სამხედრო ისტორიის ბლოგი: გამოცემების კატალოგი



































სამხედრო ისტორიული წიგნებისა და თარგმანების კატალოგი (რომელზეც სამხედრო ისტორიის ბლოგის ავტორსა და თანაავტორებს აქვთ ნამუშევარი), რომელშიც პერიოდულად ახალ გამოცემებზე დაემატება ინფორმაცია. ასევე, მითითებულია გადმოსაწერი ბმულები ან ინფორმაცია თუ სად შეიძლება შეძენა ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. 

1. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია. თბილისი, 2011. 
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია ეხება ახალი და უმთავრესად ძველი აღთქმის პერიოდის ისტორიას, რომელიც ასახულია ბიბლიაში. წიგნში განხილულია უძველესი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამხედრო–პოლიტიკური მდგომარეობა, სისხლისმღვრელი ომები, იმპერიათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. თუმცა, გარდა ამისა, მკითხველი აღმოაჩენს უამრავ საინტერესო ცნობას ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების, მეფეებისა და სარდლების შესახებ. შეიტყობს როგორ იყო გამაგრებული პალესტინის ქალაქები, რომელი იარაღით იბრძოდნენ ასურელები, რა სტრატეგიით მოახერხა მოსემ ეგვიპტელებისაგან თავის დაღწევა, სად მოხდა რეფიდიმის ცნობილი ბრძოლა და ა.შ. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის, გეოგრაფებისთვის და სამხედრო პირებისთვის, ასევე ბიბლიით დაინტერესებულთათვის.
ელ-ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://www.academia.edu/22987281/ბიბლიის_სამხედრო_ენციკლოპედია_-_Military_encyclopedia_of_the_Bible

2. ნაპოლეონის მამლუქი: რუსტამ რაზას მემუარებითარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ. თბილისი: არტანუჯი, 2012.
რუსტამ რაზა 1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. აღა-მაჰმად ხანის საქართველოში შემოსევის დროს მისი ოჯახი სომხეთში გაიქცა და მშობლიურ ქალაქ აპერკანს შეაფარა თავი. იქ ყოფნისას რუსტამი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს და ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი სტამბოლში გაყიდეს. ბოლოს ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც წარმოშობით ქართველმა მამლუქმა – სალა ბეიმ იყიდა. 1798 წელს ეგვიპტეში ფრანგული ჯარი შეიჭრა, დაამარცხა მამლუქები და ქვეყანა დაიკავა. მომდევნო წლიდან რუსტამი ნაპოლეონ ბონაპარტის სამსახურში აღმოჩნდა და თექვსმეტი წელი ერთგულად ემსახურა იმპერატორს. რუსტამის მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა XIX საუკუნეში, თუმცა ყველაზე სანდო 1911 წლის გამოცემაა. დღემდე საქართველოში ამ ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო ცნობილი, წინამდებარე გამოცემით კი მკითხველს საშუალება ეძლევა ნაპოლეონის თბილისელი მამლუქის მემუარებს სრულად გაეცნოს. 
ელ ვერსიის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

3. გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, წიგნი I, II. თბილისი: არტანუჯი, 2016.
წიგნი I. გვიანანტიკური ეპოქა (III-VI სს.), რომელსაც ეს წიგნი ეხება, ევროპის ფორმირების, ბნელი ხანის, ხალხთა დიდი გადასახლებისა და ბარბაროსთა შემოსევების სახელითაც არის ცნობილი. დასავლეთ რომის იმპერია დაეცა და მის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ სკანდინავიელი, ბალტიელი და შორეული აღმოსავლეთის სტეპების ხალხები. აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია კვლავ პირველობდა ევროპულ სივრცეში, აღმოსავლეთში კი მას სასანური ირანი უწევდა მეტოქეობას. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო, გარდამტეხი წერტილი კავკასია იყო. ამ ორი მძლავრი იმპერიის ინტერესებში მოექცა იბერიისა და ლაზიკის სამეფოები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ამ პერიოდის გამორჩეული მოღვაწე იყო იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალი, რომლის ხანგრძლივი მეფობის ხანა განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით. ნაშრომში ქართული და უცხოური ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ვრცლად არის მიმოხილული გვიანანტიკური სამხედრო საქმის თავისებურებები ქართულ სამეფოებსა და მათ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ანტიკური ხანის კავკასიის ისტორიის ზოგიერთი დეტალი. 
