ჯვაროსნული ლაშქრობები, ნაწილი IV



1174 წელს გარდაიცვალა ამალრიკ პირველი, იერუსალიმის ტახტზე ადის ბალდუინ  მეოთხე, იერუსალიმის მეფეთაგან ერთ–ერთი უდიდესი, მიუხედავად იმისა რომ კეთრით იყო დაავადებული  13 წლისამ ძლიერი არმია  შექმნა, მისი ერთ–ერთი რეგენტი იყო  რაიმონდ მესამე ტრიპოლის გრაფი, რომელიც დიდი რაიმონდ ტულუზელის შთამომავალი გახლდათ. ბალდუინმა  16 წლისამ სალადინის დაუმარხებლობის მითი დაამსხვრია და დაამარცხა ის მონსიჟარის ბრძოლაში.
                მონსიჟარის ბრძოლა გაიმართა 1177 წელს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  იერუსალიმის სამეფო და სალადინის სახელმწიფო. ბალდუინ მეოთხე, რენე დე შატიოლიონი და სხვა იერუსალიმის წარჩინებულნი სალადინისა და მისი მეომრების წინააღმდეგ. სალადინი  თავისი 26000-იანი შენაერთით ტამპლიერთა 500 მეომარს და რამდენიმე ათას ქვეით ნაწილს დაუპირისპირდა. სალადინი სასტიკად დამარცხდა,  დაკარგა  დაახლოებით 20000 მეომარი. ჯვაროსანთა დანაკარგი    სარკინოზებთან შედარებით მეტად მცირე გახლდათ, 1100 მეომარი. ჯვაროსნებს წინ უდიდესი ქრისტიანული რელიქვია, წმინდა ჯვარი მიუძღოდათ. სალადინმა თავს გაქცევით უშველა, მაგრამ მთავარი ბრძოლა წინ იყო. ბალდუინმა გამარჯვების აღსანიშნავად მემორიალი აღამართინა. ამ ბრძოლაში უდიდესი გმირობა ჩაიდინეს ტამპლიერებმა.   ტამპლიერი რაინდები რომელთაც ვერ ისახელეს თავი მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ახლა  დიდების  მწვერვალზე იდგნენ, მაგრამ მომავალი მათ საშინელ ტრაგედიას უქადდა. ტამპლიერი რაინდები იყვნენ ცნობილნი, როგორც მეომარი ბერები, შუა საუკუნეებში სტილის რეზონატორები ჩვენს მეხსიერებაში. ყველაზე დიდი და მძლავრი ორგანიზაცია, რომელიც ოდესმე ჰყოლია შუასაუკუნოვან   დასავლეთს. ტამპლიერების ორდენი დაარსებულ იქმნა 1118 წელს ჰუგო დე პეინის და გოდფრუა დე სენტ-ომერის მიერ, რომელთა მიზანი წმინდა მიწაზე პილიგრიმების დაცვა გახლდათ, თუმცა მათი მიზნები და ამბიციები მათ რეალურ დანიშნულებას შორს სცილდებოდა. ეს ორდენი იყო პირველი სამხედრორელიგიური ორგანიზაცია. დასავლეთის ეკლესიის
ახალი რაინდები“. ამ გაერთიანების წევრები არ იყვნენ მხოლოდ  მონასტრის ძლიერი მეომრები, არამედ   საბანკო საქმის შესანიშნავი მცოდნენი(სწორედ ეს მიზეზი გახლდათ ტამპლერთა ტრაგედიისა 1312 წლის 13 ნოემბერის შაბათ დღეს, რადგან ფრანგთა მეფე ფილიპე მეოთხემ ამ გზით თავისი მთავარი კონკურენტი ჩამოიშორა ვაჭრობის სფეროში). არქიტექტორები, დიპლომატები, ვაჭრობის წყალობით ფლობდნენ დიდ ქონებას, ასევე გვევლინებოდნენ პაპისა და მეფის მრჩევლები სამხედრო თუ ეკონომიკურ საქმეში, ასევე იყვნენ გემთ მფლობელები. ეს ორდენი საიდუმლოებებით იყო მოცული და დღესაც შეუძლებელია იმის დადგენა  თუ ვინ იყვნენ რეალურად ტამპლიერი რაინდები.  დღესაც ვერ სცემენ მეცნიერები ზუსტ და რეალურ პასუხს თუ რა წმინდა რელიქვია მიუძღოდათ ტამპლერებს. ვინ იყო ორდენის მფარველი და ა.