რომაული ფორტიფიკაციები საქართველოში და აფსაროსის ციხის რეკონსტრუქცია

გონიოს ციხე, საქართველოში ანტიკური ხანის რომაული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ის დიდი ხანია იწვევს არქეოლოგებისა და ისტორიკოსების დიდ ინტერესს. მსგავსი ისტორიული ძეგლები, მთელს რომაულ სამყაროში გვხვდება. ბოლო ათწლეულში ზოგიერთი რომაული ციხის რეკონსტრუქცია გააკეთეს, ან ნაგებობები აღადგინეს, ან გრაფიკული გამოსახულებები შექმნეს. ამ პოსტში აფსაროსის (გონიოს) ციხის მიახლოებით რეკონსტრუქცის შემოგთავაზებთ. თამამად დააჭირეთ „სრულად წაკითხვას" და შემობრძანდით.
 Let's start

ნაპოლეონის მარშლები



დავუ, მასენა, ლანი, ბერტიე, ნეი... ეს სახელები ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლოებად იქცნენ. იმპერიის პერიოდში ნაპოლეონმა სულ 26 მარშალი დანიშნა. მათ ცხოვრება ქაოტურ, ომითა და სისხლისღვრით აღსავსე წლებში გაატარეს. ყველამ დიდების მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთ ადრევე დაიღუპა, ზოგმა კი დიდხანს იცოცხლა და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში შემდგომში მომხდარ მასშტაბურ მოვლენებში.
ამ გამოცემით, ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს მარშლების საინტერესო და დრამატული მომენტებით აღსავსე ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
-----
წიგნი აშშ-ში გამოიცა. წიგნის შეძენა (გამოწერა) შესაძლებელია შემდგომ მისამართებზე: 
https://www.amazon.com/dp/1365571254/ref=sr_1_20?ie=UTF8&qid=1482518226&sr=8-20&keywords=napoleon%27s+marshals

იბერიელები, ჭანები და აბაზგები რომის არმიაში Notitia Dignitatum-ს მიხედვით (IV ს.)

Notitia Dignitatum („თანამდებობების ნუსხა") გვიანდელი რომაული დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურა. „ამ ნუსხაში შეტანილია ყველა ის თანამდებობა, რომელიც კი არსებობდა, და ყველა ის სამხედრო განაყოფი, რომლებიც იდგა ამა თუ იმ ადგილას; თანაც დასახელებულია ის გეოგრაფიული პუნქტები, სადაც სამხედრო ნაწილები იდგა"(გეორგიკა I, 168). Notitia Dignitatum  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა იმ პერიოდის დიდი ბრძოლების შესასწავლადაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ადრიანოპოლის ბრძოლის (378 წ.) შემდგომ წლებშია დაწერილი, ისტორიკოსებს დიდი დახმარება გაუწია ამ ბატალიაში რომაელთა არმიის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესწავლის საქმეში(S. MacDowall, Adrianople AD 378. Oxford, 2001, 17.). ასევე ფრიგიდუსისა (394 წ.) და სხვა ბრძოლების შესწავლისას. Notitia Dignitatum-ს V საუკუნოვანი ხელნაწერი შემორჩენილი არ არის, მაგრამ ეს დოკუმენტი მრავალჯერ არის გადაწერილი შუა საუკუნეების განმავლობაში. მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო არის ე.წ. Cosmographia Scoti, XV საუკუნის დოკუმენტი (პიეტრო დონატოს მიერ), ასევე 1542 წლის ბავარიული ხელნაწერი. 
Notitia Dignitatum-ში მოცემულ სიებში, მრავალი საინტერესო სახელწოდების და სიმბოლოების სამხედრო შენაერთები გვხვდება, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც რომაული სამყაროს გავლენის ფარგლებში მოქცეულ სამხრეთ კავკასიას უკავშირდება. ამ სტატიაში განვიხილავთ ამ შენაერთებს, მათი დისლოკაციის წერტილებს და სიმბოლოებს.