წიგნი II. ლაზიკის ომი (541-562 წწ.) გვიანანტიკურ ხანაში ირან-ბიზანტიის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი იყო. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I და ირანის შაჰი ხოსრო I ანუშირვანი -  VI საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი მმართველები, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში გაბატონებისთვის იბრძოდნენ. სამხედრო დაპირისპირების არეალი თანამედროვე დასავლეთ და ისტორიულ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. ომში აქტიურად იყო ჩართული თვითონ ლაზიკის სამეფო, რომლის მეფე გუბაზ II სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იცვლიდა პოლიტიკურ ორიენტაციას და ხან ერთ, ხანაც მეორე მებრძოლ მხარეს ემხრობოდა. ლაზიკის ომის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები მდიდარ ინფორმაციას შეიცავს ეპოქის პოლიტიკური თუ სოციალური ისტორიის შესასწავლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამხედრო ისტორიისთვისაა. წიგნში შესწავლილია ლაზიკის ომის ლანდშაფტი, სივრცე და რესურსები; ომის მონაწილე მხარეების არმიების ორგანიზება, აღჭურვილობა, მასშტაბები, სტრატეგია და ტაქტიკა, განსაკუთრებით კი - სამხედრო ლოჯისტიკა. ასევე წარმოდგენილია პროსოპოგრაფიული კვლევა ლაზიკის ომში მონაწილე ბიზანტიელი მხედართმთავრების შესახებ და ომის ორი საკვანძო ბრძოლის – პეტრას ალყისა და ცხენისწყალთან მომხდარი საველე ბრძოლის ვრცელი განხილვა. 
ელ-ვერსიის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://saba.com.ge/books/details/6354/გვიანანტიკური-საქართველოს-სამხედრო-ისტორია-წიგნი-1

4. გაიუს იულიუს კეისარი. კომენტარები გალიის ომის შესახებ. წიგნი I-IIთარგმანი ლათინურიდან: თეოდორა ყარალაშვილის; შესავალი და კომენტარები: ნიკა ხოფერია. თბილისი, 2015.
გაიუს იულიუს კეისრის მემუარული ტიპის თხზულება „კომენტარები გალიის ომის შესახებ" მოიცავს როგორც გალიის დაპყრობას ძვ.წ. 58-50 წლებში, ასევე კამპანიას ბრიტანეთსა და გერმანიაში და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იმ დროისათვის რომაული სამყაროსათვის ნაკლებად ნაცნობი ამ ორი მხარის შესახებ. პირველ ორ წიგნში, რომელიც ჩვენ გამოცემაშია შესული, განხილულია სამი მასშტაბური მოვლენა - ჰელვეტების გადასახლება და რომთან დაპირისპირება, ბრძოლა სვებების მეფე არიოვისტუსთან და ომი ბელგებთან.  
ელ-ვერსიის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://saba.com.ge/books/details/6945/კომენტარები-გალიის-ომის-შესახებ
5. სექსტუს იულიუს ფრონტინუსი. სტრატაგემები. თარგმნეს, შესავალი და კომენტარები დაურთეს ნიკა ხოფერიამ და ლევან ტავლალაშვილმა. თბილისი: ლოგოსი, 2017.
I საუკუნის რომაელი ავტორის, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემები", პროგრამა „ლოგოსის" ფარგლებში გამოქვეყნდა. ეს ამ თხზულების პირველი ქართულენოვანი თარგმანია და ასევე, ანტიკურ სამხედრო ტრაქტატთაგან პირველია, რომელიც ქართულად გამოიცემა. 
„სტრატაგემები" მნიშვნელოვანი წყაროა ანტიკური ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად. მასში თავმოყრილია ცნობები ძველი მსოფლიოს გამოჩენილი სამხედრო მოღვაწეების, ალექსანდრე მაკედონელის, ჰანიბალის, სციპიონის, კეისრის, პომპეუსის და სხვა ცნობილი სარდლების მოღვაწეობაზე, მათ ლაშქრობებზე, ტაქტიკა-სტრატეგიაზე, საველე, საალყო, საზღვაო ბრძოლებზე და წარმოადგენს ერთგვარ ანტიკურ სამხედრო სახელმძღვანელოს, კრებულს, რომლის მიხედვითაც სარდალმა უნდა იხელმძღვანელოს. ქართულენოვან გამოცემას დართული აქვს ვრცელი სამეცნიერო შესავალი და კომენტარები. 
