Showing posts with label ელიტური სამხედრო ნაწილები. Show all posts
Showing posts with label ელიტური სამხედრო ნაწილები. Show all posts

ცხენოსანი ჯარის ისტორია, ნაწილი I: უძველესი დროიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე

უძველესი დროიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე კავალერია, ცხენოსანი ჯარი ერთ-ერთ ძირითად სამხედრო ძალად რჩებოდა და თავისი საბრძოლო ამოცანები გააჩნდა. მრავალი შეტაკების ბედი, სწორედ მხედრების სწრაფმა და დროულმა მოქმედებამ გადაწყვიტა. კავალერია ათასწლეულების მანძილზე ყველაზე მობილურ და სწრაფ შენაერთად ითვლებოდა. მოგეხსენებათ მედალს მეორე მხარეც აქვს, შესაბამისად კავალერიას, მრავალ დადებით თვისებასთან ერთად, მინუსებიც გააჩნდა. ქვემოთ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ სად მოთვინიერდა პირველი ცხენი, კავალერიის, როგორც საბრძოლო ერთეულის ჩამოყალიბებასა და მისი განვითარების ეტაპებზე უძველესსა და ანტიკურ პერიოდებში.

საბრძოლო სპილოები - ცოცხალი ტანკები ბრძოლის ველზე


  
დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელებინათ. ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა. ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო, და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ. სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომელიც ფარავდა თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული, თითოეულ მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც მისი ინდოელი გამძღოლი. 
პირველი მაკაბელთა, VI, 34-37


სპილო-ერთერთი ცხოველი, რომელსაც ადამიანი სისტემატიურად იყენებდა იარაღად. ცხენები არ ყოფილან მებრძოლები, მათ მხოლოდ სწრაფი გადაადგილებისთვის იყენებდნენ ბრძოლის ველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ძაღლებიც გამოყავდათ ბრძოლაში, მაგრამ ისინი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგისთვის. სპილოები კი “ცოცხალი ტანკები” იყვნენ, რომლებიც მოწინააღმდეგის ასობით ადამიანს თელავდნენ.

ვახტანგ გორგასლის არმია: იყვნენ თუ არა კატაფრაქტები იბერიაში



„ხოლო სპანი იგი წარემართნენ განმზადებულნი, ცხენ-თოროსანნი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მხედართა".
ჯუანშერი 

V საუკუნის II ნახევრის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორია მძაფრი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენებითა და მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩევა. ეს იყო ევროპის ტრანსფორმაციის ხანა – ცეცხლითა და მახვილით, ნგრევით, ძარცვით – დაეცა ქალაქები, დაცარიელდა წარსულში დიდებული დასახლებები, დაკნინდა რომაული კულტურა. დასავლეთ რომის იმპერიის დასუსტება და დაცემა იმ დროისთვის სამყაროს დასასრულად აღიქვეს – არ არის რომი, არ არის სამყარო. ხალხთა დიდი გადასახლება, რაც რომის განადგურების მთავარი მიზეზი გახდა, ნიშნავდა იმას, რომ რომანულ ევროპაში (რომის იმპერიის საზღვრებში მოქცეული ქვეყნები) გამოჩნდნენ სკანდინავიელი, ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლზე მცხოვრები და შორეული რუსული სტეპებიდან წამოსული ხალხები. დაარსდა ახალი, ბარბაროსთა სახელმწიფოები.

ფრთოსანი ჰუსარები

ფრთოსანი ჰუსარები(პოლ. Husaria) – ელიტარული კავალერია, რომელიც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დროშის ქვეშ იბრძოდა XVI საუკუნის დასაწყისიდან XVIII საუკუნის შუა პერიოდამდე. მათი დანიშნულება იყო მოწინააღმდეგის წყობის გარღვევა, რის შემდეგაც ძირითად ძალებს უადვილდებოდათ მათი განადგურება. ჰუსარები ავტორამენტის ქვედანაყოფი იყო. ეს ჯარების შეკრების თავისებური სტილი გახლდათ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიყენებოდა. პოლონურ-ლიტვური ჯარი ძირითადად კავალერიისგან შედგებოდა, რომლის მთავარ ძალას ფრთოსანი ჰუსარები წარმოადგენდნენ.

КГБ

საბჭოთა რეჟიმი საქართველოში არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, მეოცე საუკუნის მიწურულს დასრულდა. ქვეყანაში სოციალიზმის ეპოქა დასრულდა და ქვეყანა კაპიტალისტურ გზას დაადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ ვერ გამოსულა საბჭოური ჩრდილიდან, რასაც რუსეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მეზობლობა კიდევ უფრო აფერხებს. საბჭოთა კავშირი XX საუკუნის უდიდესი იმპერია და ყველაზე მძლავრი სოციალისტური სახელმწიფო იყო, რაც კი ოდესმე არსებულა.

SAS - განსაკუთრებული საჰაერო სამსახური


დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს დიდი გამოცდილება და ხანგრძლივი სამხედრო ისტორია აქვს. შუა საუკუნეებიდან დღემდე ინგლისის ჯარი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ბრიტანელები განთქმულნი იყვნენ მშვილდოსნობაში, იყენებდნენ რა ლონგბოუს ანუ გრძელ მშვილდს, ჰყავდათ კარგად აღჭურვილი ქვეითი და ცხენოსანი არმია, დენთის შემოსვლის შემდეგ კი ჩამოაყალიბეს შესანიშნავი სახმელეთო და საზღვაო ძალები, რომელიც არტილერიით აღჭურვეს.

ყოველთვის გამარჯვებული არმია


შორეული აღმოსავლეთი, მარკო პოლოს საოცნებო მხარე, ქაღალდის, დენთისა და კომპასის გამომგონებელი ხალხის ქვეყანა, კონფუცის, ლაო-ძისა და სუნ-ძის ჩინეთი... ამ ქვეყნის ისტორია ბევრ უცხოელ მეცნიერ-მკვლევარს იზიდავს. არც სამხედრო ისტორიკოსებისთვის არის გამონაკლისი. ჩინეთის მდიდარი სამხედრო ისტორია საშუალებას იძლევა უამრავი საინტერესო ფაქტის გამოკვლევისა. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ სუნ-ძის, ლეგენდარული სამხედრო მოღვაწისა და გენიალური წიგნის – “ომის ხელოვნების” ავტორის ქვეყანაა.

პრეტორიანული გვარდია


რომის იმპერიის არმია მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და წარმატებულ სამხედრო ძალად ითვლება, რომლის წყალობითაც რომმა დიდი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, გაავრცელა რომაული კულტურა, ენა და ტრადიციები, ცივილიზაცია შეიტანა ევროპაში, აზიასა და აფრიკის ნაწილში, ააგო გზები, აკვედუკები და სხვა ცივილური ნაგებობები. ყველაფერი ეს რომაული სამხედრო ძალის მოქმედებას უკავშირდება. ომის დროს რომაელები მტერს ებრძოდნენ და იმარჯვებდნენ, მშვიდობიანობისას კი ეს სასტიკი მეომრები მშენებლებად და რომაული კულტურის გამავრცელებლებად გვევლინებოდნენ.

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი


ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც სმენია საფრანგეთის უცხოური ლეგიონის შესახებ, ზოგიერთ ალბათ უნახავს ფილმები, წაუკითხავს წიგნები ამ ცნობილი სამხედრო რაზმის ისტორიასა და მის თანამედროვე მდგომარეობაზე. ვფიქრობ საინტერესო თემაა და მინდა სწორედ საფრანგეთის არმიის ამ განსაკუთრებულ შენაერთზე გესაუბროთ.