ტიუდორები



უელსური წარმოშობის  სამეფო დინასტია, რომელმაც ძალაუფლება ვარდების ომში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ტიუდორების  მმართველობის დროს ინგლისი  თანდათან თავისუფლდებოდა რომის გავლენისაგან და ძლიერდებოდა. საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს იმპერიას. ტიუდორების დინასტიას სათავე დაუდო  ოუენ ტიუდორმა. მოგვიანებით ტიუდროებმა   რიჩმონდის გრაფების ტიტული მიიღეს  და ვარდების ომში(1455–1485) იორკი მეფის, რიჩარდ მესამის წინააღმდეგ ბოუსორთის ველზე ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ სამეფო ტახტს დაეუფლნენ.
პირველი ტიუდორი მეფე იყო ჰენრი მეშვიდე. მან ინგლისი ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. მის მიერ გატარებული რეფორმებიდან აღსანიშნავია ის რომ მან ლორდებს არმიების ყოლა აუკრძალა, რითაც ისინი დაიმორჩილა და მეფის ძალაუფლება განამტკიცა. ჰენრის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი  ჰენრი მერვე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი რეფორმატორი. ჰენრის ცოლად ყავდა ესპანეთის მეფე ფერდინანდისა და დედოფალ იზაბელას ქალიშვილი  ეკატერინე არაგონელი. მომდევნო 15 წელიწადი ჰენრიმ განცხრომაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში ინგლისში ძირეული ცვლილებები არ  მომხდარა, მაგრამ ტომას უოლსის მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. საფრანგეთსა და შოტლანდიასთან ომებმა ჰენრის მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური გამოცდილება  შესძინა. ჰენრის მოსვენებას არ აძლევდა  ტახტის მემკვიდრეზე ფიქრი. მას და ეკატერინეს ერთი ქალიშვილი ჰყავდათ, მარია. ჰენრი მერვემ რომის პაპ პავლე მესამეს განქორწინების ნებართვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ჰენრის საპასუხო ნაბიჯმაც არ დააყოვნა, ის  კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო და თავი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. დღესაც ეკლესიის მეთაურის ტიტულს მონარქი ითავსებს. ჰენრი მერვემ კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლების შესუსტების მიზნით ინგლისში დახურა რვაასამდე მონასტერი და  გააძევა ათასობით  ბერ–მონაზონი, მათი კუთვნილი ქონება   კი  გაყიდა ან გააჩუქა.
ჰენრი მერვემ უდიდესი რეფორმებს დაუდო სათავე: მან გააძლიერა კონტროლი უელსსა და ირლანდიაზე, შექმნა ერთ–ერთი უდიდესი საზღვაო  ფლოტი  და საფუძველი ჩაუყარა  ერთ–ერთი უდიდესი იმპერიის შექმნას. მან ექვსჯერ იქორწინა. ტახტზე იგი მისმა ერთადერთმა ვაჟიშვილმა ედუარდ მეოთხემ შეცვალა. ამ უკანასკნელის  მეფობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, ის თექვსმეტი წლის გარდაიცვალა.

ჰენრი VIII

 1553  წელს  მერი პირველი ინგლისის დედოფლად ეკურთხა, მმართველობის პირველივე წლებიდან  იგი აქტიურად შეუდგა სახელმწიფოს მართვას. მერი  მტკიცე კათოლიკე იყო, მისი მმართველობის დროს  ინგლისში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა კათოლიციზმის აღდგენის მიზნით. ქვეყანაში პროტესტანტების „წმენდა“ და სასტიკი რეპრესიები დაიწყო. მისმა სისატიკემ და სისხლიანმა რეპრესიებმა დაუმკვიდრა სახელი „სისხლიანი მერი“. იგი გარდაიცვლა 1558 წლის  17 ნოემბერს.
ელისაბედ I

  ელისაბედ ტიუდორი ტახტზე  1558 წელს ავიდა. ის იყო გონიერი და  ძლიერი მმართველი. მისი მმართველობის პერიოდს „ოქროს ხანას“ უწოდებენ, რაც ძირითად  განპირობებული იყო  ინგლისური კულტურის აყვავებასთან და მისი როლის ზრდასთან მსოფლიო ასპარეზზე. სწორედ ელისაბედის მეფობის ხანაში დასამარდა ესპანელების საზღვაო ძლიერება. მათი  უძლეველი არმადა განადგურებულ იქნა კალეს მახლობლად, ინგლისელების წინააღმდეგ  ბრძოლაში. ელისაბედი ევროპელ პროტესტანტებს ეხმარებოდა და ესპანეთის წინაღმდეგ  მეკობრეებს აგზავნიდა, რომლებიც თავს ესხმოდნენ ესპანურ კოლონიებსა და ესკადრილიებს. ინგლისელი მეზღვაურები რეგულარულად ძარცვავდნენ  ესპანურ გემებს და არბევდნენ ესპანური კოლონიების სანაპიროებს. მისი  მმართველობის დროს ინგლისმა დაიწყო შორეული საზღვაო მოგზაურობები. ფრენსის დრეიკი იყო პირველი ინგლისელი, რომელმაც   თავის გემით „ოქროს ფურირმით“ დედამიწის გარშემო იმოგზაურა. ზღვებსა და ახალ მსოფლიოში გაბატონებითვის ესპანეთი და ინგლისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფილიპე მეორემ ინგლისის წინააღმდეგ უძლეველი არმადა გაგზავნა. 
ფილიპე II

ზოგადად ფილეპე მეორეს მმართველობამ ესპანეთს კარგი არაფერი მოუტანა, მისმა ურყევმა ერთგულებამ კათოლიკური ეკლესიის მიმართ ჰოლანდიასა და ესპანეთში აჯანყებები გამოიწვია, აგრეთვე მან ესპანეთი საფრანგეთის წინააღმდეგ  რელიგიურ ომებში ჩაითრია. მისი მმართველობის აბსოლუტიზმმა  და ავანტიურისტულმა სამხედრო კამპანიებმა ესპანეთს ეკონომიკური ნგრევა მოუტანა. 1588 წელს  ფილიპემ  ინგლისს შეუტია და მის წინააღმდეგ არმადა გაგზავნა. შტორმის  გამო ტაატით მოცურავე არმადა ინგლისელებმა შენიშნეს და კალეს მახლობლად(სადაც მას უნდა შეერთებოდა მეორე ესპანური ფლოტი, მაგრამ დათქმულ ადგილას არ მივიდა)შეუტიეს და მთელი ღამის განმავლობაში ბრანდერებით(ცეცხლმოკიდებული პატარა გემები) არმადას დიდი ზიანი მიაყენეს. გაქცეულებს კი ბოლომდე სდიეს. ესპანეთში ჩასაღწევად არმადა იძულებული გახდა შოტლანდიისთვის შემოევლო. ესპანეთში მხოლოდ გემების ნახევარი დაბრუნდა. ინგლისელების გამარჯვება მათმა საზღვაო ოსტატობამ და ძლიერმა შტორმმა განაპირობა.
ელისაბედი 1603 წლის 24 მარტს, რიჩმონდის სასახლეში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვესტმინისტერის სააბატოში. მისი სიკვდილის შემდეგ ტიუდორების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. ინგლისის ტახტზე შოტლანდიელი სტიუარტები ავიდნენ. ტიუდორების დინასტიამ ინგლისს რამდენიმე ისეთი მმართველი მისცა, რომელთაც არა მარტო სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გააძლიერეს ინგლისი, არამედ ახალი ეპოქის ნოვატორებად მოგვევლინნენ, რომელთაც ინგლისისა და საერთოდ მთელი ევროპის ისტორიაში წარუშლელი და ღრმა კვალი დატოვეს. 
                                                                                             ლაშა ჩანტლაძე