ბრძოლა აუერშტადტთან
იმ დროისთვის, როდესაც ნაპოლეონმა იენადან გამოიყვანა სულტის, ლანის, ოჟეროს, ნეის, მიურატის და საიმპერატორო გვარდიის შენაერთები, პრუსიის მეფის ძირითადი არმია, რომელსაც ჰერცოგი კარლ ბრაუნშვაიგი მეთაურობდა, ვაიმარიდან ნაუმბურგისკენ დაიძრა. პრუსიელებმა ღამე აუერშტადტთან გაათიეს, ფრანგებისაგან(მარშალ დავუს და მარშალ ბერნადოტის კორპუსები) საკმაოდ მცირე მანძილით დაშორებულებმა. ნაპოლეონმა დავუს და ბერნადოტს უბრძანა გადაელახათ ზაალი და მთავარ ძალებს შეერთებოდნენ.
დავუმ ეკარტსბერგის მიმართულება აირჩია, ბერნადოტმა დორნბურგის. III კორპუსის სარდლის, მარშალ დავუს გზა პრუსიელთა მთავარმა ძალებმა მოუჭრეს, რომელთან ერთად იყო მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ III, ჰერცოგი ბრაუნშვაიგი და ფელდმარშლები ვიჰარდ ფონ მელენდორფი და ფრიდრიხ ფონ კალკროიტი. დავუს აზრით მის წინააღმდეგ პრუსიელთა სრული ძალები არ იდგნენ. მარშალი დარწმუნებული იყო, რომ მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმი ძირითადი ძალებით ბონაპარტისკენ დაიძვრებოდა. ასევე დავუ არც იმაში იყო გარკვეული რა მანძილით იყვნენ პრუსიელები დაშორებულები მის კორპუსს, თუმცა მიიღო ზუსტი გადაწყვეტილება, ღამით დაეკავებინა კარგი პოზიციები კოზენთან. უნდა ითქვას, რომ ვერც ჰერცოგმა ბრაუნშვაიგმა და ვერც მეფემ ვერ შეაფასეს კოზენის პოზიციების მნიშვნელობა და არ დაიკავეს ეს ადგილი, დაუშვეს რა ანალოგიური შეცდომა, რაც თავადმა ჰოჰენლოემ, რომელმაც ლანდსგრაფენბერგის მაღლობი დატოვა უყურადღებოდ იენასთან.
მოგვიანებით ამ ძალებს შეუერთდნენ გებჰარდ ლიბერეხტ ფონ ბლიუხერის(ამ დროისთვის გენერალ-ლეიტენანტის) ნაწილები. პრინცი ვიურტემბერგელის სარეზერვო კორპუსმა, რომელშიც 15 ათასი ჯარისკაცი შედიოდა, ძირითად ძალებთან შეერთება ძალიან გვიან მოახერხა და ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუ ბლიუხერის ნაწილებს არ ჩავთვლით, აუერშტადტთან სულ დაახლოებით 36 500 ქვეითი და 11 500 კავალერისტი პრუსიელი იბრძოდა, ასევე 15 საარტილერიო ბატარეა.
ჰერცოგ ბრაუნშვაიგის არმია ასე გამოიყურებოდა აუერშტადტთან
მარშალ დავუს მეთაურობის ქვეშ ეს ძალები იდგნენ
ბრძოლაში მონაწილეობა მხოლოდ მესამე კორპუსმა მიიღო, ხოლო ბერნადოტი როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც იმპერატორს დაეხმარა და არც დავუს. ასეთ შემთხვევაში პრუსიელებს აუერშტადტთან თითქმის ორჯერ მეტი ძალა ჰყავდათ ვიდრე ფრანგებს.
