თოტმეს III (ძვ.წ. 1479-1425 წწ.) XVIII დინასტიის მეექვსე ფარაონი, ახალი სამეფოსა და ძველი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე იყო. იგი თოტმეს II-სა და მისი „მეორე რანგის" ცოლის ისიდას ვაჟიშვილია. რადგან თოტმეს II-ს დედოფალ ხატშეპსუტთან ვაჟი არ ჰყავდა, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მცირეწლოვანი თოტმესი ავიდა, რომლის რეგენტადაც ხატშეპსუტი დაინიშნა. თოტმეს III დედოფლის ქალიშვილზე, ნეფრურაზე დააქორწინეს, რათა განემტკიცებინა თავისი პოზიციები სამეფო ტახტზე. ფორმალურ მმართველად თოტმესი ითვლებოდა, რეალურ ძალაუფლებას კი ხატშეპსუტი ფლობდა, რომელმაც რეგენტობის მეშვიდე წელს თავი ფარაონად გამოაცხადა და თოტმეს III-თან ერთად 16 წელი მართავდა ეგვიპტეს. ხატშეპსუტის გარდაცვალების შემდეგ თოტმესი ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი ხდება და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრწყინვალე სამხედრო კარიერა.
Showing posts with label ბიბლიური ომები. Show all posts
Showing posts with label ბიბლიური ომები. Show all posts
ეგვიპტე და ზღვის ხალხები
ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII საუკუნე არის პერიოდი, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით განადგურდა ბრინჯაოს ხანის მაღალგანვითარებული ცივილიზაციები. მეორე ათასწლეულის აყვავებული კულტურულ - ეკონომიკური სივრცე, გადაჭიმული საბერძნეთიდან ეგვიპტემდე და მესოპოტამიამდე წარსულს ჩაბარდა. წარსულს ჩაბარდა მათი დამწერლობის სისტემები, ტექნოლოგიები. ნაცარტუტად იქცა მონუმენტური არქიტექტურა. ყველაზე დიდ ხანს ამ მომაკვდინებელ ტალღას მთელი თავისი ძალების მობილიზაციის და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მხოლოდ ეგვიპტემ გაუძლო.
იესო ნავეს ძე: ბიბლიური ქანაანის დაპყრობა
იესო ნავეს ძე (იეხოშუა ბინ ნუნი) ებრაელთა ბიბლიურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო მეთაური იყო, რომელმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ქანაანის დაპყრობაში. მისი მოღვაწეობა ძველი აღთქმის მეექვსე წიგნში „იესო ნავეს ძეშია" აღწერილი.შეშონქი, ტაჰარქა და ნეხო: ეგვიპტის ბრძოლა უწინდელი ძლიერების აღსადგენად
ეგვიპტის ათი სასჯელი
ძველ აღთქმა ებრაელი ხალხის ისტორიისთვის ფასდაუდებელ წიგნს წარმოადგენს და რელიგიური საკითხების გარდა, მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ისტორიოგრაფიისთვის. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებს მოსეს ხუთწიგნეულის მეორე წიგნი „გამოსვლა", რომელშიც მოთხრობილია ეგვიპტელთა ტყვეობიდან ებრაელი ხალხის გამოსვლა უფლისა და მოსეს დახმარებით. წინამდებარე ნაშრომში, ჩვენ არ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა გზა განვლო მოსემ და ებრაელმა ხალხმა აღთქმულ მიწამდე - ქანაანამდე. ჩვენ შევეხებით საკითხს, რომელმაც „გამოსვლის" მიხედვით ეგვიპტის ფარაონი აიძულა გაენთავისუფლებინა ებრაელები მძიმე მონობისგან და მოსესთვის მიენდო მათი ბედი.
ქადეშის ბრძოლა (დაახლ. ძვ.წ. 1274 წ.)
ქადეში, დასავლეთ სირიის ეს ქალაქი ორ უძველეს იმპერიას შორის ლეგენდარული ბრძოლის ადგილად იქცა. ოსირისის, ამონ-რასა და ჰორის ქვეყნის, ეგვიპტის XIX დინასტიის ფარაონის, რამზეს II „დიდის” ამბიციები იმ დროის მეორე უძლიერესი სამეფოს, ხეთების სახელმწიფოს მეფის, მუვატალის II-ს ინტერესებს შეეჯახა. ქადეში ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყო. მის შესახებ არსებობს უმეტესწილად ეგვიპტური ტექსტები (სტელები, წარწერები), რომლებიც პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებენ; ხეთური მხრიდან სადღეისოდ აღმოჩენილია მხოლოდ მწირი მასალა, თუმცა გვაქვს ფირფიტა, რომელზეც ეგვიპტესთან დაზავების პირობებია აღწერილი. ის მსოფლიოში უძველეს შემორჩენილ საზავო ხელშეკრულებად ითვლება. არსებული წარწერები იძლევა საშუალებას აღვადგინოთ ომის მსვლელობა და ბრძოლა განვიხილოთ.