რიჩარდ გაბრიელი - „ შეგვიძლია ვენდოთ ანტიკურ ტექსტებს?"


ანტიკური ან თუნდაც შუა საუკუნოვანი ან ახალი წერილობითი ისტორიული წყაროები უმნიშვნელოვანესი მასალაა ისტორიის შესასწავლად. მაგრამ ყოველ ასეთ ტექსტს, ცნობას, სჭირდება ღრმა ანალიზი, ლოგიკური გააზრება, ეპოქის მიხედვით განსაზღვრა, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალების მონიშვნა, ავთენტურობის დადგენა და ა.შ. სულ რომ ახალი ისტორიის პერიოდიდან ავიღოთ - XVIII საუკუნეშიც კი უამრავი ლეგენდაა შეთხზული რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ კრიტიკული გააზრების გარეშე, ხშირად დამკვიდრებულა ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, თუნდაც ახლახანს გაჩენილი მითი თითქოს ერეკლე მეფეს განათლება ინგლისში, ვულვიჩის სამხედრო აკადემიაში მიეღოს ანდაც გერმანიაში, ფრიდრიხ დიდის არმიაში ემსახუროს. ხშირად ასეთი მითების ტყვეობაში თვითონ ისტორიკოსებიც ექცევიან. მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მეთოდიკას, შეგვეძლოს გამასხვავებელი ნიშნების პოვნა, დროში ორიენტირება და პრობლემის კრიტიკულად გააზრება. 
ამავე პრობლემას ეხება ცნობილი სამხედრო ისტორიკოსის, მრავალი წიგნის (Philip II of Macedonia: Greater than Alexander; Scipio Africanus: Rome's Greatest General; Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy და სხვ.) ავტორის, რიჩარდ გაბრიელის ძალიან საინტერესო და საყურადღებო სტატია „შეგვიძლია ვენდოთ ანტიკურ ტექსტებს"?  („Can We Trust The Ancient Texts?", Military History;Mar/Apr2008, Vol. 25 Issue 1) რომელიც 2008 წელს გამოქვეყნდა. სტატია ინგლისურიდან ვთარგმნე, რადგან ვთვლი, ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ისტორიოგრაფიაში და იმედი მაქვს ისტორიის მკვლევარებს ან უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება ისტორიული წყაროების დახარისხებასა და შესწავლის მეთოდების გაცნობაში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ანტიკურ ხანას სამხედრო თვალსაზრისით შეისწავლის. 

თოტმეს III და მეგიდოს ბრძოლა

თოტმეს III (ძვ.წ. 1479-1425 წწ.) XVIII დინასტიის მეექვსე ფარაონი, ახალი სამეფოსა და ძველი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე იყო. იგი თოტმეს II-სა და მისი „მეორე რანგის" ცოლის ისიდას ვაჟიშვილია. რადგან თოტმეს II-ს დედოფალ ხატშეპსუტთან ვაჟი არ ჰყავდა, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მცირეწლოვანი თოტმესი ავიდა, რომლის რეგენტადაც ხატშეპსუტი დაინიშნა. თოტმეს III დედოფლის ქალიშვილზე, ნეფრურაზე დააქორწინეს, რათა განემტკიცებინა თავისი პოზიციები სამეფო ტახტზე. ფორმალურ მმართველად თოტმესი ითვლებოდა, რეალურ ძალაუფლებას კი ხატშეპსუტი ფლობდა, რომელმაც რეგენტობის მეშვიდე წელს თავი ფარაონად გამოაცხადა და თოტმეს III-თან ერთად 16 წელი მართავდა ეგვიპტეს. ხატშეპსუტის გარდაცვალების შემდეგ თოტმესი ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი ხდება და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრწყინვალე სამხედრო კარიერა. 