ნაუმბურგისკენ დავუს კორპუსის მარშის დროს, ავანგარდი, გენერალ გიუდენის მეთაურობით დილის 7 საათისთვის შეაჩერა პოპელთან პრუსიულმა კავალერიამ, რომელსაც ეხმარებოდა არტილერიაც. გიუდენმა სასწრაფოდ მიიღო ზომები და თავისი ქვეითები კარედ განალაგა. როდესაც ნისლი გაიფანტა, მათ დაინახეს მოწინააღმდეგის ცხენოსნები დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით. გიუდენმა დრო არ დაკარგა და ცეცხლი გახსნა, რითაც პრუსიული არტილერია და კავალერია აიძულა უკან დაეხიათ. როგორც კი დავუმ შეიტყო ამის შესახებ, გიუდენს უბრძანა ჰასენჰაუზენში გამაგრებულიყო. ბრძოლის ამ უბანზე ფრანგთა წინააღმდეგ გენერალ ფონ შმეტაუს დივიზია მოქმედებდა. პრუსიელთა ამ შენაერთში თითქმის 12 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა. შმეტაუს დავალებული ჰქონდა შეეჩერებინა დავუს მოძრაობა კოზენისკენ. სანამ ეს პრუსიელი გენერალი ჰასენჰაუზენზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, მის მარცხენა ფლანგზე კავალერიის დიდი შენაერთი გამოჩნდა ბლიუხერის მეთაურობით. ორი პრუსიელი გენერლის კორდინირებულმა შეტევამ აიძულა გიუდენი ჰასენჰაუზენში დარჩენილიყო. დილის ცხრის ნახევარზე ბრაუნშვაიგის არმიას შეუერთდა ფონ ვარტენსლებენის დივიზია (11 ათასი ჯარისკაცი), რომლის ქვეითებს დაევალათ მარცხენა ფლანგის, ხოლო კავალერიას მარჯვენა ფლანგის გამაგრება. 9 საათზე გიუდენის დასახმარებლად კავალერია მოვიდა, ხოლო 10-ს ნახევარზე გენერალ ფრიანის დივიზია 12 ფუნტიანი ზარბაზნებით. ეს ძალები გიუდენის მარჯვნივ გამაგრდნენ. ბლიუხერმა ვერ დაინახა ბრძოლის გაგრძელების სხვა ვარიანტები და თავის კავალერიას უბრძანა გიუდენისა და ფრიანის დივიზიების თავს დასხმოდნენ. ამავე დროს შეტევაზე გადავიდა ჰერცოგ ბრაუნშვაიგის ორი პოლკი, თუმცა ორივე იერიში ფრანგებმა საკმაოდ ადვილად მოიგერიეს.
10 საათზე ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა ბრძანება მისცა მთელ თავის ძალებს, შეეტიათ ჰასენჰაუზენის მიმართულებით ფრანგებისათვის. მალე თავად ჰერცოგი მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გასაყვანი გახდა. გენერალი ფონ შმეტაუც დაიჭრა. პრუსიელთა არმიის ორი მეთაურის სასიკვდილოდ დაჭრამ ჯარის ორგანიზება მთლიანად მოშალა.
კლაუზევიცი წერს: “ყველაზე მეტად დაზარალდა შმეტაუს დივიზია, რადგან ის ბრძოლაში ადრე ჩაება და სოფლებს გადააწყდა. დივიზია მნიშვნელოვნად შესუსტებული იყო, როცა მოწინააღმდეგის მხედრობა გამოჩნდა. მტრის ცხენოსანმა არმიამ მარცხენა ფრთას შეუტია და მთელი დივიზია უკუაგდო ისე, რომ მან ვარტენსლებენის დივიზიასთან ერთად სწორი კუთხე წარმოქმა. ამასთანავე, ორანელის დივიზიის მოსვლამდე ჰერცოგი სასიკვდილოდ დაიჭრა”.
