Showing posts with label რენესანსი. Show all posts
Showing posts with label რენესანსი. Show all posts

წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე


წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე - Castel Sant'Angelo  რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი. თავდაპირველად აკლდამას წარმოადგენდა, შემდეგ ციხე-სიმაგრე იყო, პაპის რეზიდენცია და მისი ქონების სანახი, ასევე ციხე, დღეს კი მუზეუმია.

კოზიმო მედიჩი: ტოსკანიის მეფე


1537 წელს, პაპ კლიმენტი მეშვიდის უკანონო შვილი, ჰერცოგი ალესანდრო მედიჩი მოკლეს. მედიჩების მომხრეები თითქოს გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, პირდაპირი გვარის გამგრძელებელი მათ აღარ დარჩათ. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ მეგვარე აეყვანათ ფლორენციის მმართველად, რომლის მართვას ადვილად შეძლებდნენ.
ასეთი ადამიანი აღმოჩნდა კოზიმო მედიჩი, რომელსაც გვარის გარდა საერთო არაფერი ჰქონდა სახელოვან წინაპრებთან. მათი სისხლი 4 თაობის წინ უკავშირდებოდა ერთმანეთს. ის გახლდათ გაუნათლებელი ადამიანი, რომელსაც სარჩოს მოსაპოვებლად შრომა სჭირდებოდა. კოზიმო ამ დროისთვის მხოლოდ 17 წლის იყო.

ჯოვანი და ჯულიო მედიჩები

 
მედიჩების ოქროს ხანა დასრულდა, ლორენცო მედიჩი მკვდარია. თუმცა ამ დიდ ფლორენციელს, წინასწარ ჰქონდა ყველაფერი გათვლილი. თავისი უკანასნელი სახსრებით, მან თავის ვაჟს ჯოვანის კარდინალის ტიტული უყიდა.
ფლორენციას ოთხი წელი ჯიროლიმო სავონაროლა მართავდა რკინის ხელით, მანამ სანამ ჩამოახრჩობდნენ. ამის შემდეგ ქალაქის მმართველი საბჭოს თავჯდომარე გახდა ცნობილი მოაზროვნე და პოლიტიკოსი: ნიკოლო მაკიაველი.

ლორენცო დი პიერო დე მედიჩი

   ლორენცო მედიჩი არის ადამიანი, რომლის ხელდასმითაც ვიცნობთ ისეთ გენიოსებს, როგორებიც არიან: სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო ბუონაროტი. თვითონ მედიჩების გვარი იტალიაში და მითუმეტეს ფლორენციაში უდიდესი გავლენით სარგებლობდა. რომის პაპი ლეო X და ლეო XI, ხომ ერისკაცობაში მედიჩები იყვნენ. კოზიმო მედიჩი, ლორენცოს ბაბუა, მათი გვარის პრივილეგიის ფუძემდებელი.

ბორჯიები, ნაწილი II, ჯოვანი ბორჯია


შუაღამისას ჯოვანი სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა რომის მოკირწყლულ ქუჩას. პაპის ჯარების მხედართუფროსი მარტოდმარტო იყო. ტანთ წითელი მოსასხამი ემოსა, პატარა ხანჯალი ჰქონდა მხოლოდ ქამარში გარჭობილი. უცებ შედგა და შეამჩნია რომ უკან ორი კაცი მოჰყვებოდა. არ შეიმჩნია და სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა. მდევარმაც აუჩქარა ნაბიჯს. ჯოვანი შემობრუნდა და ხანჯალზე ხელი წაივლო – ვინ ხართ? მე ჯოვანი ბორჯია ვარ, რომის მხედართუფროსი!

ანტიპაპი იოანე XXIII


კათოლიკურ ეკლესიას, როგორც ყველაფერ ამქვეყნიურს აქვს თავისი სირცხვილი და საიდუმლო. ნათქვამია: "ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლიტური ძალაუფლება აბსოლიტურად რყვნის". ასე მოხდა ანტიპაპ იოანე XXIII-ის შემთხვევაშიც.

ბორჯიები, ნაწილი I, როდრიგო ბორჯია



- როდრიგო ბორჯია, 14 ხმა! – გაისმა კონკლავში, როდრიგო ბორჯია მუხლებზე დაეცა და პირჯვარი გადაისახა – ამენ! – ამენ! უმანკო და სასოებით აღსავსე გამომეტყველება ჰქონდა, უფალს მადლობას უხდიდა... - მან მოგისყიდათ, ყველანი მოგისყიდათ! – გაისმა თითო-ოროლა მოწინააღმდეგე კანდიდატის ყვირილი, მაგრამ ისინი უკვე ვეღარაფერს შეცვლიდნენ, როდრიგო ბორჯია უკვე იყო “პონტიფექს მაქსიმუს”, კათოლიკური სამყაროს პაპი და მისი პირველი ბრძანება გახლდათ: გამოიკვლიეთ თუ იყო რაიმე მცდელობა არჩევნების გაყალბებისა – და ავბედითმა ღიმილმა დაფარა მისი ბაგენი...

საიდუმლო სერობა


 საიდუმლო სერობა (იტ. Cenacolo, L'Ultima Cena) - ლეონარდო და ვინჩის ფრესკა, რომელზეც იესო ქრისტეს უკანასკნელი ვახშამია გამოსახული თავის მოწაფეებთან ერთად. ფრესკა 1495-1498 წლებში შეიქმნა დომინიკანელთა მონასტერ სანტა-მარია-დელე-გრაციში, მილანში.
ფრესკის ზომებია 450X870 სმ და გამოსახულია მონასტრის სატრაპეზოს კედელზე. ფრესკის თემა ტრადიციულია მსგავსი ადგილებისთვის. "საიდუმლო სერობის" საწინააღმდეგო მხარეს გამოსახულია სხვა მხატვრის მიერ შესრულებული ფრესკა.Fფრესკის დახატვა ლეონარდოს ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ და მისმა მეუღლემ ბეატრიჩე დ,ესტემ შეუკვეთეს. "საიდუმლო სერობაზე" მუშაობა 1495 წლიდან 1498 წლამდე გრძელდებოდა, თუმცა ამ პერიოდში საქმე რამდენჯერმე შეჩერდა. მუშაობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან მონასტრის არქივი თითქმის მთლიანად განადგურდა, ხოლო გადარჩენილ ნაწილში ამის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.