ძველ რომში, მხედართმთავრისთვის, უდიდეს პატივად ითვლებოდა, როდესაც ორთაბრძოლაში, მოწინააღმდეგის მეთაურს დაამარცხებდა და მის საჭურველს იუპიტერის ტაძარს შესწირავდა. ამ გამარჯვების ნიშანს, ანუ ტროფეის spolia opima ეწოდება.
Showing posts with label არმია. Show all posts
Showing posts with label არმია. Show all posts
რუსეთის არმიის დეზერტირები საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში
ნაშრომის ძირითადი თემაა რუსეთის არმიის დეზერტირები საქართველოში (XVIII საუკუნის მორე ნახევარში). რუსეთის არმიის საექსპდიციო კორპუსის საქართველოში შემოსვლის შემდეგ (1770-1772 წწ.), მათ რიგებში დეზერტირობის დაწყების მიზეზები; მისი გავლენა კავკასიის ფრონტის წარუმატებლობაზე. საევაკუაციოდ შემოსული რუსეთის არმიის ნაწილები ქართლ-კახეთში (1796-1797 წწ.) და რუსი დეზერტირების ახალი ტალღა საქართველოში. რუსი დეზერტირების მნიშნელობა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის; მათი გადმობირების მცდელობები; რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები.
ჰანიბალის არმია
ნაშრომის ძირითადი თემაა მეორე პუნიკურ ომში (ძვ.წ. 218-201 წწ.) კართაგენის არმიის სამხედრო პოტენციალი, შეიარაღება და მეთაურობა. მოქირავნე ჯარი ანტიკური ხანის ხმელთაშუა ზღვისპირეთში; მოქირავნეები როგორც კართაგენის ლაშქრის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათი გამოყვანისა და სამსახურის თავისებურებები, სამხედრო შესაძლებლობები. განხილულია მეორე პუნიკური ომის საკვანძო მომენტები ომის ძირითად თეატრებზე - იტალიაში, ესპანეთსა და აფრიკაში; დაპირისპირებულ მხარეთა მიღწეული წარმატებებისა თუ განცდილი მარცხის მიზეზები სამხედრო თვალსაზრისით. შედარებულია კართაგენისა და მისი მთავარი მოწინააღმდეგე მხარის - რომის რესპუბლიკის სამხედრო ხელოვნება და მეთაურობა.
ათლეტები ბერძნულ-რომაული სამყაროდან: ფაქტები
ფიზიკური ვარჯიშის კულტურა ანტიკური ხანის თითქმის ყველა ცივილიზაციაში გვხვდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი საბერძნეთი და რომი. სხეულის სიჯანსაღე, ფიზიკური ძალა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში წარმატება, მნიშვნელოვან მიღწევად ითვლებოდა და დიდად დაფასებული იყო. ისეთი დიდი სპორტული ტურნირი, როგორიც ოლიმპიადაა, სწორედ ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. ოლიმპიადაზე გამარჯვებული ათლეტების სახელი მთელ ბერძნულ სამყაროში იყო ცნობილი და მაშინაც კი, როდესაც საბერძნეთი რომის იმპერიის საზღვრებში მოექცა, ოლიმპიადაზე მონაწილეობა კვლავ პოპულარული იყო. ადამიანები იძულებულებიც იყვნენ მუდამ ფიზიკურ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ, დაეუფლებოდნენ არა მხოლოდ იარაღის გამოყენებას, არამედ უიარაღოდ ბრძოლის ხელოვნებას, ჭიდაობას, კრივს. ანტიკურ საბერძნეთში მოქალაქე მეომარი იყო. ისევე როგორც რომის რესპუბლიკაში. სწორედ ამიტომ, დღემდე საკმაოდ ბევრი თხზულება, ტრაქტატი თუ სხვა სახის დოკუმენტი შემოგვრჩა, რომლებიდანაც კარგად ჩანს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფიზიკურ ვარჯიშს ანტიკურ ხანაში, რა ვარჯიშებს, სავარჯიშო ტექნიკას იყენებდნენ, როგორ იწვრთნებოდნენ მეომრები და გლადიატორები, რით იკვებებოდნენ და ა.შ. ეს ფაქტები მეტად მნიშვნელოვანია სამხედრო ისტორიისთვისაც, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალურ დონზე წარმოვიდგინოთ ანტიკური ხანის მეომარი, მისი ფიზიკური შესაძლებლობები ბრძოლაში და ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის დროს.
