პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე"





















წარმოგიდგენთ პირველ ქართულ პოდკასტს ნაპოლეონის ეპოქის შესახებ!
პოდკასტისაუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ცხოვრება და მოღვაწეობა მისი დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე, ეპოქის სხვა გამორჩეული პიროვნებები და განსაკუთრებულად აღსანიშნავი ისტორიული მოვლენები. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: 

               i-Tunes-ზე მოსასმენად გადადით ლინკზე