ეგვიპტის სამეფო
ეგვიპტის სამეფო - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, დიდი აღმოსავლური ცივილიზაციის კერა. ეგვიპტური ცივილიზაციის ბუნებრივი საზღვრები იყო სამხრეთიდან ეთიოპია, დასავლეთიდან ლიბია, აღმოსავლეთიდან სინას ნახევარკუნძული, ჩრდილოეთიდან კი ნილოსის დელტა და ხმელთაშუა ზღვა. ეგვიპტის მასაზრდოებელ ძალას უზარმაზარი მდინარე, ნილოსი წარმოადგენდა, რომლის სანაპიროებზეც ეგვიპტელებს დიდძალი მოსავალი მოჰყავდათ. ნილოსი იყო მათთვის სასიცოცხლო ძალა, ამიტომ ეგვიპტეს “ნილოსის საჩუქარი”ეწოდა.
ანტიოქე III დიდი
ანტიოქე III დიდი(ძვ.წ 241-187 წ) _ სელევკიდების სირიის იმპერიის მმართველი. ანტიოქე 18 წლის ასაკში გახდა უზარმაზარი სახელმწიფოს მეფე. ძვ.წ 212-205 დაიპყრო პართია და ბაქტრია, ძვ.წ 203 წელს კი განდევნა ეგვიპტელები პალესტინიდან. ძვ.წ 192-188 წლებში დამარცხდა რომის რესპუბლიკასთან გამართულ სირიულ ომში და დაკარგა მცირე აზიის სამფლობელოების ნაწილი.
ანტიოქე III ძვ.წ 241 წელს დაიბადა ბაბილონში. მისი მშობლები იყვნენ სელევკოს II კალინიკა და ლაოდიკა II. ძვ.წ 226 წელს მამის სიკვდილის შემდეგ მეფობა ანტიოქეს უფროს ძმას, სელევკოს III-ს შეხვდა. სელევკოს III მალე თავისივე ჯარის სარდალმა მოკლა და იმავე წელს ტახტი ანტიოქე III-მ დაიკავა. გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ ანტიოქე III-მ ცოლად მოიყვანა პონტოს მეფის, მითრიდატე II-ის ასული ლაოდიკა.
ამორევლები
ამორევლები (თავიანთ თავს ისინი "სუტიებს" უწოდებდნენ, რადგან ლეგენდარული წინაპრის სუტის შთამომავლებად ითვლებოდნენ, რომელიც
ბიბლიაში სეითად იწოდება, ევროპულ ტექსტებში კი შეთად). სუტიები ძველი ახლო აღმოსავლეთის მომთაბარე ტომები იყვნენ. ისინი სამხრეთ მესოპოტამიაში სახლობდნენ. მესამე ათასწლეულის წყაროებში სუტიები შუმერთა წინაპრებად მოიხსენიებიან. ძვ.წ 22 საუკუნის დასაწყისიდან სუტიები ჩრდილო დასავლეთისკენ მიიწევდნენ და რამდენჯერმე ევფრატიც გადალახეს.
ბიბლიაში სეითად იწოდება, ევროპულ ტექსტებში კი შეთად). სუტიები ძველი ახლო აღმოსავლეთის მომთაბარე ტომები იყვნენ. ისინი სამხრეთ მესოპოტამიაში სახლობდნენ. მესამე ათასწლეულის წყაროებში სუტიები შუმერთა წინაპრებად მოიხსენიებიან. ძვ.წ 22 საუკუნის დასაწყისიდან სუტიები ჩრდილო დასავლეთისკენ მიიწევდნენ და რამდენჯერმე ევფრატიც გადალახეს.