პრუსიელები საშინელ დღეში ჩავარდნენ. ოსვალდისა და პრინცი ორანელის(ჰოლანდიის მომავალი მეფე ვილემ I) ქვეითი ჯარი მხოლოდ 11-ს ნახევარზე ჩაერთო ბრძოლაში. ამ მომენტში მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმმა მიიღო თავისი ერთადერთი გადაწყვეტილება – გაეყო ეს ძალები ორ ფლანგად. გენერალ მორანის დივიზია კი დავუმ გიუდენის დასახმარებლად ჩართო ბრძოლაში. როდესაც მარშალმა შეამჩნია, რომ პრუსიელთა ძალები დეორგანიზებულნი იყვნენ, არეულად მოქმედებდნენ და გადაადგილებებს აკეთებდნენ, 11 საათზე უბრძანა თავის არმიას, კონტრშეტევაზე გადასულიყო. ფრანგთა იერიშის შედეგად პრუსიელთა ცენტრი მთლიანად განადგურდა და ლისბახისკენ იქნა უკუგდებული, ბლიუხერის კავალერიაც მას მიჰყვა, ხოლო ფონ ვარტესლებენი ჯერ კიდევ ცდილობდა ჯარის გადაჯგუფებას. მოხუცი მელენდორფი და სხვა სარდლებიც ვერაფერს ახერხებდნენ. პრუსიის მეფე მიხვდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო და საყოველთაო უკანდახევა გამოაცხადა. მარშალი დავუ, რომელიც ბრძოლის ველზე მოქმედებების დაწყების მომენტიდან იდგა, დადიოდა რაზმიდან რაზმში და ამხნევებდა თავის მეომრებს . მან ამ ბრძოლაში გამოავლინა დიდი სამხედრო ნიჭი და სიმამაცე, რის გამოც შემდეგში ნაპოლეონმა მას აუერშტადტის ჰერცოგი უწოდა.
1806 წლის კამპანიაში თავი მხოლოდ მარშალმა ბერნადოტმა შეირცხვინა, რომელიც თავისი I კორპუსით არც დავუს დაეხმარა, არც ნაპოლეონს. შვედეთის მომავალმა მეფემ მარშალი დავუ მასზე რაოდენობრივად ბევრად აღმატებულ მტერთან მარტო დატოვა.
რა უნდა ექნათ ბერნადოტისთვის? ბერნადოტი უნდა დაეკავებინათ და სამხედრო-საველე სასამართლოსთვის გადაეცათ დასასჯელად. ეს მოხდებოდა კიდეც ნაპოლეონს რომ ეს ბრძანება არ გაეუქმებინა. ბერნადოტი ნაპოლეონის ძმის, ჟოზეფის ცოლის დის და იმპერატორისავე ძველი სიყვარულის ქმარი გახლდათ. ნაპოლეონს არ სჭირდებოდა საოჯახო პრობლემები. უფრო კარგი იქნებოდა მიეცა ბერნადოტისთვის კიდევ ერთი შანსი.
ბრძოლაში მონაწილეობა მხოლოდ მესამე კორპუსმა მიიღო, ხოლო ბერნადოტი როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც იმპერატორს დაეხმარა და არც დავუს. ასეთ შემთხვევაში პრუსიელებს აუერშტადტთან თითქმის ორჯერ მეტი ძალა ჰყავდათ ვიდრე ფრანგებს.