შ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გაცილებით მეტი გვეცოდინებოდა რომ არ განაგდგურებულიყო მათი ცენტრალური არქივი კვიპროსზე  1571 წელს. Non nobis Domine, non nobis, sed nomini tuo da gloriam! არა ჩვენ უფალო,არამედ სახელისა შენისა სადიდებლად!ეს იყო ტამპლიერთა დევიზი. ორდენის წესები მეტად მკაცრი გახლდათ. თითოეული რაინდის ქონება ორდენის კუთვნილება იყო და ორდენის ქონება თითოეული მათგანისა. მათ არ ჰქონდათ პირადი ინტერესები  და ხშირ შემთხვევაში არც პირადი ცხოვრება. ყოველთვის ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. ეს იცოდნენ მტრებმა და მძიმე აღჭურვილობის მქონე კავალერიის ამ უზარმაზარი მასის დანახვა შიშის ზარს სცემდა მათ. ტამპლიერთა რიგები დაახლოებით 20000 ადამიანს შეადგენდა, აქედან  დაახლოებით 2000 იყო რაინდი. ტამპლიერი რაინდები შემოსილნი იყვნენ თეთრი მოსასხამით რომელზეც გამოსახული იყო წითელი ჯვარი. თავდაპირველად  ორდენი სიდუხჭირეს განიცდიდა რაც მათ გერბზეც აღნიშნებოდა, რომელზეც ორი რაინდი ერთ ცხენზე ზის. თუმცა ეს დროებით. მომავალში ტამპლიერთა ორდენი უმდიდრესი ორგანიზაცია გახდა. მათ ბევრ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის უმნიშვნელოვანესებია: ასკალონის ალყა 1154 წელი, მონსიჟარის ბრძოლა 1177 წელი, ჰატინის ბრძოლა 1187, არსუფის ბრძოლა 1191, აკრის ალყა 1190–1191. ბალდუინს მხარში ედგა რენე დე შატილიონი რომელსაც მუსლიმურ ქვეყნებში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე  პიროვნებას. შატილიონი ესხმოდა ქარავნებს ძარცვავდა გემებს წითელ ზღვაში და აწიოკებდა მშვიდობიან მუსლიმ მოსახლეობას.

                      ბალდუინ მეოთხე  გარდაიცვალა 1185 წელს. ტახტზე მისი დისშვილი ბალდუინ მეხუთე ავიდა რომელიც მალევე გარდაიცვალა და ტახტი ბალდუინ მეოთხის დას, სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინინს დარჩათ. ამასობაში შატილიონი კვლავ აგრძელებს თავის შეამაძრწუნებელ თარეშს და ესხმის ქარავნებს, აჰყავს ტყვეები. სალადინი გის ტყვეების განთავისუფლებას სთხოვს თუმცა უარს იღებს,ლუზინიანს ომი სწყუროდა, ბევრი მეცნიერის აზრით სწორედ იერუსალიმის მმართველთა უგუნურმა პოლიტიკამ განაპირობა ომი და შემდგომ იერუსალიმის  დაცემა. და აი იწყებოდა დიდი ომი რომელიც ერთ მხარეს დიდებას ხოლო მეორეს დამარცხებას მოუტანდა. სალდინი 20000 მეომრით პალესტინაში შეიჭრა. მას უძლიერესი არმია ჰყავდა, მისი მეომრების შეიარაღება მართლაც რომ ბრწყინვალე იყო. სალდინის განკარგულებაში ცხენოსანი მეისრეები იყვნენ, რომლებიც ადვილად ახერხებდნენ ჯვაროსანთა აბჯრის გახვრეტას. თავდაპირველად ბრძოლას სწორედ ცხენოსანი მეისრეები იწყებდნენ, რომელთა მთავარ მიზანი მტრის რიგების დეორგანიზება და შეთხელება იყო. შემდეგ მძიმე და მსუბუქი კავალერია უტევდა რომელთა მხედრებიც შუბებითა და არაბული ხმლებით იყვნენ აღჭურვილნი, ბრძოლას კი ქვეითი შენაერთები აგვირგვინებდნენ.