არმიათა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ
„სამხედრო ისტორიული კვლევა - იმ შემთხვევაში თუ წყაროები ამის საშუალებას იძლევა, აჯობებს ჯარების რიცხოვნობის კვლევით დავიწყოთ."
ჰანს დელბრუკი
„ისტორიკოსები დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ მოწმის მიერ მოტანილი საარაკო მონაცემების შთაბეჭდილებების ქვეშ."
რაიმონ არონი
არმიების რიცხოვნობის დადგენა ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი პრობლემაა. არადა, რიცხვები გადამწყვეტ როლს ასრულებს ძალებს შორის ბალანსის განსაზღვრაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თითქმის ყოველთვის იმარჯვებს დიდი მასა, თუ რაოდენობრივ სხვაობას არ აბათილებს სიმამაცე და უკეთესი მეთაურობა უფრო სუსტი მებრძოლი მხარისა [Дельбрюк 1999, 36]. მიუხედავად თანამედროვეობაში არსებული უზარმაზარი ინფორმაციული სივრცისა, შედარებით დეტალური საბუთებისა და საარქივო მასალებისა, ახლაც კი ჭირს ზუსტი ცნობების მოპოვება რამდენიმე წლის წინ მომხდარ კონფლიქტებში მონაწილე სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ.
იბერიელები, ჭანები და აბაზგები რომის არმიაში Notitia Dignitatum-ს მიხედვით (IV ს.)
Notitia Dignitatum („თანამდებობების ნუსხა") გვიანდელი რომაული დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურა. „ამ ნუსხაში შეტანილია ყველა ის თანამდებობა, რომელიც კი არსებობდა, და ყველა ის სამხედრო განაყოფი, რომლებიც იდგა ამა თუ იმ ადგილას; თანაც დასახელებულია ის გეოგრაფიული პუნქტები, სადაც სამხედრო ნაწილები იდგა"(გეორგიკა I, 168). Notitia Dignitatum ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა იმ პერიოდის დიდი ბრძოლების შესასწავლადაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ადრიანოპოლის ბრძოლის (378 წ.) შემდგომ წლებშია დაწერილი, ისტორიკოსებს დიდი დახმარება გაუწია ამ ბატალიაში რომაელთა არმიის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესწავლის საქმეში(S. MacDowall, Adrianople AD 378. Oxford, 2001, 17.). ასევე ფრიგიდუსისა (394 წ.) და სხვა ბრძოლების შესწავლისას. Notitia Dignitatum-ს V საუკუნოვანი ხელნაწერი შემორჩენილი არ არის, მაგრამ ეს დოკუმენტი მრავალჯერ არის გადაწერილი შუა საუკუნეების განმავლობაში. მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო არის ე.წ. Cosmographia Scoti, XV საუკუნის დოკუმენტი (პიეტრო დონატოს მიერ), ასევე 1542 წლის ბავარიული ხელნაწერი.
Notitia Dignitatum-ში მოცემულ სიებში, მრავალი საინტერესო სახელწოდების და სიმბოლოების სამხედრო შენაერთები გვხვდება, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც რომაული სამყაროს გავლენის ფარგლებში მოქცეულ სამხრეთ კავკასიას უკავშირდება. ამ სტატიაში განვიხილავთ ამ შენაერთებს, მათი დისლოკაციის წერტილებს და სიმბოლოებს.
პოპულარული მითი ავსტრიის არმიის თვითგანადგურების შესახებ - უცნაური „ბრძოლა" კარანსებეშთან, 1788 წ.
