ბელგები


ბელგები(ლათ. Belgae ) – ჩრდილოეთ გალიაში(მდინარე სენას, ჩრდილოეთის ზღვასა და რაინს შორის) და ბრიტანეთის დასავლეთ სანაპიროებზე მოსახლე კელტური ტომი(დაახლ. ძვ.წ 300 წლიდან).
იულიუს კეისარი გალიის ომებში წერს: “გალია სამ ნაწილად იყოფა. ერთ ნაწილში ბელგები ცხოვრობენ, მეორეში – აქვიტანები, მესამეში – ის ტომები, რომელთაც მათსავე ენაზე კელტები ეწოდებათ, ჩვენებურად კი – გალები”.

ბელგური ტომებიდან ყველაზე მნიშვნელოვნები იყვნენ: ბელოვაკები, სვესონები, რემები, ამბიანები, ატრებატები, მორინები, მენაპიელები, ნერვიელები, ადუატუკები, ებურონები და ტრევირები.
ბელგების მთავარ ქალაქად ითვლებოდა დუროცერტორუმი, რომელიც რემების მიწაზე მდებარეობდა(მათი სახელწოდების მიხედვით ახლა ამ ქალაქს რეიმსი ეწოდება).

ძვ.წ 58-51 წლებში ბელგები გაიუს იულიუს კეისარმა დაიპყრო. ძვ.წ 16 წლისთვის ბელგების მიწა რომის იმპერიის ჩრდილოეთით, ყველაზე დაშორებული პროვინცია გახდა. მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი რომაულ პროვინცია ბელგიკაში შევიდა(ცენტრალური ქალაქი –ტრირი), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი – პროვინცია ქვემო გერმანიაში(ეს პროვინცია უფრო გვიან, ახ.წ 89 წელს დაარსდა).
ახ.წ I საუკუნის შუა ხანებში რომაელებმა სრულიად დაასრულეს ყველა კელტური ტომის დაპყრობა, მათ შორის ბელგებისა და ბრიტანელებისაც.
მე-5 საუკუნეში, ბელგების მიერ ფრანკების დაპყრობის შემდეგ, დამპყრობლებმა ნელ-ნელა გაანადგურეს ამ გალური ტომის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი მათ შეერია და ფრანკებად ჩამოყალიბდა. ამ ტერიტორიაზე ჩამოსახლდნენ საქსები და ფრიზებიც. ბელგურ-რომაული პროვინცია მთლიანად გერმანულად ჩამოყალიბდა, ხოლო სამხრეთ ნაწილში ბელგების ნაწილმა, ვალონებმა მოახერხეს თავიანთი კულტურისა და ტრადიციების შემონახვა და გერმანიზაციისგან თავის დაცვა.
                                                                                               ნიკა ხოფერია