”ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედიის” პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში


2 დეკემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკა ხოფერიას წიგნის ”ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია” პრეზენტაცია გაიმართა.

”ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია” არის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც ეხება ბიბლიური ეპოქის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების კვლევას. იგი არის ბიბლიაში აღწერილი სამხედრო თემების ერთგვარი საძიებელი. საქართველოში ამ თემაზე დაწერილი წიგნი პირველად გამოვიდა და ისტორიკოსთა, თეოლოგთა, გეოგრაფთა, სამხედრო პირთა დიდ ინტერესს იწვევს. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ბიბლია, ძველი ახლო აღმოსავლეთი, ომებისა და ბრძოლების ისტორია.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილ იქნა ქართველ იარაღის მჭედელთა საუკეთესო ნამუშევრები.
http://www.nplg.gov.ge/
http://pirweli.com.ge/
http://news.boom.ge/


საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის ,,ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორი 17 წლის, მეთორმეტე კლასელი ნიკა ხოფერიაა, რომელიც ბიბლიურ ხანას იკვლევს, დაინტერესებულია ნაპოლეონის ეპოქითა და საქართველოს სამხედრო ისტორიით.

როგოც მან ,,მედიანიუსს“ განუცხადა, წიგნის დაწერის იდეა სამი წლის წინ გაუჩნდა მაშინ, როდესაც საპატრიარქოს ბიბლიის შემსწავლელ კონკურსში მონაწილეობდა. წიგნში ბიბლია სამხედრო თვალსაზრისითაა განხილული.

წიგნში ბიბლიაში აღწერილი ყველ სამხედრო მოვლენა და მთავარსარდლების შესახებ ინფორმაცია მეცნიერულად არის განამარტებული.

იგი შექმნილია იმისთვის, რომ მკითხველმა ბიბლიის წაკითხვის შემდეგ მოიძიოს ინფორმაცია ამა თუ იმ საბრძოლო იარაღზე, მთავრსარდლებზე და ა.შ.

,,ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ორიგინალური იდეაა. ამერიკაში, ევროპასა და ისრაელში ამ წიგნს რამდენიმე ანალოგი აქვს, თუმცა საქართველოსა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში არა. წიგნში მოცემულია ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია, ასევე ინფორმაცია აზიის, აფრიკისა და ევროპის ძველ ხალხებზე _ ეგვიპტელებზე, ეთიოპიელებზე და ა.შ.“, _ განაცხადა ავტორმა.

http://medianews.ge/