1788 წლის, ავსტრო-ოსმალური ომის ერთ-ერთ ბრძოლაზე, კარანსებეშთან, მეტად უცნაური ისტორია არსებობს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ავსტრიის იმპერატორი იოსებ II ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში თავისი მოკავშირის, რუსეთის მხარეს და ჯარები ოსმალეთთან საომრად გადაისროლა რუმინეთში. რთულია ვიმსჯელოთ რამდენად რეალურია ეს ისტორია, შეიძლება დიდწილად გამოგონილია ან მცირე მასშტაბის მსგავსი ამბავია გაბუქებული, რადგან მისი თანამედროვე წყაროები ამის შესახებ არაფერს გვატყობინებენ და ამბავი ძირითადად XIX საუკუნის შუა პერიოდშია გავრცელებული. თუმცა, საინტერესო და სახალისო ამბავია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული.
კონდოტიერები: ომის მეთოდები რენესანსულ იტალიაში (XIV-XV სს.)
„იტალიის დამხობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ამდენი წლის მანძილზე, მისი სამხედრო ძლიერება მარტოოდენ დაქირავებულთა რაზმებს ემყარებოდა."
ნიკოლო მაკიაველი (1)
გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული ქვეყანა იყო, რომელშიც მრავალი ცალკეული ქალაქ-სახელმწიფო თუ სამეფო არსებობდა, თუმცა მათ მრავალი საერთო ნიშანი გააჩნდათ. „რეგიონს ერთგვაროვანი კულტურული სივრცე გააჩნდა რომის იმპერიის ნგრევის დასასრულიდან. რომაული კათოლიციზმი დომინანტი იყო. რელიგია და სამართალი რომაული სისტემიდან მიიღეს, საერთო ხელოვნება და კულტურა კი მთელ ნახევარკუნძულს აერთიანებდა. იტალიური ენა, რომელიც ლათინურიდან წარმოსდგებოდა, VII საუკუნიდან გამოიყენებოდა, XII საუკუნის სიცილიური სკოლის პოეტები კი უკვე ისეთი იტალიურით წერდნენ, რომლის გაგება დღეს თავისუფლადაა შესაძლებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ამ მსგავსებისდა მიუხედავად, იტალიას პოლიტიკური ერთიანობა არ ჰქონდა" (2).
რომაელ ლეგიონერთა კვება და მომარაგება (სრული ვერსია)
რომის იმპერიის დასაყრდენი კარგად აღჭურვილი და დისციპლინირებული ლეგიონები იყო. რომაელებმა შექმნეს რეგულარული არმიის სისტემა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მოახერხა უზარმაზარი იმპერიის გაკონტროლება და მისი სიძლიერისა და სიმდიდრის უზრუნველყოფა. ლეგიონთა დიდი ნაწილი განაწილებული იყო საზღვრისპირა სიმაგრეებში და ბანაკებში, რათა საჭიროებისას არ დაეშვა მოწინააღმდეგის შეჭრა იპერიის ტერიტორიაზე. რეგულარული ჯარისთვის ჯამაგირის გადახდა და სურსათის მიწოდება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა და დიდ სახსრებს მოითხოვდა, თუმცა რომაელები ამას საუკუნეების განმავლობაში ართმევდნენ თავს და თავიანთ ჯარს კარგად ამარაგებდნენ. რომის იმპერიის დასუსტებასა და ბარბაროსთა გამუდმებული შემოსევების პერიოდში ეს სისტემა მოიშალა და ამან ხელი შეუწყო იმპერიის სამხედრო ძლიერების დაქვეითებას და აღმოჩნდა, რომ IV-V საუკუნეებში დასავლეთ რომის იმპერიას ფაქტობრივად რეგულარული სამხედრო შენაერთები აღარ დარჩა და მოქირავნე ან მიწის საფასურად იმპერატორის სამსახურში შესული ბარბაროსების იმედზე დარჩა, რამაც საბოლოოდ იმპერიას ბოლო მოუღო და მისი დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
ცნობები ქართლ-კახეთის ჯარის შესახებ ერეკლე II-ს მეფობის ხანაში
XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ჯარი წარმოადგენდა ფეოდალური ტიპის არმიას, რომელიც წარმოადგენდა ბატონყმურ ჯარს, სადაც ყმა ლაშქრობდა თავისი ბატონის ხელქვეით. ასეთი ლაშქარი შედგებოდა როგორც პროფესიონალი მოლაშქრეებისგან, თავად-აზნაურთა და მსახურთაგან ისე ყმა გლეხებისაგან. ლაშქრის ორგანიზება თავადს ევალებოდა. ეს იყო ერთგვარი სამხედრო იმუნიტეტი, რომელიც თავის სათავადოში თავადს საკუთარი სურვილისამებრ ჯარის შეკრების თავისუფლებას ანიჭებდა. ფეოდალური ლაშქარი არ იყო მუდმივი სამხედრო ძალა, მის შეკრებას საკმაო დრო სჭირდებოდა და დიდწილად დამოკიდებული იყო თავადთა კეთილგანწყობაზე მეფის მიმართ. ამავე დროს იკვეთება ტენდენცია, რომ ომი აღარ არის მხოლოდ პროფესიონალ მეომართა, ფეოდალთა კლასის საქმე როგორც ეს კლასიკური ფეოდალიზმის IX-XV პერიოდში იყო და მასში უკვე გლეხებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
რაინდთა ტურნირები (X-XVI სს.)
XI-XII საუკუნეების
მიჯნაზე, ევროპაში, რაინთა ტურნირების ეპოქა დაიწყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს XV-XVI საუკუნეებში მიაღწია. საზეიმოდ აღჭურვილი
ევროპელი რაინდები, ერთმანეთს სამხედრო ოსტატობაში ეჯიბრებოდნენ და საჯაროდ ახდენდნენ
თავიანთი უნარების დემონსტრირებას საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას. ტურნირებს ძირითადად
მეფეები და მსხვილი ფეოდალები აწყობდნენ განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნავად:
სამეფო ქორწილებისას, მემკვიდრის დაბადებისას, სამშვიდობო ზავის დადებისას და ა.შ.
რა
თქმა უნდა, ამ ღონისძიებას მრავალი დეტალი თუ წესი გააჩნდა, რომელიც დროთა განმავლობაში
დაიხვეწა. იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა ტურნირები და თუ რამ გამოიწვია მათი
დაცემა, ქვემოთ ვისაუბრებთ.
ანტიკური წყაროები კეისრის ლეგიონერების შესახებ
გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ. 100-44 წწ.) ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელმაც გააფართოვა რომის იმპერიის საზღვრები - დაიპყრო კელტებით დასახლებული დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, მოიპოვა გამარჯვება სამოქალაქო ომში პომპეუსისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ, საფუძველი ჩაუყარა რომის სახელმწიფო წყობის რესპუბლიკიდან იმპერიად ქცევას. კეისარმა ყოველივე ამას არა მხოლოდ უდიდესი ნიჭიერებითა და ენერგიულობით, არამედ რომაული არმიის სიძლიერით, სიმამაცითა და სამხედრო საქმის შესანიშნავი ცოდნით მიაღწია. კეისარს ჰქონდა უნარი მოეპოვებინა ჯარისკაცთა ერთგულება როგორც თავისი ქცევითა და სიტყვით, ასევე ომში მიღებული ნადავლის სათანადოდ განაწილებითა და ჯარისკაცების მიმართ სამართლიანობით. კეისარი ლეგიონერებს დიდი გამარჯვებებისკენ გაუძღვა გალიაში, იქცა მათ ბელადად, მამად და ჯარისკაცებმაც იქამდე უერთგულეს, სანამ მათი მხედართმთავარი რომის ერთპიროვნული მმართველი არ გახდა. მისი მეომრების სიმამაცისა და თავდადების შესახებ ცნობები ანტიკურ წყაროებში გვხვდება - ამის შესახებ წერდა პლუტარქე, რომელმაც კეისრის შესანიშნავი ბიოგრაფია შეადგინა და თავად კეისარი საკუთარ ჩანაწერებში გალიის ომის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ამოვარჩიეთ ცალკეული შემთხვევები, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა. მათ შორის არიან ბევრისთვის ცნობილი გმირები, ლუციუს ვორენუსი და ტიტუს პულო, რომელთა ისტორია ოსტატურად გამოიყენა ამერიკელმა სცენარისტმა ბრუნო ჰელერმა, რომელმაც დაწერა სცენარი HBO-ს გახმაურებული სერიალ „რომისათვის" (Rome). [სასათაურე სურათზე, ლუციუს ვორენუსი და ტიტუს პულო, სერიალი Rome).
