Showing posts with label ღონისძიებები. Show all posts
Showing posts with label ღონისძიებები. Show all posts

სამხედრო ისტორია და ისტორიული წყაროები (საჯარო ლექცია)

ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, პროექტის "შეხვედრები ახალგაზრდა მეცნიერებთან" ფარგლებში, 8 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D505 აუდიტორიაში, მოხსენებას წაიკითხავს ნიკა ხოფერია, ლექციის თემა: "სამხედრო ისტორია და ისტორიული წყაროები"

ნიკა ხოფერია გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტი, მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორის კონფერენციაში და გამოცემული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამრთი ჭავჭავაძის 32
D კორპუსი, 505 აუდიტორია

ნაპოლეონის მარშლები



დავუ, მასენა, ლანი, ბერტიე, ნეი... ეს სახელები ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლოებად იქცნენ. იმპერიის პერიოდში ნაპოლეონმა სულ 26 მარშალი დანიშნა. მათ ცხოვრება ქაოტურ, ომითა და სისხლისღვრით აღსავსე წლებში გაატარეს. ყველამ დიდების მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთ ადრევე დაიღუპა, ზოგმა კი დიდხანს იცოცხლა და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში შემდგომში მომხდარ მასშტაბურ მოვლენებში.
ამ გამოცემით, ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს მარშლების საინტერესო და დრამატული მომენტებით აღსავსე ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

-----
წიგნი აშშ-ში გამოიცა. წიგნის შეძენა (გამოწერა) შესაძლებელია შემდგომ მისამართებზე: 

ნიკა ხოფერიას საჯარო ლექცია „ბრძოლა პეტრასათვის (535-551)"



 29 ნოემბერს, 18:00-ზე საქართველოს ეროვნულ არქივში (მის. ვაჟა-ფშაველას #1) საჯარო ლექციას თემაზე: „ბრძოლა პეტრასთვის (535-551 წწ.) და გვიანანტიკური ხანის საალყო ხელოვნება“, წაიკითხავს ნიკა ხოფერია.

ლაზიკის (ეგრისის) ომი ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ სპარსეთს შორის გვიანანტიკური ხანის სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ისტორიული მოვლენაა. ლაზიკის ომი 21 წელიწადი გაგრძელდა და ის ძირითადად ლაზიკის სამეფოში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომში მონაწილეობა მიიღო მრავალმა ბიზანტიელმა და ირანელმა მხედართმთავარმა და გაიმართა სხვადასხვა კატეგორიის ბრძოლა: საალყო თუ საველე, შესაბამისად, ლაზიკის ომი სამხედრო ისტორიკოსებისთვის საინტერესო მასალას იძლევა. ლაზიკის ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა ციხე-ქალაქ პეტრას გარშემო. პეტრა ლაზიკაში ბიზანტიელთა სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი და ლაზიკის გასაღები იყო. ლაზიკის ომში გამართულ ბრძოლებს შორის, პეტრას გამორჩეული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ მისი ხანგრძლივობით, არამედ საბრძოლო მოქმედებათა სიმძაფრითა და საალყო მეთოდთა მრავალფეროვნებით. ლექციაში მიმოხილული იქნება ციხე-ქალაქ პეტრას სტრატეგიული მნიშვნელობა, ეკონომიკური ფუნქცია, დაარსების ისტორია და გვიანანტიკური სამხედრო-საალყო ხელოვნება პეტრას ალყის მიხედვით. დასწრება თავისუფალია

ორი პოდკასტი გვიანანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიაზე

1. პოდკასტი შუა საუკუნეების მითებსა და სინამდვილეზე:


2. პოდკასტი გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორიაზე:

ომი და სამხედრო ხელოვნება ბიბლიაში

პარასკევს, 29 მარტს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 317 აუდიტორიაში, 18:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "ომი და სამხედრო ხელოვნება ბიბლიაში". ლექციას წაიკითხავს "ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედიის" ავტორი ნიკა ხოფერია.

მოგზაურობა ფანასკერტელთა ისტორიულ მხარეში



დღევანდელი ქარელის რაიონის სამხრეთ ნაწილი გვიანდელ შუა საუკუნეებში ერთ-ერთ უძლიერეს ქართულ ფეოდალურ გვარს - ფანასკერტელ-ციციშვილებს ეკუთვნოდათ. აქ იკრიბებოდა ამ მხარის სადროშო, რომელიც მეფის არმიის ცენტრალურ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში - ქართლის ლაშქარში ირიცხებოდა. ფანასკერტელები ამ ტერიტორიებზე XV საუკუნიდან გამოჩნდნენ. ზაზა ფანასკერტელმა ჯაყელებთან უთანხმოების გამო დატოვა სამხრეთ საქართველო და მეფისგან საგამგებლოდ ძამის ხეობა და შიდა ქართლის ზოგიერთი სხვა მხარე მიიღო(ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქვახვრელი, უფლისციხე, კარალეთი, ძამის ციხე და ყინწვისისა და სამწევრისის ეკლესიები). იგი დასახლდა და განავითარა დღევანდელ სოფელ ორთუბანში მდებარე ციხე-დარბაზი.

რუსტამ რაზას მემუარები


ნაპოლეონის მამლუქის, რუსტამ რაზას მემუარები. ბლოგის ადმინისტრატორი რუსთავი2-ს ობიექტივში 

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია


ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია ეხება ახალი და უმთავრესად ძველი აღთქმის პერიოდის ისტორიას, რომელიც ასახულია ბიბლიაში. წიგნში განხილულია უძველესი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამხედრო–პოლიტიკური მდგომარეობა, სისხლისმღვრელი ომები, იმპერიათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. თუმცა, გარდა ამისა, მკითხველი აღმოაჩენს უამრავ საინტერესო ცნობას ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების, მეფეებისა და სარდლების შესახებ. შეიტყობს როგორ იყო გამაგრებული პალესტინის ქალაქები, რომელი იარაღით იბრძოდნენ ასურელები, რა სტრატეგიით მოახერხა მოსემ ეგვიპტელებისაგან თავის დაღწევა, სად მოხდა რეფიდიმის ცნობილი ბრძოლა და ა.შ. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის, გეოგრაფებისთვის და სამხედრო პირებისთვის, ასევე ბიბლიით დაინტერესებულთათვის.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის"(აღმაშენებლის №121, იოსებიძის №49,  რუსთაველის №40/1, რობაქიძის №7, ბახტრიონის №12, ს.ც ”თბილისი ცენტრალი” III სართული, გლდანი ა მ/კ 1კვ №50, ვაჟა-ფშაველას № 47, კოსტავას № 47), საქართველოს ფოსტისა და PRESS ჯიხურებში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია "ლიგამუსში", ენ-ჯი-ემ გრუპის(წინამძღვრიშვილის 119), "პარნასის"(ჭავჭავაძის გამზირი 22, 0179 თბილისი,   ლესელიძის 33, თბილისი) ,"ლატერნასა"(თბილისი, რუსთაველის N16, თბილისი, ბუდაპეშტის N3ა, თბილისის, ფალიაშვილის N80) და "პლანეტა-ფორტეს" ქსელში. 

”ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედიის” პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში


2 დეკემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკა ხოფერიას წიგნის ”ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია” პრეზენტაცია გაიმართა.