ფილისტიმელები
ფილისტიმელები( פְּלִשְׁתִּים) - ეგეოსური წარმოშობის ხალხი, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე სახლობდნენ. სიტყვა “ფილისტიმელი” ანუ “ფელესეტი” პირველად ეგვიპტურ დოკუმენტებში გვხვდება, როგორც “ზღვის ხალხების” ერთ-ერთი დასახელება. ზღვის ხალხების ერთ-ერთმა ტომმა, ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა ქანაანის ოთხი ქალაქი: ასკალონი (აშკალონი), აშდოდი, გათი და ღაზა დაიპყრეს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლდნენ. აქ დაარსეს მათ ქალაქი ყეკრონიც. ფილისტიმელების დასახლებამ ამ ტერიტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და დიდი კვალი დაამჩნია პალესტინის ხალხების ისტორიას. ძველი ბერძნები ფილისტიმელებით დასახლებულ მიწას ფილისტიას ეძახდნენ, სწორედ ამ სიტყვიდან გაჩნდა ქანაანის სახელწოდება, პალესტინა.
იერუსალიმი
იერუსალიმი - უძველესი ქანაანური ქალაქი, ისრაელის დედაქალაქი. ქალაქი იერუსალიმი პირველად ძვ.წ XIX_XVIII საუკუნის ეგვიპტურ დოკუმენტებში გხვდება ურუსალიმის სახელით, შემდეგ კი ელ-ამარნის ძვ.წ XIV საუკუნის ეგვიპტურ წარწერებში. იერუსალიმი ნახსენებია ძვ.წ VIII საუკუნის ასურულ ანალებშიც. ძველი ბერძნები იერუსალიმს იეროსალიმს უწოდებდნენ, როგორც წმინდა ქალაქს (იეროს _ წმინდა). ქალაქის ნამდვილი სახელი, როგორც მას თვითონ იერუსალიმელები ეძახდნენ ირუშალემი იყო.
მოსე(ნაწყვეტი წიგნიდან "ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია")
მოსე (ებრაულად მოშე `წყლიდან ამოყვანილი~, დაახლ. ძვ.წ. XVI-XIII საუკუნეებს შორის პერიოდი, რადგან ზუსტი თარიღები არ არსებობს) - ებრაელი წინასწარმეტყველი და კანონმდებელი, იუდაიზმის ჩამოყალიბების ფუძემდებელი, სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, ისრაელის ტომების გამაერთიანებელი, ებრაელთა მხსნელი ეგვიპტის უღლისგან.
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია ეხება ახალი და უმთავრესად ძველი აღთქმის პერიოდის ისტორიას, რომელიც ასახულია ბიბლიაში. წიგნში განხილულია უძველესი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამხედრო–პოლიტიკური მდგომარეობა, სისხლისმღვრელი ომები, იმპერიათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. თუმცა, გარდა ამისა, მკითხველი აღმოაჩენს უამრავ საინტერესო ცნობას ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების, მეფეებისა და სარდლების შესახებ. შეიტყობს როგორ იყო გამაგრებული პალესტინის ქალაქები, რომელი იარაღით იბრძოდნენ ასურელები, რა სტრატეგიით მოახერხა მოსემ ეგვიპტელებისაგან თავის დაღწევა, სად მოხდა რეფიდიმის ცნობილი ბრძოლა და ა.შ. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის, გეოგრაფებისთვის და სამხედრო პირებისთვის, ასევე ბიბლიით დაინტერესებულთათვის.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის"(აღმაშენებლის №121, იოსებიძის №49, რუსთაველის №40/1, რობაქიძის №7, ბახტრიონის №12, ს.ც ”თბილისი ცენტრალი” III სართული, გლდანი ა მ/კ 1კვ №50, ვაჟა-ფშაველას № 47, კოსტავას № 47), საქართველოს ფოსტისა და PRESS ჯიხურებში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია "ლიგამუსში", ენ-ჯი-ემ გრუპის(წინამძღვრიშვილის 119), "პარნასის"(ჭავჭავაძის გამზირი 22, 0179 თბილისი, ლესელიძის 33, თბილისი) ,"ლატერნასა"(თბილისი, რუსთაველის N16, თბილისი, ბუდაპეშტის N3ა, თბილისის, ფალიაშვილის N80) და "პლანეტა-ფორტეს" ქსელში.
”ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედიის” პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2 დეკემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკა ხოფერიას წიგნის ”ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია” პრეზენტაცია გაიმართა.
Subscribe to:
Posts (Atom)



_AW_Kadesh%2Bbattle%2Bb.jpg)






