მოსე(ნაწყვეტი წიგნიდან "ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია")


მოსე (ებრაულად მოშე `წყლიდან ამოყვანილი~, დაახლ. ძვ.წ. XVI-XIII საუკუნეებს შორის პერიოდი, რადგან ზუსტი თარიღები არ არსებობს) - ებრაელი წინასწარმეტყველი და კანონმდებელი, იუდაიზმის ჩამოყალიბების ფუძემდებელი, სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, ისრაელის ტომების გამაერთიანებელი, ებრაელთა მხსნელი ეგვიპტის უღლისგან.
ერთადერთი დოკუმენტი მოსეს შესახებ არის ბიბლია, რომელშიც მოსეს ხუთი წიგნიც შედის (დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე რჯულისა). სწორედ ამ წიგნებშია აღწერილი ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტის ტყვეობიდან და `აღთქმული მიწის~, ქანაანის საზ-
ღვრამდე მისვლა. გამოსვლის წიგნის მიხედვით მოსეს მშობლები ლევის ტომიდან
იყვნენ. მისი დაბადების პერიოდში ეგვიპტის ფარაონის ზუსტი ვინაობა არ არის დაზუსტებული და სავარაუდოდ რამზეს II (ძვ.წ. 1300-1234), ამენჰოტეპ IV (ეხნატონი, ძვ.წ. 1383-1365) და თუტმოს III (ძვ.წ. 1503-1449) ივარაუდება. რამზეს II-ზე ვარაუდს ის უდევს საფუძვლად, რომ ეს ფარაონი გოშენში (ეგვიპტის ნაწილი, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ)აწარმოებდა მშენებლობებს. შმოთის წიგნის მიხედვით ებრაელები აქტიურად მონაწილეობდნენ რამზესისმშენებლობებში. იმ პერიოდში ფარაონი ახალ ქალაქს, პერ-რამზესს აშენებდა, რომლის მშენებლობისას გამოუყენებია ებრაელებიც. თუმცა ამავე ვერსიაში აღინიშნება, რომ ებრაელთა გამოსვლა რამზეს II-ს მემკვიდრის, მერნეპტახის დროს მოხდა. მეორე ვერსია ამტკიცებს, რომ მოსე ამენჰოტეპ IV 
ეხნატონის დროს იყო. ამ ვერსიას ასაბუთებენ ეხნატონის რელიგიური რეფორმებით, რომელიც ერთი ღმერთის, ატონის თაყვანისცემას ითვალისწინებდა. ფარაონს სურდა ყველა სხვა ღმერთი მოეშორებინა და ერთადერთი და უძლიერესი, მზის ღვთაება ატონი დაეტოვებინა. თუმცა არის კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ეხნატონის დროს ეგვიპტეში იოსები იყო და არა მოსე. თუტმოს III-ზე ვერსიას ამტკიცებენ მერნეპტახის ერთ-ერთ სტელის მიხედვით, სადაც წერია, რომ ფარაონი იბრძოდა `ქაანის~ (ალბათ ქანაანი იგულისხმება) მიწაზე `ისირაელის~ ხალხის წინააღმდეგ. თუ ამაში ისრაელთან ომი იგულისხმება მაშინ ჩანს, რომ ებრაელები რამზეს II-ს და მერნეპტახის
დროს უკვე გამოსულები იყვნენ ეგვიპტიდან და ქანაანიც დაპყრობილი
ჰქონდათ. ამიტომ შეიძლება ისინი თუტმოს III-ს დროს გამოსულიყვნენ. ყველაზე გავრცელებული ვერსია ამ ვარაუდებიდან არის რამზეს II-ს შესახებ. ფარაონმა ბრძანა ეგვიპტეში ყველა ებრაელი ახალდაბადებული ბიჭის ამოხოცვა, თუმცა მოსე გადარჩა (ბიბლიის მიხედვით დედამისმა იოსაბედმა შვილი ნილოსში ჩაუშვა კალათით და შემდეგ ფარაონის ასულმა იპოვა). არსებობს ვარაუდი, რომ ეგვიპტელი პრინცესა რამზეს II-ს ასული, ტერმუტისი იყო, მეორე ვარაუდით ხატშესუფტი, თუტმოს I-ს ასული. ებრაელები ეგვიპტელ პრინცესას ბათიას(უფლის ასულს) უწოდებენ და წერენ, რომ მან მოსესთან ერთად დატოვა ეგვიპტე. ბიბლიის მიხედვით მოსემ მოკლა ეგვიპტელი ზედამხედველი, რომელიც ებრაელ მუშას სცემდა. ამ დანაშაულისაგან თავის დასაცავად ის მადიამის ქვეყანაში გაიქცა, სინას ნახევარკუნძულზე, იქ ცოლად მოიყვანა სეფორა, მადიამელი დიდებულის და მღვდელმთავრის, იოთორის ასული. არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, თითქოს მოსემ ეგვიპტელთა ჯარით ილაშქრა ეთიოპიაში და იქაური მეფის ასულზე, ფარბისზე დაქორწინდა. ბიბლიის მიხედვით უფალი აალებული მაყვლის ბუჩქის სახით გამოეცხადა მოსეს და გამოუცხადა, რომ მას ებრაელი ერი ეგვიპტიდან უნდა გამოეყვანა. ამის შემდეგ მოსე დაბრუნდა ეგვიპტეში და ფარაონი ღვთისაგან მოვლენილი 10 სასჯელის შემდეგ აიძულა გაეშვა ებრაელები. სწორედ აქედან იწყება ებრაელი ხალხის მოგზაურობა აღთქმულ მიწამდე ანუ ქანაანამდე. ბიბლიის მიხედვით მოსემ ხალხი წითელ ზღვამდე მიიყვანა, იქ კი უფლის ძალით ორად გაყო წყალი და ისე გადაიყვანა მეორე ნაწილზე. ეს ბიბლიური ტექსტები დაახლოებით
ასე იშიფრება: მოსემ, რომელმაც შეიტყო, რომ ფარაონის ჯარი უკან მოსდევდა (ბიბლია ამ ფაქტს აღწერს) გადაუხვია მთავარი გზიდან და სამხრეთით დაიძრა, შემდეგ კი ისევ ჩრდილოეთისკენ გაემართა და წითელი ზღვის მიადგა იმ ადგილას, სადაც წყალი ყველაზე დაბალი იყო და ზღვის მიქცევის დროს მასზე გადასვლა ისევე შეიძლებოდა, როგორც ჩვეულებრივ გზაზე. ბიბლიის მიხედვით მოსეს ცეცხლის სვეტი მიუძღოდა წინ, რომელიც გზას უჩვენებდა. ცეცხლის სვეტად ეგვიპტელებს მოეჩვენათ წინ მიმავალი ებრაელების უამრავი დიდი ჩირაღდანი, რათა გზა 