ჰატინის ბრძოლა
1187 წლის 4 ივლისი ჰატინი. აუბადიების დინასტია იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ. ჯვაროსნების რიგებს შეადგენენ იერუსალიმის რაინდები, ტამპლიერი რაინდები, ჰოსპიტალერები, ანტიოქიის ჯარები, წმინდა ლაზარეს ორდენი. მეთაურები: გი დე ლუზინინი, რაიმონდ ტრიპოლელი, იერუსალიმის ლეგენდარული დამცველი ბალიან იბელინი, ტამპლიერების დიდი მაგისტრი  ჯერარდ დე რიდფორი და კერაკის მმართველი რენე დე შატილიონი. ძალთა ბლანსი თითქმის თანაბარი იყო. ჯვაროსნებს დაახლოებით 1200 რაინდი, 15000 ქვეითი და 500 თურქოპოლი ჰყავდათ. დგებოდა

გადამწყვეტი ბრძოლის ჟამი. სალადინმა ჭკუა იხმარა, ჰატინი უდაბნოში მდებარეობდა და წყლის დეფიციტი იყო მან ყველა წყარო მოწამლა, ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ. სრულიად დეორგანიზებულ ჯარს სალადინმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. 17000  ჯვაროსანი დაეცა ჰატინის ველზე. ჯვაროსანთა საომარი ელიტა დასამარდა. გი დე ლუზინინი, ტამპლერების დიდი მაგისტრი ჟერარდ დე რიდფორი, რენე დე შატილიონი და სხვა წარჩინებულნი ტყვედ ჩავარდნენ. 1187 წლის 4 ივლისის შაბათი დღე ისტორიაში შევიდა როგორც ჯვაროსანთა უდიდესი დამრცხების და აიუბიდების უდიდესი გამრჯვების დღე. ჯვაროსნებმა ის მიიღეს რაც დათესეს. ჰატინის ველზე განადგურდა ჯვაროსანთა სამხედრო ელიტა. ეს იყო ჯვაროსანთა უდიდესი მარცხი რომელმაც დასაბამი მისცა ჯვაროსნების დასასრულის დასაწყისს, მაგარამ არ გაწირა ღმერთმა ჯვაროსნები და მოუვლინა მხსნელი რიჩარდ ლომგულის სახით. შატილიონს მიეზღვა იმისთვის, რასაც ის ჩადიოდა, სალადინმა იგი მოაკვლევინა, ვინაიდან სულთანს შეურაცყოფა მიაყენა, ლუზინიანისთვის მიწოდებული სასმისი თვითონ დალია. .მეთოთხმეტე საუკუნის მუსლიმი მემატიანე სიაბადდინი გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ასე აღწერს :“583  წელს(1187 წელს) სალადინის დაპყრობითი კამპანია დაიწყო. თავდაპირველად სალადინმა ჯარი შეკრიბა და უბრძანა ჯარისკაცებს ალყა ეწარმოებინათ კერაკისთვის, რადგან შიშობდა რომ კერაკის ლორდი მოლაშქრეებს  შეუტევდა, ამიტომ სალადინმა სხვა დივიზია თავისი შვილი ალფადალის მეთაურობით გაგზავნა რომ ეთარეშათ აკრის შემოგარენში. მათ დიდძალი ნადავლი მოიპოვეს. სულთანი სალადინი  შემდეგ ტიბერიისაკენ გაეშურა და დაიკავა იგი. არმიის მეოთხედი იქ დატოვა, რადგან ციტადელი წინააღმდეგობას უწევდა. ქალაქ ტრიპოლის ლორდმა  სალადინს საჩუქრები გაუგზავნა და მორჩილება აღუთქვა. ფრანკები შეიკრიბნენ და ბრძოლის ადგილად ჰატინი აირჩიეს, ალაჰმა იღბალი, გამარჯვება და წმინდა ქალაქი მუსლიმებს  უბოძა“.
