„ფორტიფიკაციები და საალყო საქმე ციხესიმაგრე არის არა მხოლოდ დაცული ადგილი, არამედ აქტიური თავდაცვითი სტრატეგიული ცენტრი, სადაც გარნიზონი დაცულია მოულოდნელი თავდასხმისა და მტრის ჭარბი ძალების შემოტევისგან. ეს არის ბაზა, საიდანაც შეუძლიათ დაამყარონ სამხედრო კონტროლი ინტერესის არეალში,"
ჯონ კიგანი
„ომის ხელოვნების უმაღლესი გამოვლინება მტრის გეგმებზე თავდასხმაა; ამას მოსდევს მის კავშირებზე თავდასხმა; შემდეგია მის არმიაზე თავდასხმა; და უმდაბლესი გამოვლინებაა მის გამაგრებულ ქალაქებზე თავდასხმა."
სუნ-ძი
ანტიკური ხანა, განსაკუთრებით კი შუა საუკუნეები, ფორტიფიკაციებისა და საალყო ბრძოლების პერიოდია. ამ დროს ჰქონდა თავდაცვითი ტიპის არქიტექტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამას მოხერხებულად იყენებდნენ მეფეები და ფეოდალები, რომლებიც თავიანთი ძალაუფლების გასამყარებლად და სამფლობელოების დასაცავად ქვისა თუ ხის, მიწაყრილითა და თხრილით გარშემორტყმულ, საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებდნენ.











