ინგლისის დაპყრობა: ბაიუს გობელენის მიხედვით

























ბაიუს გობელენი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი (70 მ) გობელენია. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. ამ პოსტში შემოგთავაზებთ გობელენის სრულ ვერსიას, თითოეულ ფრაგმენტს და მოცემული წარწერების ქართულ თარგმანს.
1. EDWARD REX. UBI HAROLD DUX ANGLORUM ET SUI MILITES EQUITANT AD BOSHAM - ედუარდ მეფე. სადაც ჰაროლდი, ინგლისელი ერლი და მისი მხლებელნი ბოშამს მიეშურებიან.
2. ECCLESIA. HIC HAROLD MARE NAVIGAVIT ET VELIS VENTO PLENIS VENIT IN TERRAM WIDONIS COMITIS - ეკლესია. აქ ჰაროლდი გავიდა ზღვაში და გაცურა გრაფი გის მიწებისკენ
3. ეს წარწერები მეოთხე სურათთან ბმაშია და იხ. მე-4 სურათის ქვეშ სრულად:
4. HAROLD. HIC APPREHENDIT WIDO HAROLDUM ET DUXIT EUM AD BELREM ET IBI EUM TENUIT - ჰაროლდი. აქ გიმ შეიპყრო ჰაროლდი ბორენში და იქ გააჩერა
5. UBI HAROLD ET WIDO PARABOLANT. UBI NUNTII WILLEMNI DUCIS AD WIDONEM. TUROLD NUNTII WILLELMI - სადაც ჰაროლდი და გი ბჭობენ. სადაც ჰერცოგ უილიამის შიკრიკები მოდიან გისთან. ტუროლდი უილიამის შიკრიკი
6. ამ წარწერების თარგმანი მე-7 სურათის ქვეშ
7. HIC VENIT NUNTIAS AD WILGELMUM DUCEM. HIC WIDO ADDUXIT HAROLDUM AD WILGELUM NORMANNORUM DUCUM - აქ შიკრიკები მიდიან ჰერცოგ უილიამთან. აქ გიმ ჰაროლდი წაიყვანა უილიამთან, ნორმანდიის ჰერცოგთან
8. HIC DUX WILGELM CUM HAROLDO VENIT AD PALATIUM SUUM. UBI UNUS CLERICUS ET AELFGYVA - აქ ჰერცოგი უილიამი მოდის თავის სასახლეში ჰაროლდთან ერთად. სადაც ვინმე მღვდელი და ელფგივა
9. HIC WILLELM DUX ET EXERCITUS EJUS VENERUNT AD MONTEM MICHAELIS - აქ უილიამი და მისი არმია მოდის მონ სენ მიშელში
10. ET HIC TRANSIERUNT FLUMEN COSNOSIS. HIC HAROLD DUX TRAHEBAT EOS DE ARENA. ET VENERUNT AD DOL ET CONAN FUGA VERTIT. REDNES - და აქ ისინი კვეთენ მდინარე კვესნონს. აქ ერლმა ჰაროლდმა ამოიყვანა ისინი ქვიშიდან. და ისინი მივიდნენ დოლში და კონანი გაიქცა. რენი
11. HIC MILITES WILLEMI DUCIS PUGNANT CONTRA DINANTES ET CUNAN CLAVES PORREXIT - აქ ჰერცოგ უილიამის მეომრები იბრძვიან დინანის მაცხოვრებლების წინააღმდეგ, და კონანი გასაღებებს გადასცემს
12. HIC WILLELM DEDIT ARMA HAROLDO. HIC WILLELM VENI BAGIAS.UBI HAROLD SACRAMENTUM FECIT WILLELMO DUCI - აქ უილიამი აძლევს ჰაროლდს იარაღებს. აქ უილიამი მოდის ბაიუში. სადაც ჰაროლდი ფიცს დებს ჰერცოგ უილიამის წინაშე
13. HIC HAROLD DUX REVERSUS EST AD ANGLICAM TERRAM - აქ ერლი ჰაროლდი ბრუნდება სახლში ინგლისში
14. ET VENIT AD EDWARDUM REGUM. HIC PORTATUR CORPUS AEDWARDI REGIS AD ECCLESIAM SCI PETRI APOSTILI. HIC EADWARDUS REX IN LECTO ALLOQUITUR FIDELES. ET HIC DEFUNCTUS EST - და მიდის მეფე ედუარდთან. აქ მეფე ედუარდის სხეული წაიღეს წმინდა პეტრე მოციქულთან. აქ მეფე ედუარდი საწოლიდან ელაპარაკება თავის ერთგულთ. და აქ ის კვდება
15. HIC DEDERUNT HAROLDO CORONAM REGIS. HIC RESIDET HOROLD REX ANGLORUM. STIGANT ARCHIEPISCOPUS. ISTI MIRANT STELLAM - აქ ისინი აძლევენ სამეფო გვირგვინს ჰაროლდს. აქ ტახტზე ავიდა ჰაროლდი, ინგლისის მეფე. არქიეპისკოპოსი სტიგანდი. ეს ხალხი გაოცებული შეჰყურებს ვარსკვლავს.
16. HAROLD.HIC NAVIS VENIT IN TERRAM WILLELMI DUKIS. HIC WILLEM DUX IUSSIT NAVES EDIFICARE - ჰაროლდი. აქ ინგლისური ხომალდი მიდის ჰერცოგ უილიამის ქვეყანაში. აქ ჰერცოგი უილიამი ბრძანებს ხომალდების აგებას