   
იმ წელსვე სალადინმა დაიპყრო პალესტინი უდიდესი ნაწილი, მათ შორის ქალაქი აკრა და იერუსალიმს მიადგა. იერუსალიმის დაცვას ბალიან იბელინი ხელმძღვანელობდა, რომლის ბრწყინვალე მანევრების წყალობით სალადინმა შტურმით ვერ შეძლო ქალაქის აღება, თუმცა 14 დღის განმავლობაში სალადინი ალყას აწარმოებდა. ბალიან იბელინი იძულებული გახდა გადაეცა ქალაქი სალადინისთვის გარკვეული პირობების სანაცვლოდ. იმადადდინი, სალადინის პირადი ბიოგრაფი ასე აღწერს იერუსალიმის ალყას:პარასკევს რაჯაბის თვის 2რიცხვში სულთანი სალადინი ჩრდილოეთიდან მიადგა ქალაქს და ბანაკი დასცა, ამრიგად მან ფრანკებს გზა გადაუკეტა. სალადინმა ააგო ქვის სასროლი იარაღები, რომ დაეშინა საშინელებათა ნიაღვარი დაწყევლილ მტერზე და ფრანკები იძულებულნი გახდნენ თავი ციხის კედლებისათვის შეეფარებინათ, საიდანაც გამოსვლას ვეღარ ბედავდნენ. [სალადინის მეომრებმა] მტერი წელში გატეხეს, მისი რიგები გაანადგურეს. თხრილი გადალახეს და შეტევაზე  გადავიდნენ, ისინი ვინც გულდაგულ ეწინააღმდეგებოდნენ, დაჭრილნი იყვნენ. წინააღმდეგობა დაძლეული იქნა. მოწინააღმდეგემ, რომელსაც ეშინოდა სრული განადგურებისა უკან დაიხია. მაშინ იბნ აზარნი ეახლა სალადინს და სთხოვა შეენარჩუნებინა სიცოცხლე მისი ხალხისათვის. ,მაშინ სულთანმა შეკრიბა საბჭო და მოიწვია გამარჯვებული არმიის სარდლები, რომელთაგანაც სურდა რჩევის მიღება. ამგვარად მრავალი თხოვნის, ლოცვის, მოლაპარაკების, შეხვედრების და შუამდგომლობის შედეგად მოხერხდა თანხაზე  შეთანხმება. ფრანკები გადაიხდიდნენ რა მას ისინი გამოისყიდნენ ადამიანებსა და მათ ქონებას და გადაარჩენდნენ კაცების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეს, მხოლოდ ერთი პირობით, რომ თუ 40 დღიან ვადაში ისინი არ მოახდენდნენ  გადასახადის დაფარვას, გახდებოდნენ მონები. გადასახადი იყო ასეთი: 10 დინარი კაცისათვის, 5 ქალისათვის , ხოლო ორი დინარი ბავშვისათვის. განურჩევლად იმისა ბიჭი იყო თუ გოგო. იბნ ბაზარნი, პატრიარქი და ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრი  ხელშეკრულებას დაუდგნენ გარანტად. იბნ ბაზარნმა შეიტანა 30000 დინარი უპოვართათვის და სრულად მოიხადა თავისი მოვალეობა. ისინი ვინც იხდიდნენ ტოვებდნენ თავის სახლებს იმ შეგრძნებით, რომ  არასდროს დაბრუნდებოდნენ უკან. გადასახადის დაწესების შემდეგ, რაჯაბის თვის 27 რიცხვში მათ დათმეს ქალაქი. ქალაქში ამ დროს იმყოფებოდა 100000 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ფრანკებმა დაიწყეს მთელი ქონების გაყიდვა, გამოჰქონდათ საიდუმლო საცავებიდან ძვირფასი ნივთები, რომელთაც ყიდდნენ ბაზარზე ძალზე მწირ ფასად.” საბოლოოდ 1187 წლის 2 ოქტომბერს სარკინოზებმა ქალაქი დაიკავეს. არ განმეორდა ის ტრაგედია რაც ჯვაროსნებმა ჩაიდინეს, როდესაც