ეგვიპტე და ზღვის ხალხები

ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII  საუკუნე არის პერიოდი, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით განადგურდა ბრინჯაოს ხანის მაღალგანვითარებული ცივილიზაციები.  მეორე ათასწლეულის აყვავებული კულტურულ - ეკონომიკური სივრცე, გადაჭიმული საბერძნეთიდან ეგვიპტემდე და მესოპოტამიამდე წარსულს ჩაბარდა. წარსულს ჩაბარდა მათი დამწერლობის სისტემები, ტექნოლოგიები. ნაცარტუტად იქცა მონუმენტური არქიტექტურა. ყველაზე დიდ ხანს  ამ მომაკვდინებელ ტალღას მთელი თავისი ძალების მობილიზაციის და უზარმაზარი  მსხვერპლის ფასად მხოლოდ ეგვიპტემ გაუძლო.

15 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო შუა საუკუნეების ევროპაზე (ქართულ ენაზე)


 „ამბავი სანახევროდაა მოყოლილი, როდესაც მას მხოლოდ ერთი ადამიანი ყვება"
საგა გრეტირ ძლიერზე, XIV .

შუა საუკუნეები ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო ეპოქაა, რომლის კონკრეტული მახასიათებლების, ზუსტი ქრონოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრა ძნელია, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა არსებობს, როგორც აკადემიურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში. შუა საუკუნეები ასოცირდება რაინდებთან, საეკლესიო ორდენებთან, გოთიკურ ტაძრებთან, ციხესიმაგრეებთან, პერგამენტზე დაწერილ, ძველ წიგნებთან და მინიატურებთან, ინკვიზიციასთან, ალქიმიკოსებთან... ეს ყველაფერი პოპულარულია და დიდ ინტერესს იწვევს, რაც კარგად ჩანს პოპულარულ კულტურაში - მხატვრულ ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში, მხატვრობაში და .. სულ მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ყველასთვის ცნობილი, პოპულარული წიგნების სერიაცეცხლისა და ყინულის სიმღერა" (The Song of Ice and Fire) და მის მიხედვით გადაღებული სერიალი Game of Thrones, ან თუნდაც, ... ტოლკინის ტრილოგიაბეჭდების მბრძანებელი"(The Lord of the Rings) და ამავე სახელით გადაღებული ფილმები, მთლიანად დაფუძნებულია ევროპის შუა საუკუნოვან ცივილიზაციაზე, კულტურაზე.

ნიკა ხოფერიას საჯარო ლექცია „ბრძოლა პეტრასათვის (535-551)"



 29 ნოემბერს, 18:00-ზე საქართველოს ეროვნულ არქივში (მის. ვაჟა-ფშაველას #1) საჯარო ლექციას თემაზე: „ბრძოლა პეტრასთვის (535-551 წწ.) და გვიანანტიკური ხანის საალყო ხელოვნება“, წაიკითხავს ნიკა ხოფერია.

ლაზიკის (ეგრისის) ომი ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ სპარსეთს შორის გვიანანტიკური ხანის სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ისტორიული მოვლენაა. ლაზიკის ომი 21 წელიწადი გაგრძელდა და ის ძირითადად ლაზიკის სამეფოში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომში მონაწილეობა მიიღო მრავალმა ბიზანტიელმა და ირანელმა მხედართმთავარმა და გაიმართა სხვადასხვა კატეგორიის ბრძოლა: საალყო თუ საველე, შესაბამისად, ლაზიკის ომი სამხედრო ისტორიკოსებისთვის საინტერესო მასალას იძლევა. ლაზიკის ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა ციხე-ქალაქ პეტრას გარშემო. პეტრა ლაზიკაში ბიზანტიელთა სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი და ლაზიკის გასაღები იყო. ლაზიკის ომში გამართულ ბრძოლებს შორის, პეტრას გამორჩეული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ მისი ხანგრძლივობით, არამედ საბრძოლო მოქმედებათა სიმძაფრითა და საალყო მეთოდთა მრავალფეროვნებით. ლექციაში მიმოხილული იქნება ციხე-ქალაქ პეტრას სტრატეგიული მნიშვნელობა, ეკონომიკური ფუნქცია, დაარსების ისტორია და გვიანანტიკური სამხედრო-საალყო ხელოვნება პეტრას ალყის მიხედვით. დასწრება თავისუფალია

„საქმენი რომაელთა" - ამბები XIII საუკუნის ევროპიდან


Gesta Romanorum „საქმენი რომაელთა", XIII-XIV საუკუნეებში, ევროპული მონასტრების კედლებს მიღმა შექმნილი „საერო" საკითხავი ამბების კრებულია. ის შუა საუკუნეების ადამიანთა ცოდნას, მიდრეკილებებს, ინტერესებს, აზროვნებას, თვალსაწიერს კარგად ასახავს.

