უელინგტონის ჰერცოგი: ბრიტანეთის იმპერიის მახვილი (ნაწილი I)
ნაპოლეონი და თანამედროვე საფრანგეთი (ტიერი ლენცის ინტერვიუ Le Figaro-ში)
გთავაზობთ პოპულარულ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ საინტერესო ინტერვიუს ნაპოლეონის ცნობილ მკვლევართან, „ნაპოლეონის ფონდის" დირექტორთან, პროფესორ ტიერი ლენცთან. ინტერვიუ 2021 წლის აქტუალურ თემას, ნაპოლეონის გარდაცვალების 200 წლისთავის აღნიშვნის საკითხს ეხება. ინტერვიუში ჩანს ნაპოლეონის ეპოქის გააზრების პრობლემები თანამედროვე საფრანგეთში და პროფესიონალი მკვლევარის შეფასება.
ნაპოლეონი: 51 კითხვა და ამდენივე პასუხი
ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის განსაკუთრებულად გამორჩეული ისტორიული პერსონაა. კორსიკელი აზნაური, რომელიც ჯერ საფრანგეთის რევოლუციის გენერალი, შემდეგ კონსული, ბოლოს კი იმპერატორი გახდა; დიდი მხედართმთავარი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ევროპის ქვეყნების კოალიციებს; სამოქალაქო კოდექსის შემოქმედი და საფრანგეთის პირველი იმპერიის დამაარსებელი. მან ისეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა XIX საუკუნის პირველ მეოთხედში რომ ამ პერიოდს ნაპოლეონის ეპოქის სახელით მოიხსენიებენ. ნაპოლეონის როგორც ისტორიული ფიგურის პოპულარობა გამოწვეულია როგორც მისი გამორჩეული პირადი ნიჭითა და კოლორიტული ცხოვრებით, ისე ზოგადად ამ გარდამტეხი ისტორიული ეპოქით რომელმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებაში. დღემდე გრძელდება დავა ნაპოლეონის მემკვიდირეობაზე: იყო იგი რევოლუციის გადამრჩენელი თუ გამანადგურებელი; სისხლიანი დამპყრობელი და ტირანი თუ ეფექტური ადმინისტრატორი და რეფორმატორი? 2021 წელს შესრულდება ორასი წელი რაც ნაპოლეონი, 51 წლის ასაკში, გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე. ამ წიგნში მკითხველი გაეცნობა ნაპოლეონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დასმულ 51 საინტერესო კითხვა-პასუხს.
წიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა"(2020). არის სქელყდიანი და გამოცემულია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით. თან ერთვის მრავალი საინტერესო ილუსტრაცია.
წიგნის შეძენა შესაძლებელია გამომცემლობა „არტანუჯის" მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჯერჯერობით, მხოლოდ online, სანამ გაიხსნება წიგნის მაღაზიები). მალე შევა წიგნის მაღაზიათა სხვა ქსელებშიც.
ნაპოლეონი და ამერიკა
1799 წელს, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთის პირველი კონსული და საფრანგეთის, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე ორ ათეულ წელზე მეტს მოითვლიდა. ფრანგები ამერიკელებს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის ომის დროს ეხმარებოდნენ და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს მათ გამარჯვებაში ინგლისელებზე; 1783 წელს ბრიტანელებსა და ამერიკელებს შორის ზავი სწორედ პარიზში დაიდო. საფრანგეთის რევოლუციამ ფრანგულ-ამერიკული მეგობრობა საფრთხეში ჩააგდო.
ორი პოდკასტი ისტორიაზე
მეორე პოდკასტში, ისტორიკოსი თეოდორა ყარალაშვილი საუბრობს მონღოლებსა და საქართველოზე.
ნაპოლეონის მარშლები
პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე"
წარმოგიდგენთ პირველ ქართულ პოდკასტს ნაპოლეონის ეპოქის შესახებ!
პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:
ქართველები ნაპოლეონის ომებში (1803-1815)
„ბრძოლა ბრძოლაში" - შატო უგომონის დაცვა, 1815 წ. 18 ივნისი
ნაპოლეონი საფრანგეთში: რეფორმები კონსულატისა და იმპერიის ხანაში
დადგება დღე და ისტორია იტყვის, რა იყო საფრანგეთი, როცა მე ავედი ტახტზე და რად იქცა,როცა კანონები დავუწერე ევროპას.(1)
ნაპოლეონ ბონაპარტი
ვატერლოოს განტევების ვაცი: მარშალი ემანუელ გრუში (1766-1847 წწ.)
ვატერლოოს ბრძოლა, 18 ივნისი, 1815 წ.
წერილები 1812 წლის დიდი ომიდან
ნაწყვეტები წერილებიდან, რომლებიც ნაპოლეონის არმიის ოფიცრებმა გაგზავნეს რუსეთიდან საფრანგეთში 1812 წლის კამპანიის დროს (თარგმანი და კომენტარები - ნიკა ხოფერია)
ეს წერილები (1) შეიცავდა 1812 წლის კამპანიის მრავალ მნიშვნელოვან ცნობას, ოფიცრების მიერ თავიანთი ცოლებისა და ნათესავებისთვის გაგზავნილს, მაგრამ მათი მიწოდება შეაფერხეს, რადგან თვლიდნენ, რომ უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა საფრანგეთში, ნაპოლეონს კი არ სურდა რუსეთის მარცხიანი ლაშქრობის შესახებ ბევრი დეტალები გახმაურებულიყო.(2) თუმცა ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ფოსტაში არსებული პრობლემებიც იყო, განსაკუთრებით ლაშქრობის მეორე ნაწილში. როდესაც ნაპოლეონმა დატოვა რუსეთი, ოქტომბერსა და ნოემბერში დაწერილი წერილების უმეტესობა ჯერ კიდევ პოლონეთში იქნებოდა.
Retour des cendres
წმინდა ელენეს კუნძულის ტყვის გამონათქვამები
ნაპოლეონი ეგვიპტეში

ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში იყო ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა საფრანგეთის ახალ ისტორიაში. ფრანგ ვაჭრებს ბურბონების მეფობის დროიდან, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ლევანტის ქვეყნებთან (სირია, ეგვიპტე, პალესტინა), რაც ხელსაყრელი იყო საფრანგეთის ვაჭრობისა და მრეწველობისათვის. ლევანტი ”ბრწყინვალე პორტას” ანუ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ სულთნის გავლენა ძალიან იყო შესუსტებული ეგვიპტეში, სადაც ქვეყნის ფაქტიური გამგებლები მამლუქი ბეგები იყვნენ.
რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი
(1730 - 1800)
(სუვოროვის მოღვაწეობა და მისი კამპანიები)
ალექსანდრე ვასილის-ძე სუვოროვი დაიბადა მოსკოველი დიდებულის ოჯახში. მამამისი ვასილი ივანეს ძე სუვოროვი გენერალ-ანშეფი გახლდათ. ალექსანდრე სუვოროვი იზრდებოდა ისე, როგორც იმ პერიოდის დიდებულის ვაჟი. ვასილი სუვოროვის სახლში მშვენიერი საოჯახო ბიბლიოთეკა იყო და მომავალი ფელდმარშალი იქ თავისთვის ბევრ საინტერესო წიგნს პოულობდა: პლუტარქეს, კორნელიუს ნეპოტს, ჰომეროსს, იულიუს კეისარს. მან შეისწავლა ეს შესანიშნავი წიგნები, რომლებიც მას მომავალში ძალიან გამოადგა. განსაკუთრებით ყმაწვილზე ჰანიბალმა იმოქმედა და სუვოროვს ძალიან მოეწონა სარდალი, რომელმაც ლამის მუხლებზე დასცა მთელი რომის იმპერია.
ქვეითი ჯარი საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებში
ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ XV-XVI საუკუნეში, სრულიად შეცვალა ბრძოლის სახე. ახლა უპირატესობა ქვეითებს მიენიჭა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ამან ბრძოლის ველიდან ნელ-ნელა გააძევა მძიმე აბჯრით შემოსილი ცხენოსანი რაინდები, რადგან თოფის ტყვია თავისუფლად ატანდა აბჯარში.
თავდაპირველად თოფები ძალიან მოუხერხებელი და არასაიმედო იყო. ამის გამო ევროპულ არმიებში გამოიყენებოდა შუბოსანთა დანაყოფები და საშუალოდ აღჭურვილი ცხენოსნები. თოფოსნების მნიშვნელობა გაიზარდა რაც მას შემდეგ, რაც ცეცხლასაროლმა იარაღმა პროგრესი განიცადა. ამან თან მოიტანა ბრძოლის ახალი ტაქტიკა რომლის შესახებაც შემდეგში ამბობდნენ რომ ომი რაღაც საშუალო იყო დუელსა და ჭადრაკის თამაშს შორის.


