ცხენოსანი ჯარის ისტორია, ნაწილი I: უძველესი დროიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე
უძველესი დროიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე კავალერია, ცხენოსანი ჯარი ერთ-ერთ ძირითად სამხედრო ძალად რჩებოდა და თავისი საბრძოლო ამოცანები გააჩნდა. მრავალი შეტაკების ბედი, სწორედ მხედრების სწრაფმა და დროულმა მოქმედებამ გადაწყვიტა. კავალერია ათასწლეულების მანძილზე ყველაზე მობილურ და სწრაფ შენაერთად ითვლებოდა. მოგეხსენებათ მედალს მეორე მხარეც აქვს, შესაბამისად კავალერიას, მრავალ დადებით თვისებასთან ერთად, მინუსებიც გააჩნდა. ქვემოთ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ სად მოთვინიერდა პირველი ცხენი, კავალერიის, როგორც საბრძოლო ერთეულის ჩამოყალიბებასა და მისი განვითარების ეტაპებზე უძველესსა და ანტიკურ პერიოდებში.
ქვეითი ჯარი საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებში
ქვეითი ჯარისკაცები ნაპოლეონის იმპერიის არმიის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ, ისევე როგორც ავსტრიის, პრუსიის და რუსეთის არმიებში.
ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ XV-XVI საუკუნეში, სრულიად შეცვალა ბრძოლის სახე. ახლა უპირატესობა ქვეითებს მიენიჭა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ამან ბრძოლის ველიდან ნელ-ნელა გააძევა მძიმე აბჯრით შემოსილი ცხენოსანი რაინდები, რადგან თოფის ტყვია თავისუფლად ატანდა აბჯარში.
თავდაპირველად თოფები ძალიან მოუხერხებელი და არასაიმედო იყო. ამის გამო ევროპულ არმიებში გამოიყენებოდა შუბოსანთა დანაყოფები და საშუალოდ აღჭურვილი ცხენოსნები. თოფოსნების მნიშვნელობა გაიზარდა რაც მას შემდეგ, რაც ცეცხლასაროლმა იარაღმა პროგრესი განიცადა. ამან თან მოიტანა ბრძოლის ახალი ტაქტიკა რომლის შესახებაც შემდეგში ამბობდნენ რომ ომი რაღაც საშუალო იყო დუელსა და ჭადრაკის თამაშს შორის.
ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ XV-XVI საუკუნეში, სრულიად შეცვალა ბრძოლის სახე. ახლა უპირატესობა ქვეითებს მიენიჭა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ამან ბრძოლის ველიდან ნელ-ნელა გააძევა მძიმე აბჯრით შემოსილი ცხენოსანი რაინდები, რადგან თოფის ტყვია თავისუფლად ატანდა აბჯარში.
თავდაპირველად თოფები ძალიან მოუხერხებელი და არასაიმედო იყო. ამის გამო ევროპულ არმიებში გამოიყენებოდა შუბოსანთა დანაყოფები და საშუალოდ აღჭურვილი ცხენოსნები. თოფოსნების მნიშვნელობა გაიზარდა რაც მას შემდეგ, რაც ცეცხლასაროლმა იარაღმა პროგრესი განიცადა. ამან თან მოიტანა ბრძოლის ახალი ტაქტიკა რომლის შესახებაც შემდეგში ამბობდნენ რომ ომი რაღაც საშუალო იყო დუელსა და ჭადრაკის თამაშს შორის.