კეისარი - კომენტარები გალიის ომის შესახებ


გაიუს იულიუს კეისრის ცნობილი თხზულების („კომენტარები გალიის ომის შესახებ" - Comentarii de Bello Gallico) პირველი ორი წიგნის სამეცნიერო თარგმანი (ლათინური ენიდან) მზადაა. 

კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ" მოიცავს როგორც გალიის დაპყრობას ძვ.წ. 58-50 წლებში, ასევე კამპანიას ბრიტანეთსა და გერმანიაში და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იმ დროისათვის რომაული სამყაროსათვის ნაკლებად ნაცნობი ამ ორი მხარის შესახებ. პირველ ორ წიგნში, რომელიც ჩვენ გამოცემაშია შესული, განხილულია სამი მასშტაბური მოვლენა - ჰელვეტების გადასახლება და რომთან დაპირისპირება, ბრძოლა სვებების მეფე არიოვისტუსთან და ომი ბელგებთან. მიუხედავად იმისა, რომ ადრიან გოლსვორთი, კეისრის ბიოგრაფიისა და რომის ისტორიის ცნობილი მკვლევარი აღნიშნავს, რომ კეისრის თხზულება წარმოადგენს ელეგანტურად მარტივ და გრამატიკულად გამართულ პროზას, მისი თარგმანი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რასაც, ვფიქრობ მთარგმნელმა (თედი ყარალაშვილი) კარგად გაართვა თავი. წიგნს თან ახლავს შესავალი (ავტორი ნიკა ხოფერია), სადაც მიმოხილულია ისტორიოგრაფია, ნაშრომის მნიშვნელობა და თარგმანის თავისებურებები. ტექსტი შევსებულია სამეცნიერო კომენტარებით. დაკაბადონებასა და გამოსაცემად მომზადებაში დახმარებისათვის მადლობას ვუხდით გივი ბერძენიშვილს. 

ერთიანობაში, კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ" და ასევე მისივე „სამოქალაქო ომის კომენტარები" ძალიან ვრცელია, ბევრ მუშაობას მოითხოვს. იგეგმება დანარჩენი წიგნების მომზადებაც კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტებთან და მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად და იმედი მაქვს, ახლო მომავალში, ქართულ ენაზე სრულად ვიხილავთ ანტიკური ხანის ლიტერატურის ამ ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ თხზულებას.

ტექნიკური დეტალების შესახებ გეტყვით, რომ წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო გამოცემას, არის მცირეტირაჟიანი  (მაღაზიებში არ გაიყიდება ნაბეჭდი ვერსია), ამიტომ შეძენა შეგეძლებათ ელექტრონულ ფორმატში და მის წაკითხვას შეძლებთ კომპიუტერით, პლანშეტით, კინდლით თუ ნებისმიერი სმარტფონით.


შეძენა


ლიპარიტ ბაღვაში და თურქულ-ბიზანტიური დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყისი

1048 წელს, ბასიანის მხარეში, კაპუტრუს ციხესთან, გაიმართა ბრძოლა ბიზანტიელებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. თურქ-სელჩუკებმა მოხერხებული დრო შეარჩიეს ბიზანტიის სომხური სამფლობელოების დასალაშქრად. ამ დროს ბიზანტიის ძირითადი სამხედრო ძალები სომხეთიდან იყო გაწვეული ლეონთი თორნიკის აჯანყების ჩასახშობად. შესაბამისად, კაპუტრუს ციხესთან ბრძოლაში გამარჯვება სელჩუკებს დარჩათ. მათმა სარდალმა, თოღრულ-ბეგის ძმამ (დედით), იბრაჰიმ ინალმა, მრავალ ბიზანტიელ პატრიკიოსთან ერთად, ტყვედ იგდო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე სელჩუკებთან ბრძოლაში, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. ლიპარიტი შეეცადა თავი გამოესყიდა, მაგრამ ასეთი ძლიერი ფეოდალის და ბიზანტიელთა მოკავშირის დათმობა იბრაჰიმ ინალს არ სურდა. მან ლიპარიტი სულთან თოღრულ-ბეგს წარუდგინა. 