ნაუმბურგისკენ დავუს კორპუსის მარშის დროს, ავანგარდი, გენერალ გიუდენის მეთაურობით დილის 7 საათისთვის შეაჩერა პოპელთან პრუსიულმა კავალერიამ, რომელსაც ეხმარებოდა არტილერიაც. გიუდენმა სასწრაფოდ მიიღო ზომები და თავისი ქვეითები კარედ განალაგა. როდესაც ნისლი გაიფანტა, მათ დაინახეს მოწინააღმდეგის ცხენოსნები დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით. გიუდენმა დრო არ დაკარგა და ცეცხლი გახსნა, რითაც პრუსიული არტილერია და კავალერია აიძულა უკან დაეხიათ. როგორც კი დავუმ შეიტყო ამის შესახებ, გიუდენს უბრძანა ჰასენჰაუზენში გამაგრებულიყო. ბრძოლის ამ უბანზე ფრანგთა წინააღმდეგ გენერალ ფონ შმეტაუს დივიზია მოქმედებდა. პრუსიელთა ამ შენაერთში თითქმის 12 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა. შმეტაუს დავალებული ჰქონდა შეეჩერებინა დავუს მოძრაობა კოზენისკენ. სანამ ეს პრუსიელი გენერალი ჰასენჰაუზენზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, მის მარცხენა ფლანგზე კავალერიის დიდი შენაერთი გამოჩნდა ბლიუხერის მეთაურობით. ორი პრუსიელი გენერლის კორდინირებულმა შეტევამ აიძულა გიუდენი ჰასენჰაუზენში დარჩენილიყო. დილის ცხრის ნახევარზე ბრაუნშვაიგის არმიას შეუერთდა ფონ ვარტენსლებენის დივიზია (11 ათასი ჯარისკაცი), რომლის ქვეითებს დაევალათ მარცხენა ფლანგის, ხოლო კავალერიას მარჯვენა ფლანგის გამაგრება. 9 საათზე გიუდენის დასახმარებლად კავალერია მოვიდა, ხოლო 10-ს ნახევარზე გენერალ ფრიანის დივიზია 12 ფუნტიანი ზარბაზნებით. ეს ძალები გიუდენის მარჯვნივ გამაგრდნენ. ბლიუხერმა ვერ დაინახა ბრძოლის გაგრძელების სხვა ვარიანტები და თავის კავალერიას უბრძანა გიუდენისა და ფრიანის დივიზიების თავს დასხმოდნენ. ამავე დროს შეტევაზე გადავიდა ჰერცოგ ბრაუნშვაიგის ორი პოლკი, თუმცა ორივე იერიში ფრანგებმა საკმაოდ ადვილად მოიგერიეს.
გებჰარდ ბლიუხერი
10 საათზე ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა ბრძანება მისცა მთელ თავის ძალებს, შეეტიათ ჰასენჰაუზენის მიმართულებით ფრანგებისათვის. მალე თავად ჰერცოგი მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გასაყვანი გახდა. გენერალი ფონ შმეტაუც დაიჭრა. პრუსიელთა არმიის ორი მეთაურის სასიკვდილოდ დაჭრამ ჯარის ორგანიზება მთლიანად მოშალა.
პრუსიელები საშინელ დღეში ჩავარდნენ. ოსვალდისა და პრინცი ორანელის(ჰოლანდიის მომავალი მეფე ვილემ I) ქვეითი ჯარი მხოლოდ 11-ს ნახევარზე ჩაერთო ბრძოლაში. ამ მომენტში მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმმა მიიღო თავისი ერთადერთი გადაწყვეტილება – გაეყო ეს ძალები ორ ფლანგად. გენერალ მორანის დივიზია კი დავუმ გიუდენის დასახმარებლად ჩართო ბრძოლაში. როდესაც მარშალმა შეამჩნია, რომ პრუსიელთა ძალები დეორგანიზებულნი იყვნენ, არეულად მოქმედებდნენ და გადაადგილებებს აკეთებდნენ, 11 საათზე უბრძანა თავის არმიას, კონტრშეტევაზე გადასულიყო. ფრანგთა იერიშის შედეგად პრუსიელთა ცენტრი მთლიანად განადგურდა და ლისბახისკენ იქნა უკუგდებული, ბლიუხერის კავალერიაც მას მიჰყვა, ხოლო ფონ ვარტესლებენი ჯერ კიდევ ცდილობდა ჯარის გადაჯგუფებას. მოხუცი მელენდორფი და სხვა სარდლებიც ვერაფერს ახერხებდნენ. პრუსიის მეფე მიხვდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო და საყოველთაო უკანდახევა გამოაცხადა. მარშალი დავუ, რომელიც ბრძოლის ველზე მოქმედებების დაწყების მომენტიდან იდგა, დადიოდა რაზმიდან რაზმში და ამხნევებდა თავის მეომრებს . მან ამ ბრძოლაში გამოავლინა დიდი სამხედრო ნიჭი და სიმამაცე, რის გამოც შემდეგში ნაპოლეონმა მას აუერშტადტის ჰერცოგი უწოდა.