ფლავიუს არიანეს "დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ": კოლხები რომის პროვინციულ ჯარში
რომის ჯარში არსებობდა მოკავშირე ჯარის სახეობა, რომელსაც Numeri
ეწოდებოდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ იყო იტალიკების მოკავშირე ჯარის მსგავსი, როგორიც რომის ლეგიონებთან ერთად და მათ მსგავსად იბრძოდა. ნუმერი წარმოადგენდა ადგილობრივი ხალხისგან მობილიზებულ ჯარს. მათ ჰქონდათ საკუთარი შეიარაღება და ბრძოლის სტილი. არ ჰქონდათ რომაული აღჭურვილობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ნუმერის არაფერი ჰქონდა რომაული გარდა იმისა, რომ რომაული ჯარის დროშის ქვეშ იბრძოდა, თუმცა არა რომაელი, არამედ საკუთარი საველე მეთაურების სარდლობით. "ნუმერუსების ნაწილები ბრიტანეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აღმოსავლეთშიც(უმთავრესად პალმირელი მშვილდოსნების მსგავსი) გამოჰყავდათ. მშვილდოსნებთან ერთად მასში შედიოდა კავალერია, ქვეითი ჯარი, შუბოსნები და შესაძლოა მეშურდულეები და ქვის მსროლელები(ტრაიანეს სვეტზე გამოსახულია კომბლით შეიარაღებული მეომარიც, რომელიც სავარაუდოდ Numeri უნდა იყოს). ნუმერუსთა შენაერთი 100-დან 1000 კაცამდე ითვლიდა, ზოგიერთ მათგანს შეიძლება ლეგიონის ცენტურიონიც ედგა სათავეში.LEGIO XII FULMINATA CERTA CONSTANS
XII "ელვისებური" ლეგიონი(Legio XII
Fulminata) - იულიუს კეისრის მიერ ძვ.წ. 58 წელს ჩამოყალიბებული რომაული ლეგიონი, რომელმაც თითქმის V საუკუნის დასაწყისამდე იარსება. ლეგიონის სიმბოლო იყო ელვა. ძველ რომში ჭექა-ქუხილის დროს გაელვება ღმერთებისგან მოცემულ კარგ ნიშნად ითვლებოდა. ითვლება, რომ სწორედ ამ ლეგიონის წევრები იყვნენ ორმოცი სებასტიელი წამებული, რომლებიც 320 წელს აწამეს ქრისტიანობისთვის.
იულიუს კეისარმა XII ლეგიონი, ისევე როგორც XI, ჰელვეტებთან საბრძოლველად შექმნა. თავდაპირველად მისი სიმბოლო, ისევე როგორც კეისრის სხვა ლეგიონებისა სავარაუდოდ ხარი უნდა ყოფილიყო.
LEGIO XV APOLLINARIS PIA FIDELIS
რომის XV "აპოლონის" ლეგიონი(Legio XV
Apollinaris
- ლეგიო კვინტა დეციმა აპოლინარის) გაიუს ოქტავიანემ შეადგინა ძვ.წ. 40-41 წლებში და მან თითქმის ახ.წ. V საუკუნის დასაწყისამდე იარსება. ლეგიონის ნიშნები ზუსტად არ არის ცნობილი. სავარაუდოდ აპოლონი ან მისი რომელიმე წმინდა ცხოველი.