გაენათებინათ ღამე სვლისთვის. როდესაც წითელ ზღვას მიაღწიეს ზღვის მიქცევა იყო დაწყებული, ამიტომ ებრაელები სწრაფად გავიდნენ მეორე ნაპირზე, ფარაონის ჯარის გამოჩენისას კი უკვე მოქცევა იყო დაწყებული და ეგვიპტელები იძულებულები გახდნენ თავი დაენებებინათ მოსეს დევნისთვის, რადგან ისინი უკვე ვეღარ დაეწეოდნენ ებრაელებს. მოსეს ამ მოქმედებებში ჩანს ადგილმდებარეობის
კარგი მცოდნის და ტაქტიკოსი სამხედრო მეთაურის გამოცდილება. მან ყველაფერი სწორად გააკეთა და თავისი ხალხი საფრთხეს მოარიდა. ამის შემდეგ ებრაელები დაიძრნენ სინას ნახევარკუნძულის სამხრეთით, სინას მთისკენ. ბიბლიის მიხედვით მთა ცეცხლს აფრქვევდა, დიდი ხმაური ისმოდა და ირგვლივ ყველაფერს აყრუებდა. მეცნიერთა მოსაზრებით სინას მთაზე მოიპოვებოდა სასარგებლო მადანი, ამიტომ
იქ გამართული იყო მაღაროები და სამჭედლოები, სადაც ლითონის ნივთებს და იარაღს ამზადებდნენ. სამჭედლოებიდან ყოველთვის დიდი ხმაური გამოდის, მითუმეტეს უამრავი სამჭედლოდან, ხოლო მუშაობაში იყენებდნენ ცეცხლსაც. შეიძლება ბიბლიური ლეგენდა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. სწორედ სინას მთიდან ჩამოიტანა მოსემ ათი მცნება ორი ქვის ფიქალით. მოსემ და მისმა ძმამ, აარონმა იცოდნენ, რომ ქანაანამდე მიღწევა რთული იქნებოდა და ალბათ ზოგჯერ იარაღის ძალითაც მოუწევდათ მოქმედება, ამიტომ მათ დაიწყეს იარაღის დამზადება და ებრაელი ბრძოლისუნარიანი მამაკაცების შეიარაღება (შესაძლოა სიანს მთაზე
მისვლის მთავარი მიზეზი სწორედ ეს ყოფილიყო). მოსემ ჯარი ეგვიპტური არმიის მოდელის მიხედვით მოაწყო, რადგან სწორედ ამ ქვეყანა- ში ცხოვრობდა და თან მაშინდელი ეგვიპტის არმია იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ძალად ითვლებოდა. მოსეს ჯარი მთლიანად ქვეითებისგან შედგებოდა და იყოფოდა მსუბუქ და მძიმე ქვეითთა რაზმებად. მძიმე ქვეითები შეიარაღებულები იყვნენ დიდი ხისა და ტყავის ფარით, შუბით და ხმლით. მსუბუქი ქვეითები მშვილდ-ისრებით და
შურდულებით იბრძოდნენ. სინადან დაძრულ ებრაელებს გზად დაპირისპირება