მარშალი ჟან-ბაპტისტ ჟიულ ბერნადოტი
1806 წლის კამპანიაში თავი მხოლოდ მარშალმა ბერნადოტმა შეირცხვინა, რომელიც თავისი I კორპუსით არც დავუს დაეხმარა, არც ნაპოლეონს. შვედეთის მომავალმა მეფემ მარშალი დავუ მასზე რაოდენობრივად ბევრად აღმატებულ მტერთან მარტო დატოვა.
რა უნდა ექნათ ბერნადოტისთვის? ბერნადოტი უნდა დაეკავებინათ და სამხედრო-საველე სასამართლოსთვის გადაეცათ დასასჯელად. ეს მოხდებოდა კიდეც ნაპოლეონს რომ ეს ბრძანება არ გაეუქმებინა. ბერნადოტი ნაპოლეონის ძმის, ჟოზეფის ცოლის დის და იმპერატორისავე ძველი სიყვარულის ქმარი გახლდათ. ნაპოლეონს არ სჭირდებოდა საოჯახო პრობლემები. უფრო კარგი იქნებოდა მიეცა ბერნადოტისთვის კიდევ ერთი შანსი.
მიზეზები და შედეგები
იენა-აუერშტადტის ბრძოლების შედეგად სამარცხვინოდ განადგურდა მთელი პრუსიის არმია, დაიღუპა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი, ტყვედ ჩავარდა თითქმის 18 000, 20 გენერალი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა, არტილერიის უდიდესი ნაწილი ფრანგებს ჩაუვარდათ ხელში. 27 ოქტომბერს, იენის კატასტროფიდან ორი კვირის შემდეგ იმპერატორი ნაპოლეონი ტრიუმფით შევიდა ბერლინში თავის ოთხ მარშალთან და დიდი არმიის ელიტურ რაზმებთან ერთად. პრუსიელთა მორალური მდგომარეობა იმდენად ცუდი გახლდათ, რომ 8 ნოემბერს ფრანგებს უომრად დანებდა შესანიშნავი, საუკეთესოდ გამაგრებული და მომარაგებული პრუსიული ციხე-სიმაგრე მაგდებურგი. ამას გარდა 1806 წლის 15 ოქტომბრიდან – 1807 წლის 5 იანვრამდე ფრანგებს დანებდა შემდეგი სიმაგრეები: ერფრუტი, შპანდაუ, შტეტინი, კიუსტრინი, ჩენსტოხოვი, ხამელნი, ფორტ პლასენბურგი, გლოგაუ და ბრესლაუ. პრუსია დაეცა. 1806 წლის კამპანიაში ფრანგთა გამარჯვება სრული, გამანადგურებელი და ულაპარაკო იყო. პრუსიის მმართველობამ, გენერალიტეტმა და ხალხმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია ევროპის ახალ, დიად დამპყრობელს. თვითონ ნაპოლეონის სიტყვების მიხედვით, იენა მისთვის მესამე ყველაზე ბედნიერი დღე იყო მარენგოსა (1800, ავსტრიელთა დამარცხება) და აუსტერლიცის (1805, მესამე კოალიციის განადგურება) შემდეგ.
როგორც შემდეგ კარლ ფონ კლაუზევიცმა აღნიშნა, “პრუსია თავისი სახელმწიფო წყობის გამო დაიღუპა”. არმიის დეგრადაციამ კიდევ უფრო მანკიერი ფორმები მიიღო, ვიდრე ეს სახელმწიფო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობის შემთხვევაში იყო – ის ძალაგამოცლილ, მოდუნებულ ორგანიზმად იქცა.
