ანდრე მასენა(ფრ. ანდრე მასსენა: რივოლის ჰერცოგი, ესლინგის თავადი; 6 მაისი 1758- 4 აპრილი 1817)_საფრანგეთის მხედართმთავარი საფრანგეთის რესპუბლიკის პერიოდში, ნაპოლეონ I-ის დროს იმპერიის მარშალი(1804-დან).
მასენა დაიბადა 1758 წელს ნიცის საგრაფოში და სიღარიბეში აღიზარდა. მასენა იუნგად მუშაობდა გემზე.
მამა მას ადრე დაეღუპა ნიცაში დაბრუნებისას 1775 წელს იტალიის სამეფო პოლკში რიგითად ჩაირიცხა. მასენა მომდევნო 12 წლის განმავლობაში ჯერ სერჟანტი გახდა, მერე ადიუტანტი, შემდეგ პოლკის სერჟანტი. თავდაპირველად მისი სამხედრო ნაწილი ცენტრალურ და სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. შემდეგ გადაიყვანეს ზღვისპირა ალპებში.
მასენამ დატოვა არმია. ის დაქორწინდა მარი-როზალი ლამარზე, ქირურგის ქალიშვილზე.
რევოლუციის შემდეგ მასენა კაპიტან-ინსტურქტორის თანამდებობაზე აღდგა არმიაში. ხუთ თვეში მან კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული რაზმი ჩამოაყალიბა.
1792 წელს საფრანგეთს, ავსტრიასა და პიემონტს შორის ომი დაიწყო. მასენამ ბრიგადის გენერლობა მიიღო. მან ამ ომში რამდენიმე წარმატებას მიაღწია. 1793 წელს მასენა ტულონის ალყის მონაწილე გახდა. ის ერთ-ერთ რაზმს მასენა დივიზიის გენერლად დანიშნეს. მასენამ განახორციელა გენერალ ბონაპარტის გეგმის ნაწილი იტალიაში. 1793 წელს რამდენიმე ოპერაცია შეასრულა იტალიაში. 1795 წელს ის გენერალ კრისტოფ კელერმანის მეთაურობით იბრძოდა ავსტრიელთა წინააღმდეგ იტალიაში. ფრანგების ჯარი ცუდად იყო ეკიპირებული და აღჭურვილი, ამიტომ ავსტრიელებმა მათ 1794 წელს მოპოვებული პოზიციები წაართვეს და უკან დაახევინეს. კელერმანი ბარტოლომეო შერერმა შეცვალა, რომელმაც ჯარი ავსტრიელთათვის მოულოდნელ შეტევაზე გადაიყვანა. მასენა ძირითად ძალებს ხელმძღვანელობდა. ფრანგებმა რამდენიმე წარმატებას მიაღწიეს. შერერის შემდეგ მცირე ხნით იტალიის არმიას მასენა ხელმძღვანელობდა. 1796 წელს იტალიური არმიის მეთაურად ბონაპარტი დაინიშნა.
მასენამ ბონაპარტის გეგმის მიხედვით შეტევა დაიწყო. მან ვოლტრისთან, მონტენოტესთან და დეგოსთან მოიპოვა გამარჯვებები. შემდეგ მასენა და ნაპოლეონი შეერთდნენ და ერთიანი ძალებით მონდოვისთან სარდინიის არმია გაანადგურეს. ფრანგებმა შეტევა გააგრძელეს. მათ ჯერ ვალენცასთან დაამარცხეს ავსტრიელები, შემდეგ კი ლოდისთან. ფრანგებმა მილანი დაიკავეს და ავსტრიელები მანტუისკენ უკუაგდეს. მალე ნაპოლეონმა ოჟეროს, ლანის, ბერტიესა და მასენას დახმარებით დაამარცხა დაგობერ ვურმზერი, ავსტრიის გენერალი. ბრძოლა კასტილიონესთან მოხდა.
მასენას ყველაზე კარგად ჩატარებული მოგებული ბრძოლა მაინც რივოლი იყო. როდესაც ის მარშალი გახდა ნაპოლეონმა რივოლის ჰერცოგობა მიანიჭა. ნაპოლეონმა შეტაკების დასრულების შემდეგ ~ლ’ენფანტ ცჰერიდე ლა ვიცტიორე” უწოდა, რაც გამარჯვების შვილს ნიშნავს. მანტუა მასენას და მის დივიზიას დანებდა.
ნაპოლეონმა დაიკავა ვენეცია და პაპის სამფლობელოები. მასენამ ერცჰერცოგი კარლი დაამარცხა. ომი კამპო-ფორმიოს ზავით დასრულდა.
1798 წელს ნაპოლეონი ეგვიპტეში ლაშქრობდა. 1799 წელს კი მასენას ბრძოლა მოუწია მეორე ანტიფრანგული კოალიციის( ჯარი მხოლოდ რუსეთისა და ავსტრიისა იყო) არმიასთან, რომელსაც დიდი რუსი სარდალი ალექსანდრე სუვოროვი მეთაურობდა. სუვოროვმა ფრანგები იტალიაში დაამარცხა და მასენას შეუტია( მასენა შვეიცარიაში იდგა”ჰელვეციის”არმიით). მასენამ არ დაუშვა სუვოროვის და ალექსანდრე რიმსკი-კორსაკოვის არმიების შეერთება. მან ციურიხთან დაამარცხა რიმსკი-კორსაკოვი. სუვოროვი იძულებული გახდა უკან დაეხია. მეორე კოალიცია დაიშალა. მასენამ საფრანგეთს საფრთხე აარიდა თავიდან.