ელ-ვერსიის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://saba.com.ge/books/details/6989/სტრატაგემები
ნაბეჭდი წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ.) წიგნების მაღაზიაში. 
6. 111 ამბავი: შუა საუკუნეები. თბილისი: არტანუჯი, 2018. 
შუა საუკუნეები ისტორიის ხანგრძლივი და უაღრესად მნიშვნელოვანი ეპოქაა, რომელიც, დაახლოებით, V-XV საუკუნეებს შორის არის მოქცეული. ის უამრავ გამორჩეულ მოვლენას, სიახლეს მოიცავს: ერთიანი რომაული სამყაროს დარღვევა, ქრისტიანობისა და ისლამის გავრცელება, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი სამეფო-სამთავროების გაჩენა, ფეოდალური წყობილების დამკვიდრება, ჭიდილი რომის მემკვიდრეობისთვის იმპერიებს შორის, რომის პაპებისა და გერმანელი იმპერატორების დაპირისპირება ევროპაზე ჰეგემონობისთვის, მონასტრული ცხოვრების აღორძინება, ჯვაროსნული ომები, რელიგიური და სამხედრო ორდენების დაარსება, თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა ლაშქრობები, შავი ჭირის გავრცელება ევროპაში, რენესანსის დასაწყისი. ვინ მოთვლის, რამდენი საინტერესო ამბის აღმოჩენა შეიძლება მოვლენათა ამ გრძელ ჯაჭვში, რომელიც ხიდივით აერთებს ანტიკურობასა და მოდერნულობას; მათგან 111 ამბავს კი, ამ წიგნში წარმოგიდგენთ. 
ელ-ვერსიის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.lit.ge/book/234989-shua-saukuneebi-111-ambavi-nika-xoferia/
ნაბეჭდი წიგნის შეძენა შესაძლებელია „არტანუჯის" წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჭავჭავაძის გამზ. 17ბ), „ბიბლუსის" ქსელში და სხვა წიგნის მაღაზიებში.  
7. ნაპოლეონის მარშლები, ტომი I. ნიუ-იორკი, 2016. 
დავუ, მასენა, ლანი, ბერტიე, ნეი... ეს სახელები ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლოებად იქცნენ. იმპერიის პერიოდში ნაპოლეონმა სულ 26 მარშალი დანიშნა. მათ ცხოვრება ქაოტურ, ომითა და სისხლისღვრით აღსავსე წლებში გაატარეს. ყველამ დიდების მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთ ადრევე დაიღუპა, ზოგმა კი დიდხანს იცოცხლა და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში შემდგომში მომხდარ მასშტაბურ მოვლენებში.
ამ გამოცემით, ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს მარშლების საინტერესო და დრამატული მომენტებით აღსავსე ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
ელ-ვერსიის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://saba.com.ge/books/details/8147/ნაპოლეონის-მარშლები-1-ტომი
8. 117 ამბავი: ძველი რომი. შეადგინეს ნ. ხოფერიამ და ლ. ტავლალაშვილმა. თბილისი: არტანუჯი, 2019. 
ძველი რომი საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა მცირე იტალიური ქალაქ-სახელმწიფოდან ძლიერ რესპუბლიკამდე, შემდეგ კი, უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილ იმპერიამდე. ასწლეულების განმავლობაში ბრიტანეთის კუნძულებიდან ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროებამდე მცხოვრები ადამიანები ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ.
იმპერიის სტაბილურობას მოწესრიგებული ადმინისტრაცია, სამართალი, სამხედრო სისტემა განაპირობებდა. რომაელი მხედართმთავრები, სენატორები, მსახიობები, ექიმები თუ გლადიატორები რომაელ ავტორთა თხზულებებიდან გვესაუბრებიან. ფრესკები და რელიეფები, მთელს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმობნეული აკვედუკები, ამფითეატრები, სამხედრო ბანაკთა ნაშთები, ძველი რომის დიდ წარსულზე მოგვითხრობენ.
იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის დასასრულს, 117 წელს, რომის იმპერიამ თავის მაქსიმალურ სიდიდეს მიაღწია. რომის ისტორიას სწორედ ამდენ თავშესაქცევ ამბად წარმოგიდგენთ.
ნაბეჭდი წიგნის შეძენა შესაძლებელია „არტანუჯის" წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჭავჭავაძის გამზ. 17ბ), „ბიბლუსის" ქსელში და სხვა წიგნის მაღაზიებში.  


9. ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია: ომების ისტორია. თბილისი: etc, 2019.
ანტიკური ხანიდან ისტორიის ახალ პერიოდამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, მრავალი ომი, ბრძოლა, შეტაკება, დიდი თუ მცირე სამხედრო კამპანი გაიმართა. დიაოხისა და კოლხას, იბერიის, ერთიანი საქართველოს სამეფოს თუ სხვადასხვა პერიოდში დაშლილი ქართული სამეფო-სამთავროების ცხოვრებაში, მუდმივი საჭიროების გამო, სამხედრო საქმეს - მაღალი ხარისხის აბჯარ-საჭურვლის დამზადებას, სამხედრო ვალდებულების მქონე მამაკაცთა მომზადებას საბრძოლველად, მოქირავნე მეომრების შეკრებას, სამხედრო ტაქტიკის შემუშავებას სხვადასხვა გარემოებების შესაბამისად, ციხესიმაგრეების აგებასა და დაცვას - უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. სამხედრო საქმე პერიოდულად ვითარდებოდა, იცვლებოდა და დროის სტანდარტებს ერგებოდა. ქართველი მეომრები ცდილობდნენ იმ გამოწვევებისთვის ეპასუხათ რაც მათ წინაშე დგებოდა. სხვადასხვა დიდ იმპერიასთან, მომთაბარე თუ მკვიდრ ცივილიზაციებთან ბრძოლის შედეგად, საქართველოს მრავალფეროვანი სამხედრო ისტორია აქვს.
ამ წიგნში, ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალებსა და სათანადო სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, განხილულია ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორია ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. თითოეული ეპოქის სამხედრო საქმის, შეიარაღების, ტაქტიკის განხილვის შემდეგ, მოცემულია ამა თუ იმ პერიოდის მნიშვნელოვანი ბრძოლები, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ამ დროის სამხედრო საქმეზე და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სამხედრო ისტორიაში.
წიგნი გამოცემულია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, არის სქელყდიანი, დაბეჭდილია ცარცის ქაღალდზე და თან ერთვის ფერადი რუკები და ილუსტრაციები.
„ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია" არის ორტომეულის ნაწილი. მეორე ტომია „ქართველი მეფეები" (ავტორები ნიკოლოზ შონია, ლევან ტავლალაშვილი). ჯერჯერობით ცალკე ერთი ტომის შეძენა შესაძლებელი არ არის. ორივე წიგნის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ინტერნეტ-მისამართზე: odisea.ge 
9. ნაპოლეონი: 51 კითხვა და ამდენივე პასუხი. ავტორები ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია. თბილისი: არტანუჯი, 2020.
9. ნაპოლეონი: 51 კითხვა და ამდენივე პასუხი. ავტორები ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია. თბილისი: არტანუჯი, 2020.
ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის განსაკუთრებულად გამორჩეული ისტორიული პერსონაა. კორსიკელი აზნაური, რომელიც ჯერ საფრანგეთის რევოლუციის გენერალი, შემდეგ კონსული, ბოლოს კი იმპერატორი გახდა; დიდი მხედართმთავარი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ევროპის ქვეყნების კოალიციებს; სამოქალაქო კოდექსის შემოქმედი და საფრანგეთის პირველი იმპერიის დამაარსებელი. მან ისეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა  XIX საუკუნის პირველ მეოთხედში რომ ამ პერიოდს ნაპოლეონის ეპოქის სახელით მოიხსენიებენ. ნაპოლეონის  როგორც ისტორიული ფიგურის პოპულარობა გამოწვეულია როგორც მისი გამორჩეული პირადი ნიჭითა და კოლორიტული ცხოვრებით, ისე ზოგადად ამ გარდამტეხი ისტორიული ეპოქით რომელმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. დღემდე გრძელდება დავა ნაპოლეონის მემკვიდირეობაზე: იყო იგი რევოლუციის გადამრჩენელი თუ გამანადგურებელი; სისხლიანი დამპყრობელი და ტირანი თუ ეფექტური ადმინისტრატორი და რეფორმატორი? 2021 წელს შესრულდება ორასი წელი რაც ნაპოლეონი, 51 წლის ასაკში, გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე. ამ წიგნში მკითხველი გაეცნობა ნაპოლეონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დასმულ 51 საინტერესო კითხვა-პასუხს.