17. ეს წარწერები ზემოთა ფრაგმენტზეა განმარტებული.
18. HIC TRAHUNT NAVES AD MARE. ISTI PORTANT ARMAS AD NAVES. ET HIC TRAHUNT CARRUM CUM VINO ET ARMIS - აქ ისინი უშვებენ ხომალდებს ზღვაში. ამ კაცებს მიაქვთ იარაღ-საჭურველი ხომალდებზე. და აქ მათ მიაქვთ ურიკა იარაღებით სავსე.
19. HIC WILLEM DUX IN MAGNO NAVIGIO MARE... - აქ ჰერცოგი უილიამი დიდი ხომალდით ზღვაზე...
20. TRANSIVIT ET VENIT AD PEVENSEAE - და მივიდა პევენსიში
21. HIC EXEUNT DE NAVIBUS . ET HICMILITES FESTINAVERUNT HESTINGHAM UT CIBUM RAPERENTUR - აქ ცხენები ნაპირზე გაიყვანეს. და აქ ჯარისკაცებმა იჩქარეს ჰასტინგსისკენ სურსათის მოსაპოვებლად
22. HIC EST WADARD. HIC COQUITOR CARO. ET HIC MINISTRAVERUNT MINISTRI - აქ არის ვადარდი. აქ ხორცი მზადდება. და აქ მსახურები სუფრას შლიან
23. HIC FECERUNT PRANDIUM. HIC EPISCOPUS CIBUM ET POTUM BENEDICIT. ODO EPISCOPUS. WILLELM. ROTBERT. ISTE IUSSIT UT FODERETUR CASTELLUM... - აქ მათ ისადილეს. აქ ეპისკოპოსმა დალოცა საჭმელი და ღვინო. ეპისკოპოსი ოდო. უილიამი. რობერტი. მან ბრძანა სიმაგრის გაკეთება...
24. AT HESTENGAMCEASTRA. HIC NUNTIATUM EST WILLELMO DE HARALDO. HIC DOMUS INCEDITUR. HIC MILITES..... - ჰასტინგსთან. აქ უილიამმა მიიღო ჰაროლდის ამბავი. აქ სახლი დაწვეს. აქ ჯარისკაცებმა...
25. EXIERUNT DE HESTENGA AT VENERUNT AD PRELIUM CONTRA HAROLDUM REGEM - დატოვეს ჰასტინგსი, და გაეშურნენ მეფე ჰაროლდთან საბრძოლველად
26. HIC WILLELM DUX INTERROGAT VITAL SI VIDISSET EXERCITUM HAROLDI - აქ ჰერცოგი უილიამი ეკითხება ვიტალს ხომ არ უნახავს მას ჰაროლდის არმია
27. OSTE NUNTIAT HAROLDUM REGEM DE EXERCITU WILLELMI DUCIS - ეს კაცი ატყობინებს მეფე ჰაროლდს ჰერცოგ უილიამის არმიაზე
28. გრძელდება შემდეგ ფრაგმენტზე
29. HIC WILLELM DUX ALLOQUITUR SUIS MILITIBUS UT PREPARARENT SE VIRILITER ET SAPIENTER AD PRELIUM CONTRA ANGLORUM EXERCITUM - აქ ჰერცოგი უილიამი მოუწოდებს თავის მეომრებს მოემზადონ ვაჟკაცურად და ბრძნულად ინგლისელთა ჯართან ბრძოლისთვის
30. HIC CECIDERUNT LWEINE ET GYRD - აქ დაეცნენ ლეოფვინი და გირტი
31. FRATRES HAROLDI REGIS. HIC CECIDERUNT SIMUL ANGLI ET FRANCI IN PRELIO - მეფე ჰაროლდის ძმები. აქ ბრძოლაში დაეცნენ როგორც ინგლისელები ისე ფრანკები 
32. HIC ODO EPISCOPUS BACULUM TENENS CONFORTAT PUEROS. HIC EST WILLELM DUX - აქ ოდო ეპისკოპოსი კვერთხით ხელში ამხნევებს თავის საჭურველმტვირთველებს. აქ არის ჰერცოგი უილიამი
33. EUSTASIUS. HIC FRANCI PUGNANT - ევსტასი. აქ ფრაკები იბრძვიან
34. ET CECIDERUNT QUI ERANT CUM HAROLDO. HIC HAROLD REX INTERFECTUS EST - და ისინი ვინც ჰაროლდთან ერთად იყვნენ, დაეცნენ. აქ მეფე ჰაროლდი მოკლეს
35. ET FUGA VERTERUNT ANGLI - და ინგლისელები გაიქცნენ.


მოხსენიებული პირები:

ჰაროლდი - ინგლისის მეფე
უილიამი - ნორმანდიის ჰერცოგი
გი - პონტიეს გრაფი
ოდო - ბაიუს ეპისკოპოსი, ულიამის ნახევარძმა
ტუროლდი - უილიამის შიკრიკი
ელფგივა - ზუსტი ვინაობა უცნობია
კონანი - ბრეტანის ჰერცოგი
ედუარდი - ინგლისის მეფე
სტიგანდი - კენტერბერის არქიეპისკოპოსი
ვიტალი - ეპისკოპოს ოდოს მხლებელი
ლეოფვინი და გირტი - მეფე ჰაროლდის ძმები
ევსტასი - ბულონის გრაფი

ელ-რესურსები

1. hastings1066.com
2. bayeuxtapestry.org.uk
3. bayeuxmuseum.com




ნიკა ხოფერია
სპეციალურად, ჰასტინგისის ბრძოლის 951-ე წლისთავთან დაკავშირებით