პირველი XV ლეგიონი თავად იულიუს კეისარმა ჩამოაყალიბა ძვ.წ. 53 წელს და ალეზიის ალყის დროსაც გამოიყენა(ძვ.წ. 52 წ). ამის შემდეგ ეს შენაერთი აკვილეაში იდგა. ძვ.წ. 50 წელს სენატის ბრძანებით ლეგიონი კაპუაში გადაიყვანეს, კეისრის იტალიაში შეჭრის შემდეგ კი აფრიკაში გაგზავნეს, სადაც ძვ.წ. 48 წელს რესპუბლიკის ჯარების სხვა შენაერთებთან ერთად სასტიკად დამარცხდა და განადგურდა კეისრის მომხრეებთან ბრძოლაში. ამ ლეგიონს დამატებითი სახელწოდება არ ჰქონია, ის მან მხოლოდ ოქტავიანეს მიერ მისი ხელახლა ჩამოყალიბებისას მიიღო.
პირველი XV ლეგიონი თავად იულიუს კეისარმა ჩამოაყალიბა ძვ.წ. 53 წელს და ალეზიის ალყის დროსაც გამოიყენა(ძვ.წ. 52 წ). ამის შემდეგ ეს შენაერთი აკვილეაში იდგა. ძვ.წ. 50 წელს სენატის ბრძანებით ლეგიონი კაპუაში გადაიყვანეს, კეისრის იტალიაში შეჭრის შემდეგ კი აფრიკაში გაგზავნეს, სადაც ძვ.წ. 48 წელს რესპუბლიკის ჯარების სხვა შენაერთებთან ერთად სასტიკად დამარცხდა და განადგურდა კეისრის მომხრეებთან ბრძოლაში. ამ ლეგიონს დამატებითი სახელწოდება არ ჰქონია, ის მან მხოლოდ ოქტავიანეს მიერ მისი ხელახლა ჩამოყალიბებისას მიიღო.
ბაბილონის სამეფო
ქალაქი ბაბილონი - ძველი ქალაქი მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაში ბაბილონი ბაბილონის სამეფოს, სპარსეთის იმპერიის და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი იყო.
პირველი ცნობები ქალაქზე მეფე შარკალიშარის დროიდან არის(მაშინ ბაბილონს შუმერული სახელი, კადინგირი ერქვა, რაც “ღმერთების კარიბჭეს” ნიშნავს), რომელმაც ქალაქში ტაძარი ააგო. უძველესი ქრონიკების მიხედვით ბაბილონი ჯერ კიდევ სარგონ აქადელის დროს არსებობდა. არის ცნობები, რომ ქალაქი კადინგირი ანუ შემდეგდროინდელი ბაბილონი ძვ.წ XXIII საუკუნეში ააშენეს კოლონისტებმა ერედუდან.
ასურეთის იმპერიის არმია

ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდში, ძვ.წ X-დან VII საუკუნემდე ახლო აღმოსავლეთში ასურეთის იმპერია დომინირებდა. თავისი სიძლიერის პერიოდში ასურეთის სამეფო ეგვიპტიდან სპარსეთამდე იყო გადაჭიმული. ისტორიაში პირველად მათ გააერთიანეს მესოპოტამიის მთელი ტერიტორია, მაგრამ ორმოცდაათი წლის შემდეგ ეს გაერთიანებული მიწები საოცარი სისწრაფით დაიშალა. ასურეთის დაშლის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს უზარმაზარი ტერიტორიის დაუცველობა მტრებისაგან და ქალაქების ხშირი აჯანყებები. ამას გარდა ქვეყანას ბოლო საშინაო ომებმაც მოუღეს, რომელიც სამეფო ტახტის მსურველებს შორის მიმდინარეობდა. ძვ.წ 612 წელს ასურეთის დედაქალაქი ნინევია შტურმით იქნა აღებული და მიწასთან გასწორებული მიდიისა და ბაბილონის გაერთიანებული ლაშქრის მიერ. ასურეთის იმპერია იყო მოდელი მომავალი სხვა იმპერიებისა. მაგალითად ახალი ბაბილონის სამეფო ნაბუქოდონოსორ II-ის დროს ასურეთის სახელმწიფოს მოდელის მიხედვით იყო აგებული.
Subscribe to:
Posts (Atom)








.bmp)