თავად მთავრობა, ე.ი სახელმწიფო მანქანის უმაღლესი ხელმძღვანელობა, ე.წ. “კაბინეტური” ტიპისა იყო. მისი შემოღება, უმთავრესად, ფრიდრიხ დიდის სახელს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ მისი მამა მინისტრებთან ასე თუ ისე მაინც თანამშრომლობდა, ფრიდრიხ დიდს კი ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ამის
მიზეზი ის იყო, რომ ფრიდრიხ დიდს, როგორც დიქტატორს, ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით, მათი რჩევა იშვიათად სჭირდებოდა. როგორც წესი, თავის გადაწყვეტილებებს მათ წერილობითი ფორმით აცნობებდნენ ხოლმე. ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ მის მიერ იყო მიღებული და ჩვეულებრივ, მცირესიტყვიანი ფორმით ჩამოყალიბებული. ამ პროცესში იგი არა მინისტრთა რჩევებს, არამედ უბრალო მდივანს საჭიროებდა; ამდენად, მისი მეფობისას, კაბინეტურ მრჩევლებზე საუბარიც არ იყო.
ყრმობის წლებიდან მკაცრი პრინციპებითა და სერიოზულობით გამორჩეული ფრიდრიხ ვილჰელმ III საკუთარი და სხვისი ძალებისადმი ზედმეტი უნდობლობით იყო განსმჭვალული. მასში ჭარბობდა ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი ცივი სკეპტიციზმი, რომელიც ინიციატივას, ენთუზიაზმსა და ყოველგვარ შემოქმედებით შემართებას ანელებდა. მისი ცივი, გამჭრიახი გონება და ეჭვიანობისკენ დაუძლეველი მიდრეკილება მხოლოდ ერთ რამეში – ადამიანთა სისუსტეების აღმოჩენაში გაიწაფა. ყოველივე ამან მასში ხალხისადმი თითქმის მძულვარებამდე მისული უნდობლობა გამოიწვია”. ევგენი ტარლე სწორად აღნიშნავს: “პრუსიის სათავეში იდგა მეფე, რომელიც თავს იწონებდა იმით, რომ იგი ბრანდენბურგის პირველი აზნაური და მემამულე იყო; საფრანგეთის სათავეში იდგა დიქტატორი, რომელიც თავის ერთ-ერთი ძირითად ამოცანად ისახავდა ძლიერი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მქონე დამოუკიდებელი ნაციონალური სახელმწიფოს განვითარებას და კერძო საკუთრების პრინციპის აბსოლუტურად სრულ გატარებას”. ფრიდრიხ-ვილჰელმ III-ს ფეოდალურმა სახელმწიფომ და ფრიდრიხ დიდის დროში ჩარჩენილმა მმართველობის ფორმამ მარცხი განიცადა და ვერ გაუძლო საფრანგეთის რევოლუციურ-ნოვატორული ძალებთან შეჯახებას. საფრანგეთი მაღალგანვითარებული, მძლავრი იმპერია იყო, რომელსაც სათავეში გენიალური სამხედრო მოღვაწე ედგა. “კორსიკელი ურჩხული”, როგორც მას ევროპაში უწოდებდნენ რიგ-რიგობით იპყრობდა საფრანგეთის მეზობელ სახელმწიფოებს და მიიწევდა კიდევ უფრო შორს. პრუსია მისი მორიგი მსხვერპლი შეიქნა. მიუხედავად მეფის სისუსტისა, პრუსიელებს ეიმედებოდათ თავიანთი არმიის, რომელიც დიდი ფრიდრიხის მიერ იყო დაარსებული, მაგრამ იმ დროისა აღარაფერი შერჩენოდა, ეიმედებოდათ თავიანთი მოხუცი, ძველი სამხედრო წესებით აღზრდილი სარდლებისა. ისინი ამაყობდნენ ფრიდრიხ დიდის შვიდწლიან ომში წარმატებით. იხსენებდნენ როსბახის ბრძოლას(1757), იმ დროს, როდესაც ფრანგებს სასტიკად ამარცხებდნენ და ვერ ითვალისწინებდნენ ულმისა და აუსტერლიცის(1805 წ. ფრანგების მიერ რუსეთ-ავსტრიის არმიების განადგურება) მაგალითებს. შედეგად მიიღეს ის, რაც იენა-აუერშტადტთან მოხდა, პრუსიის სრული განადგურება და დაპყრობა ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ. პრუსიის არმია სარკესავით ზუსტად ასახავდა სახელმწიფოს მთელ ბატონყმურ სტრუქტურას. ჯარისკაცი ყმა გლეხია, რომელიც მემამულის როზგების შემდეგ ოფიცრების ფუხტელებისა და შპიცრუტენების მსხვერპლი გახდა, მას სილის გაწვნით და პანღურით უმასპინძლდებოდა ყველა, ვინც კი მასზე მაღლა იდგა, დაწყებული ფელდფებელით; ის ვალდებული იყო მონურად დამორჩილებოდა უფროსებს, კარგად იცოდა, რომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რარიგ გაბედულად და წესიერად არ უნდა ებრძოლა. ოფიცერი მხოლოდ იმიტომაა ოფიცერი, რომ ის აზნაურია; იყვნენ ისეთი ოფიცრებით, რომლებიც თავს იწონებდნენ ჯარისკაცებისადმი მკაცრი მოპყრობით და სწორედ ესმიაჩნდათ ნამდვილ დისციპლინად. გენერლებად ხდებოდნენ ან უკვე სიბერეში, ან პროტექციითა და თავისი წარჩინებული გვარიშვილობით.
იენას შემდეგ პრუსიელებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებმაც გაანალიზეს მომხდარი საშინელება და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა აეღორძინებინათ პრუსიული სამხედრო ძალა ახლიდან. მოდერნიზაციის მსურველებს სათავეში ჩაუდგნენ პრუსიის ახალგაზრდა სამხედრო მOოღვაწეები კარლ ფონ კლაუზევიცი, ავგუსტ ფონ გნეიზენაუ და გერჰარდ ფონ შარნჰორსტი.
იენა-აუერშტადტთან ნაპოლეონმა თავის კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, დაეუფლა რა პრუსიის თითქმის ყველა მიწას და მთელი გერმანია საფრანგეთს დაუქვემდებარა. სამხედრო ისტორიაში იენა-აუერშტადტის ბრძოლები ითვლება მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება უკეთესი სამხედრო ტაქტიკის, გამოცდილებისა და კარგი მეთაურების მქონე არმიამ პირწმინდად მოსპოს და გაანადგუროს მოძველებული, თუმცა თავის დროზე ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკით აღჭურვილი თუნდაც მამაცი ჯარი, რომელსაც არცთუ გამოცდილი, მაგრამ გმირი მეთაურები სარდლობენ და თუ როგორაა შესაძლებელი ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში.

მაგდებურგი

დაჭრილი ბრაუნშვაიგის ჰერცოგის გამოყვანა ბრძოლის ველიდან

ნიკა ხოფერია
ბიბლიოგრაფია
კარლ ფონ კლაუზევიცი, ნაპოლეონი. 1806 წელი; ნაპოლეონი 1806 წლის ლაშქრობის შესახებ. თბილისი, 2007
ევგენი ტარლე, ნაპოლეონი. თბილისი, 1996.
1. Gregory Fremont-Barnes, Todd Fisher, The Napoleonic wars, the rise and fall of an empire. Oxford, 2004.
2. François Guy Hourtoulle; Andre ́ Jouineau. Jena, Auerstaedt: the triumph of the eagle (Paris, 1998).
3. J.Headly, Napoleon and his Marshals. New York, 1988.
4. Манфред А.З, Наполеон Бонапарт. Москва, 1987.
5. D.G Chandler, Jena 1806: Napoleon destroys Prussia. London, 1993.