იერუსალიმი დაიკავეს. გადმოცემის თანახმად სალადინმა ქალაქის ქუჩები სისხლის ნაცვლად ვარდის წყლით მოარეცხვინა. სალადინმა ყველა ტაძარი აღდგომის ტაძრის გარდა მეჩეთად გაადააკეთა, როდესაც რომის პაპმა იერუსალიმის დაკარგვის  და ჰატინის ტრაგედიის ამბავი  შეიტყო, მწუხარებისგან გარდაიცვალა. ახალმა პაპმა გრიგორი მერვემ ევროპელ მონარქებს მათ შორის არსებული უთანხმოების დავიწყების და შერიგებისკენ მოუწოდა. ასეც მოხდა. გრიგორის გარდაცვალების შემდეგ ეს ჯვაროსნული ლაშქობა გააგრძელა კლიმენტი მესამემ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ქართველებს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ამ ლაშქრობასთან, არადა სწორედ ამ დროს იდგა საქართველო თავისი ძლიერების პიკზე. მიზეზი მარტივია. თამარ მეფეს დიპლომატიური კავშირი ჰქონდა  სალადინთან, ამაზე მეტყველებს ფიცის წიგნი და ნაწყვეტი ქალაქ აკრის ეპისკოპოს ჟაკ დე ვიტრის იერუსალიმის ისტორიიდან.
„ფიცის წიგნი მიწერილი სალადინისადმი
„სახელითა  მამისა და ძისა და სულისა წმიდისა უფლისა ერთადერთისა. ესაა პირობა, რომელსაც ვდებთ და პირობა, რომელსაც ვიძლევით. მე, რომელიც თამარი ვარ, გიორგის ასული, ვამბობ უფლის არსითა და პირით, იმ უფლისა, რომელიც სამი სახისაა, მამა, ძე და სული წმიდა: ფიცავ იმ საათს, რომელმაც ღვთაებრივი სიტყვა  ადამიანობას დაუკავშირა: ვფიცავ იმ თვისებას, რომელიც მარიამმა ტანად იღო, ვფიცავ იმ ტანს, რომელიც თვისების მიმღები გახდა: ვფიცავ მესიას და მის სიტყვას აკვანში, ვფიცავ მარიამს და მის მარხულობას იმ აღთქმის შედეგად, ვფიცავ უბიწოებასა და კდემას მარიამისა, ვფიცავ „სახარებასა“დაბადებასა და ფსალმუნს, რომელნიც უფლის სიტყვანია მესიაზე, მოსესა და

დავითზე მშიდობა მათ გარდამოსული, ვფიცავ ქრისტიანთა მოციქულთა და რჩეულ კრებულს, ვფიცავ ჯვარცმას და ღვთაებრივსა და ადამიანურის კავშირს, რომ ამ დღიდან და ამ საათიდან, მავან მავანის ძესთან კეთილი განძრახვით და კარგი სურვილებით ვიქნები, მისი მოყვრის მოყვარე ვიქნები და მტრის მტერი ვიქნები, სანამდის ცოცხალი ვარ.და არასდროს მავანი ქალაქისა და ველაიათის და მისი ციხეების არ განვიზრახავ და არ ვინანებ არც აშკარად და არც ფარულად და თავს ნებას არ მივცემ დავიმორჩილო ხალხი და ლაშქარი მისიდა თუ იმას გადავედი, რაც ვთქვი, ქრისტიანობა  იუდეველთა რჯულზე გამომეცვალოს, ქრისტიანთა სარწმუნოება დამეგმოს, მესიის მიმდევართა თემი დამეგმოს და სახარებაზე, დაბადებასა და ფსალმუნებზე, რომელნიც უფლის სიტყვანია, მეთქვას ზღაპარია და მოჭორილი მეთქი, თუ ამის საწინააღმდეგო გავაკეთო, ქრისტეს ჯვარი ფეხით გამეთელოს,მაღალმა ღმერთა ინებოს.“
                                                                                                              ლაშა ჩანტლაძე