როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დიდგორის ბრძოლის ილუსტრაცია შუა საუკუნეებში?


დიდგორის ბრძოლა (1121 .) საქართველოს სამხედრო ისტორიის გამორჩეული ნაწილი და დავით IV აღმაშენებლის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვებაა. სამწუხაროდ, შუა საუკუნეების ქართულ მინიატურებსა თუ ფრესკებზე, ამ (ისევე როგორც არც ერთი სხვა) ბრძოლის სცენა არ გვხვდება
სამაგიეროდ, გვაქვს დასავლეთ ევროპული თუ ბიზანტიური მინიატურები, გობელენი და ა.შ. რომლებზეც შუა საუკუნეების სამხედრო კამპანიები და ბრძოლებია ასახული. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ორიგინალური ილუსტრაცია არის .. ბაიუს გობელენი. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. გადავწყვიტე ამავე ტექსტურებით ამეწყო დიდგორის ბრძოლის გობელენი, თან დართული ლათინური წარწერებით, რომელსაც (თარგმანით) ამ პოსტში იხილავთბაიოს გობელენზე კი დაწვრილებით იხილეთ შემდეგი პოსტიინგლისის დაპყრობა ბაიუს გობელენის მიხედვით
დაბლა მოცემული დიდგორის ბრძოლის გობელენი თანამედროვე ავტორის იმპროვიზაციაა (ამის აღნიშვნა მომიხდა იმიტომ, რომ ბევრმა მართლა XII საუკუნისად მიიჩნია)


Mardin Oppidvm - ქალაქი მარდინი
Il-Gazi Princeps - მმართველი ილ-ღაზი
Legati Qvervntvr - ელჩები ჩივიან
Saraceni - სარკინოზები

Ilghazi et sociis eivs - ილღაზი და მისი მოკავშირეები
Tvghan Arslan, Ken-Togdi, Dvbais, - თუღან-არსლანი, ქენ-თოღდი, დუბაისი

David Rex - მეფე დავითი
Georgiani Exercitvs Convenit - ქართველები ჯარს კრებენ
Eqvites Georgiani - ქართველი მხედრები
Cvmani - ყივჩაღები

Castra Saracenorum - სარკინოზთა ბანაკი

Saraceni Evnt Tiphlisem - სარკინოზები მიიწევენ თბილისისკენ
Tiphlis - თბილისი
Vere Vallis - ვერეს ხეობა

Georgiani Proelvm Parant - ქართველები ბრძოლისთვის ემზადებიან
Milites Christi - ქრისტეს მხედარნი
Demetrvs Princeps - პრინცი დემეტრე

Didgori Proelvm - დიდგორის ბრძოლა

Oppvgnare Eqvitibvs Georgiani - ქართველი მხედრების შეტევა
Ilghazi Vvlnerasti - ილღაზი დაიჭრა

Georgiani Vicerunt ქართველებმა გაიმარჯვეს


მოხსენიებული პირები:

ილ-ღაზი - ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი, მარდინის, მაიაფარიკინისა და ალეპოს გამგებელი ართუკიანი ამირა, საქართველოს წინააღმდეგ მოლაშქრე ისლამური კოალიციის მეთაური 1121 წელს.
ქენ-თოღდი - არანისა და განძის გამგებლის, თოღრულ მუჰამადის ძის ათაბაგი, რომელიც მის ლაშქარს უძღვებოდა.
თუღან-არსლანი - სელჩუკი ამირა, ბითლისისა და არზანის მმართველი.
დუბაისი - დუბაის იბნ სადაყა, ილ-ღაზის სიძე, ქალაქ ჰილას პატრონი, რომელიც სულთნისგან დევნილი ამ დროისთვის ილ-ღაზისთან აფარებდა თავს.
დავითი - საქართველოს მეფე, რეფორმატორი და თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ მებრძოლი. 1121 წელს გაიმარჯვა დიდგორის ბრძოლაში.
დემეტრე - მეფე დავითის ძე, უფლისწული და ტახტის მემკვიდრე, მომავალი მეფე დემეტრე I.



ნიკა ხოფერია