენდა   ედესა. ამ ძლიერი სასაზღვრო ციხე–სიმაგრის დაბრუნება   ხელს შეუწყობდა  ნურად–ად–დინის მზარდი ძალის შესუსტებას. 1148 წლის ივლისში დაიწყო დამასკოს ალყა. ჯვაროსნები უწყლო ადგილას დაბანაკდნენ, ყოველივე ეს კი მათი უკან დახევით და დამარცხებით  დამთავრდა. ლუი და კონრარდი შინ დამარცხებულნი  დაბრუნდნენ. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგი ის გახლდათ რომ 1154 წელს დამასკო ნურად–ად–დინს გადაეცა. აგრეთვე იერუსალიმის სამეფოს ჩამოერთვა ასკალონი. ბალდუინის უგუნური ჩარევის წყალობით 1153 წელს იგი ეგვიპტის  შემადგენლობაში მოექცა. ასკალონის დაუფლება ბრწყინვალე გზას წარმოადგენდა იერუსალიმის ასაღებად.    ამასობაში იზრდებოდა ყმაწვილი სახელად სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი. მისი ნათესავები ნურა–ად–დინის კარზე მსახურობდნენ, რომელიც მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის გმირი გახლდათ. სალადინის მამა ბაალბეკის მმართველი იყო. იზრდებოდა და მომავალ მმართველად ყალიბდებოდა სალადინი. კარგი მეომარი შესანისშნავი მმართველი, გონიერი და ფრთხილი პოლიტიკოსი, მუსლიმი  რომელიც არაერთ შავ დღეს გაუთენებდა ჯვაროსნებს.
სალადინი დაიბადა 1138 წელს  ტიკრიტში (ერაყში). რამდენიმე წელი დამასკოში ცხოვრობდა. აქ მან  მრავალმხრივი განათლება მიიღო. 1169 წელს ეგვიპტის ვეზირი გახდა, სადაც იგი გონივრულ და ფრთხილ  პოლიტიკას აწარმოებდა, როგორც სუნიზმის  მიმდევარს მას არ შეეძლო ეგვიპტის არმიაზე გავლენის მოხდენა,რადგან  მმართველ კლასს ისმაელიტები წარმოადგენდნენ .1171 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ალ–ადიდი. სალადინის ბრძანებით მუსლიმანთათვის უჩვეულოდ ხუტბის ლოცვების წინ მოიხსენიეს აბსაიდების დინასტიის ხალიფა ალ–მუსადი. ამ ნაბიჯით სალადინმა მხარი დაუჭირა ბაღდადს, თუმცა ამის და მიუხედავად ფორმალურად ნურად–ად–დინს ემორჩილებოდა. მამამისის რჩევით იგი თავს არიდებდა კონფლიქტს ნურად–ად–დინთან. სალადინმა გაატარა მთელი რიგი


მნიშვნელოვანი რეფორმები,მან გამოაცოცხლა ეგვიპტის ეკონომიკა, გაატარა რეფორმები არმიაში. 1174 წელს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. გარდაიცვალა ნურად–ად–დინი სალადინმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ის მოგვევლინა როგორც დამოუკიდებელი სულთანი. ეგვიპტეში აღადგინა სუნიზმი და დაარსა აიუბიდების დინასტია.სალდინის გავლენა იზრდებოდა. 1174 წელს მან აიღო დამასკო, ხოლო 1175 წელს მისმა შენაერთებმა ალეპო დაიკავეს. სალადინის კარგად ორგანიზებულმა არმიამ დაიკავა სირიისა, მესოპოტამიის და ერაყის უდიდესი ნაწილი, სალადინმა  ხმელეთიდან  ალყა შემოარტყა ჯვაროსნულ  სახელმწიფოებს და ბლოკადაში მოაქცია, გარდა ამისა სალადინის უდიდეს დამსახურებად  მიიჩნევა ძლიერი სამხედრო–საზღვაო ფლოტის შექმნა. აი იქმნებოდა მითი სალადინის დაუმარცხებლობის შესახებ, რომლის მთავარი შემოქმედი თვით სალადინი გახლდათ, ხალხი მისგან მუსლიმების წინააღმდეგ ომის შეწყვეტას ითხოვდა, დრო იყო სალადინს მისი ჭეშმარიტი მისია შეესრულებინა: საღვთო ომი,ჯიჰადი  ჯვაროსნების წინააღმდეგ.

                        ლაშა ჩანტლაძე