ნაპოლეონი: 51 კითხვა და ამდენივე პასუხი

ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის განსაკუთრებულად გამორჩეული ისტორიული პერსონაა. კორსიკელი აზნაური, რომელიც ჯერ საფრანგეთის რევოლუციის გენერალი, შემდეგ კონსული, ბოლოს კი იმპერატორი გახდა; დიდი მხედართმთავარი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ევროპის ქვეყნების კოალიციებს; სამოქალაქო კოდექსის შემოქმედი და საფრანგეთის პირველი იმპერიის დამაარსებელი. მან ისეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა  XIX საუკუნის პირველ მეოთხედში რომ ამ პერიოდს ნაპოლეონის ეპოქის სახელით მოიხსენიებენ. ნაპოლეონის  როგორც ისტორიული ფიგურის პოპულარობა გამოწვეულია როგორც მისი გამორჩეული პირადი ნიჭითა და კოლორიტული ცხოვრებით, ისე ზოგადად ამ გარდამტეხი ისტორიული ეპოქით რომელმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. დღემდე გრძელდება დავა ნაპოლეონის მემკვიდირეობაზე: იყო იგი რევოლუციის გადამრჩენელი თუ გამანადგურებელი; სისხლიანი დამპყრობელი და ტირანი თუ ეფექტური ადმინისტრატორი და რეფორმატორი? 2021 წელს შესრულდება ორასი წელი რაც ნაპოლეონი, 51 წლის ასაკში, გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე. ამ წიგნში მკითხველი გაეცნობა ნაპოლეონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დასმულ 51 საინტერესო კითხვა-პასუხს.

წიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა"(2020). არის სქელყდიანი და გამოცემულია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით. თან ერთვის მრავალი საინტერესო ილუსტრაცია.

წიგნის შეძენა შესაძლებელია გამომცემლობა „არტანუჯის" მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჯერჯერობით, მხოლოდ online, სანამ გაიხსნება წიგნის მაღაზიები). მალე შევა წიგნის მაღაზიათა სხვა ქსელებშიც.