ავგუსტუსი: იმპერატორთა ეპოქის დასაწყისი რომში


ავგუსტუსი იანუსს წარმოადგენს რომის რესპუბლიკასა და იმპერიას შორის. ის არის ორივე - კულიმნაცია ძველი წყობისა, უკანასკნელი ყოვლისშემძლე მხედართმთავრების რიგიდან და ამავე დროს, ახალი წყობის დამამკვიდრებელი. მან წარმატებით ჩამოაყალიბა მმართველობის ახალი ტიპი, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაც იყო, რომ ძალაუფლებას ნახევარი საუკუნე ინარჩუნებდა და სიცოცხლე საკუთარ საწოლში დაასრულა. ის ასევე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსიც იყო, რომელიც აცნობიერებდა საჭიროებას თავისი ძალის ტრადიციული, რესპუბლიკური წესწყობილების საფარველქვეშ დატოვებისა. ავგუსტუსს არ გადაურჩენია რომის რესპუბლიკური წყობილება და არც მის ერთპიროვნულ მმართველობას შეიძლებოდა მისალმებოდა სენატი, მაგრამ ავგუსტუსმა აღადგინა წესრიგი სამოქალაქო ომების მთელი კასკადის შემდეგ და ჩვეულებრივი რომაელებისათვის კეთილდღეობის მომტანად ითვლებოდა. გმირი იყო ის თუ ანტიგმირი, მეტად რთული შეკითხვაა საპასუხოდ. 

პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე"





















წარმოგიდგენთ პირველ ქართულ პოდკასტს ნაპოლეონის ეპოქის შესახებ!
პოდკასტისაუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზანას უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: 

















i-Tunes-ზე მოსასმენად გადადით ლინკზე

იესო ნავეს ძე: ბიბლიური ქანაანის დაპყრობა

იესო ნავეს ძე (იეხოშუა ბინ ნუნი) ებრაელთა ბიბლიურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო მეთაური იყო, რომელმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ქანაანის დაპყრობაში. მისი მოღვაწეობა ძველი აღთქმის მეექვსე წიგნში „იესო ნავეს ძეშია" აღწერილი.

შეშონქი, ტაჰარქა და ნეხო: ეგვიპტის ბრძოლა უწინდელი ძლიერების აღსადგენად

XVIII-XIX დინასტიების მმართველობის (ძვ.წ. XVI-XII სს.) შემდეგ, მეორე ათასწლეულის დასასრულს, ეგვიპტის ძლიერი სამეფო დასუსტდა და შინაომებში გართული ქვეყანას ლიბიელები და ნუბიელები დაეუფლნენ და თავიანთი სამეფო დინასტიები შექმნეს, რომელთაგან ეგვიპტემ გათავისუფლება ასწლეულების შემდეგ შეძლო, მაგრამ ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ძლიერ იმპერიებთან - ასურეთთან და ბაბილონთან მოუხდა ბრძოლა. ამ პერიოდის - ძვ.წ. X-ძვ.წ. VII საუკუნეების - სამი ყველაზე გამორჩეული ფარაონი იყო შეშონქ I ლიბიური დინასტიიდან (XXII, იგივე ბუბასტისის დინასტია, ძვ.წ. X-VIII სს.), ტაჰარქა ნუბიური დინასტიიდან (XXV, იგივე ქუშის დინასტია, ძვ.წ. VIII-VII სს.) და ეგვიპტელი ნეხო II (XXVI დინასტია, ძვ.წ. VII-VI სს.).