1799 წლის 18 ბრიუმერს ნაპოლეონი საფრანგეთის პირველი კონსული გახდა. მან მასენა იტალიური არმიის მეთაურად დანიშნა. როდესაც ავსტრიასთან ომი დაიწყო მასენას ხელთ მხოლოდ 40000-მდე ჯარისკაცი იყო. 1800 წელს ავსტრიის არმიამ მასენას მცირე ძალებს შეუტია. ფრანგი სარდალი გენუაში გამაგრდა. მტერმა მას ალყა შემოარტყა. მასენამ უარი განაცხადა დანებებაზე. ნაპოლეონმა ამასობაში ავსტრიის მთავარი ძალები დაამარცხა, რომელთაც მიშელ მელასი სარდლობდათ. მასენამ მოახერხა ავსტრიის ჯარის დიდი ნაწილის თავისკენ გამოტყუება, რითაც ბონაპარტს საშუალება მიეცა დანარჩენი ნაწილი გაენადგურებინა.
მასენა არმიიდან გადადგა და მშვიდად ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად.
1805 წელს მასენას იტალიური არმია ჩააბარეს. მას თავი უნდა დაეცვა ერცჰერცოგ კარლის დიდი არმიისაგან. კარლს 90000 ჯარისკაცი ჰყავდა, მასენას კი 40000. მან თავისი მცირე ძალებით შეტევითი ოპერაციები განახორციელა და ერცჰერცოგ კარლი მნიშვნელოვნად შეაფერხა. თუმცა კალდიეროსთან მისი დამარცხება ვერ შესძლო. ნაპოლეონმა ულმთან ავსტრიის გენერალ კარლ ფონ მაკის არმიის კაპიტულაცია მოახდინა. ერცჰერცოგმა კარლმა უკან დაიხია. მასენა ავსტრიელებს დაედევნა. მალე ნაპოლეონმა აუსტერლიცთან ბრძოლაში გაანადგურა ავსტრია-რუსეთია არმია და დაიდო ზავი, რომელმაც ბოლო მოუღო მესამე კოალიციას.
მასენამ ნეაპოლის ჯარით აიღო ციხე-ქალაქი გაეტა და ჩაახშო კალაბრიის აჯანყება.
მასენა ნეაპოლიდან დიდ არმიაში გადაიყვანეს პოლონეთში. მას მონაწილეობა არ მიუღია ფრიდლანდის ბრძოლაში. მხოლოდ რუსეთის არმიის რამდენიმე სერიოზული შეტევა მოიგერია.
1808 წელს დაიწყო ესპანეთის ომი, რომელშიც მასენამ მხოლოდ 1810 წელს მიიღო მონაწილეობა.
1809 წელს ავსტრიამ ომი წამოიწყო. ერცჰერცოგმა კარლმა ბერტიეს უკანდახევა აიძულა ბავარიაში.
ომი დაიწყო. ნაპოლეონის ამ კამპანიის ორი უმნიშვნელოვანესი ბრძოლიდან ერთ-ერთში, ასპერნ-ესლინგის ბრძოლაში მასენამ უდიდესი როლი შეასრულა.
ლანი ესლინგთან იცავდა თავს ავსტრიელთაგან, მასენა კი ასპერნთან. მასენამ მტერს პოზიციები არ დაუთმო. ნაპოლეონი გაკვირვებული იყო მისი სიმამაცით. ასპერნ-ესლინგის ბრძოლამ ფრანგებს გამარჯვება მიანც ვერ მოუტანა. მასენამ ვაგრამის ბრძოლაშიც თავი გამოიჩინა. მან შეასრულა საფლანგო მანევრი რომელმაც ძალიან შეუწყო ხელი ფრანგების გამარჯვებას.
1809 წლის კამპანია გამარჯვებით დასრულდა. 1810 წელს მასენამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთის კამპანიაში. მან ეს კამპანია ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე ჩაატარა.
მასენამ ვერ დაიკავა ტორეს ვედრას სიმაგრეები, რომელთაც პორტუგალიელები და ბრიტანელები იცავდნენ და ზარალი განიცადა.
ფრანგებს აღარ ჰქონდათ მარაგი. ველინგტონის ჯარი კი ნელ-ნელა უფრო ძლიერდებოდა.
ფუნტეს-დე ონოროსთან მასენამ წარმატებით მიმართა შეტევა და რომ არა ბესიერისგან სრული პასიურობა, ბრძოლის ბედი ფრანგების სასარგებლოდ გადაწყდებოდა. ფრანგებმა ვერ შესძლეს მოწინააღმდეგის დამარცხება.
მასენა განთავისუფლებულ იქნა არმიის მეთაურობიდან. მოხუცი სარდალი აქტიურ სამხედრო კარიერას ჩამოშორდა. მასენას ესპანეთში განცდილ მარცხში მას დიდი ბრალი არ უდევს. უფრო დამნაშავეები იყვნენ ნეი, სულტი და ბესიერი. ისინი არანაირ დამხარებას არ უწევდნენ მასენას და ის მარტო ებრძოდა ინგლისურ-პორტუგალიურ არმიას. ვატერლოოს შემდეგ ის მეთაურობდა პარიზის ნაციონალურ გვარდიას.
მასენა გარდაიცვალა 1817 წელს 59 წლის ასაკში.

გამოყენებული ლიტერატურა
- http://adjudant.ru/fr-march/15.htm
- http://napoleon.ge/horward.htm
- http://ru.wikipedia.org/wiki/Массена,_Андрэ
- http://www.napoleon-series.org/research/biographies/marshals/c_massena.html