მოუვიდათ ქანაანის სამხრეთით მცხოვრებ ტომებთან, ამალეკებთან, რომლებიც გზაზე თავს დაესხნენ ებრაელებს. მოსემ ჯარი საომრად მოამზადა. მას ეხმარებოდნენ ქალებ იეფუნის ძე და მომავალი განთქმული მხედართმთავარი, იესო ნავეს ძე (იეხოშუა ბინ ნუნი), რომელიც კარგად ერკვეოდა სამხედრო საქმეში. ბრძოლა ამალეკებსა და ებრაელებს შორის რეფიდიმთან მოხდა. მოსემ ჯარი კლდის ძირში
განალაგა და თვითონ მაღლობიდან ადევნებდა თვალს ბრძოლის მსვლელობას
და იქიდან იძლეოდა მითითებებს, როცა ეს საჭირო ხდებოდა. მოხერხებულმა ებრაელმა წინამძღოლმა შესანიშნავი ადგილი შეარჩია ბრძოლის გასამართად და გასაძღოლად. ებრაელებმა მოახერხეს ამალეკების დამარცხება და განადგურება. ბიბლიის მიხედვით როდესაც კლდეზე მდგარი მოსე ხელებს ზემოთ აღმართავდა მისი ჯარი იგებდა, ხოლო როცა ჩამოსწევდა მტერი აღწევდა უპირატესობას, ამიტომ
მას აარონი და ხური ეხმარებოდნენ რათა ხელები მაღლა ჰქონოდა აწეული. ამ ცნობის მიხედვით ვარაუდობენ, რომ რეფიდიმის ბრძოლაში კლდეზე მდგარი მოსე ბრძანებებს აძლევდა ჯარს, ხოლო როცა საჭირო გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ მიიღებდა მას სხვა სამხედრო მეთაურები ეხმარებოდნენ. დამარცხებულ ამალეკებზე ებრაელებმა სასტიკად იძიეს შური და დახოცეს მათი დიდი ნაწილი. ამ ბრძოლის
შემდეგ მოსემ გამოავლინა თავისი ხასიათის კიდევ ერთი თვისება, სისასტიკე.

ყველა მოწინააღმდეგეს, რომელიც ებრაელებს ქანაანამდე შეხვდათ ის საოცარი სისასტიკით გაუსწორდა. ქანაანისკენ მიმავალი ებრაელები გაუსწორდნენ მოსეს ცოლის თანამემამულეებს, მადიამელებს, რომლებიც სინას ნახევარკუნძულზე და პალესტინის სამხრეთით ცხოვრობდნენ. ბიბლიის მიხედვით მოსემ 12000 კაცი გაგზავნა მათ წინააღმდეგ სალაშქროდ. გამარჯვებულმა ებრაელებმა დახოცეს მადიამელი მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება, ასევე მოკლეს ბაალამი ბეყორის ძე. მოსეს ჯარებმა დაამარცხეს ესებონელები, ასევე ამორევლები, რომელთაც მეფე სეონი მეთაურობდათ ბრძოლაში. ებრაელებმა დაამარცხეს ხეშბონის მეფე სიხონიც. მოსეს არმია შეიჭრა ბაშანის ქვეყანაში და გაანადგურა მათი მეფის, ოგის ძალები. ამ წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ებრაელები უკვე მდინარე იორდანეს გაღმა, იერიხონთან ახლოს დაბანაკდნენ. ამან შეაშფოთა მოაბის მეფე, ბალაკ ციფორის ძემ და მტრის წინააღმდეგ მზადება დაიწყო (ბიბლიის მიხედვით მან დასახმარებლად უხმო წინასწარმეტყველ ბალაამს დასახმარებლად და ებრაელთა დასაწყევლად). მოაბთან ერთად მოსეს წინააღმდეგ გამოდიოდა მადიამელთა ნაწილი. მიუხედავად ამისა გამოცდილმა და კარგად შეიარაღებულმა მოსეს არმიამ კვლავ გაიმარჯვა და მოაბელები სასტიკად დაამარცხა. ბიბლიის ცნობებს თუ გავითვალისწინებთ მოსემ მოახერხა ურთულესი ლაშქრობის წარმატებით განხორციელება. ყველა მის მოქმედებაში ჩანს სამხედრო, ადმინისტრაციული და პოლიტიკური ნიჭი და დიდი გამოცდილება, რის გარეშეც ებრაელთა ლეგენდარული გმირი ამდენი ღვაწლის დადებას ვერ შეძლებდა ქანაანამდე მიღწევაში, რის შემდეგაც ებრაელებს უკვე მისი შემცვლელი, იესო ნავეს ძე გაუძღვა. ბიბლიის მიხედვით მოსე 120 წლის ასაკში გარდაიცვალა ნაბავის მთაზე, თუმცა მისი დასაფლავების ადგილმდებარეობა უცნობია. ერთერთი გავრცელებული მეცნიერული ვერსიით მოსეს გარდაცვალება ასეთი გასაიდუმლოებული იმიტომ არის, რომ ის თვითონ ებრაელებმა მოკლეს ჩადენილი სისასტიკის გამო, ხოლო საფლავი მოსეს მომხრეებმა დამალეს, რათა თავიანთ ბელადზე გაცოფებულ ხალხს მისი ნეშტისთვის შეურაცხოფა არ მიეყენებინა.
                                                                                     
ნიკა ხოფერია