როუზმერი სატკლიფის „ვერცხლის ტოტი"


როუზმერი სატკლიფის „ვერცხლის ტოტი" მეორე წიგნია „მეცხრე ლეგიონის არწივის" შესახებ წიგნების სერიიდან. მოქმედება III საუკუნის ბრიტანეთში ხდება, მარკუს ფლავიუს აკვილას ადრიანეს კედელს მიღმა მოგზაურობასა და დაკარგული IX ლეგიონის არწივის კალედონიელებისათვის მოპარვისა და კალევა ატრებატუმში წამოღებიდან 150 წელზე მეტი ხნის შემდეგ.

როუზმერი სატკლიფის „მეცხრე ლეგიონის არწივი"

დიდი ხანია მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა და ბოლო-ბოლო მივადექი ბერნარდ კორნუელის, კონ იგულდენის, საიმონ სკეროუსა და ისტორიული ჟანრის სხვა ავტორთა წაკითხვის შემდეგ. ძალიან საინტერესო და კარგი საკითხავია. ბევრად უკეთესია ვიდრე ამ წიგნის მიხედვით 2010 წელს გადაღებული ფილმი ცენტურიონი (Centurion) და მისი სიქველი „The Eagle". რომაული პერიოდის ბრიტანეთი სწორედ ასეთი ავტორების შემოქმედებით იქცა განსაკუთრებულად საინტერესო, მისტიკურ, საიდუმლოებებით მოცულ ადგილად, რომელზეც ამის შემდეგ მრავალი სამეცნიერო თუ მხატვრული ნაწარმოები დაიწერა და ფილმები შეიქმნა. 

Ludus Latrunculorum - რომაული ტაქტიკური სამაგიდო თამაში

ბლოგის მკითხველებს ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სკანდინავიური ტაქტიკურ-სტრატეგიული სამაგიდო თამაშის Hnefatafl-ს ანუ „მეფის მაგიდის" რეკონსტრუქცია გავაკეთე და მისი წესების შესახებ პოსტიც შემოგთავაზეთ. ამჯერად რომაულ თამაშ Ludus Latrunculorum-ს (შემოკლებით, Latrunculi ან Latrones) მოკლე ისტორიას, თამაშის ძირითად წესებს განვიხილავ და მის რეკონსტრუქციას გავაკეთებ. 

შუა საუკუნეების სიმბოლური ისტორიიდან: დათვის ჩამოგდება და ლომის გამეფება

დასავლეთ ევროპის მასშტაბებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გერმანულ-კელტური ევროპის განსხვავებას, სადაც ცხოველთა მეფე დათვია, ლათინურისაგან, სადაც ამ როლს ლომი ასრულებს. მხოლოდ 1000 წლის შემდეგ გახდა ლომი ყველგან უპირატესი დათვზე, გადამწყვეტ გამარჯვებას კი XII საუკუნეში მიაღწია, უმთავრესად ეკლესიის პოზიციის წყალობით.

პოპულარული მითი ავსტრიის არმიის თვითგანადგურების შესახებ - უცნაური „ბრძოლა" კარანსებეშთან, 1788 წ.


1788 წლის, ავსტრო-ოსმალური ომის ერთ-ერთ ბრძოლაზე, კარანსებეშთან, მეტად უცნაური ისტორია არსებობს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ავსტრიის იმპერატორი იოსებ II ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში თავისი მოკავშირის, რუსეთის მხარეს და ჯარები ოსმალეთთან საომრად გადაისროლა რუმინეთში. რთულია ვიმსჯელოთ რამდენად რეალურია ეს ისტორია, შეიძლება დიდწილად გამოგონილია ან მცირე მასშტაბის მსგავსი ამბავია გაბუქებული, რადგან მისი თანამედროვე წყაროები ამის შესახებ არაფერს გვატყობინებენ და ამბავი ძირითადად XIX საუკუნის შუა პერიოდშია გავრცელებული. თუმცა, საინტერესო და სახალისო ამბავია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული.