Showing posts with label დიდი ბრიტანეთის სამხედრო ისტორია. Show all posts
Showing posts with label დიდი ბრიტანეთის სამხედრო ისტორია. Show all posts

საიმპერიო შეჯიბრი" - Hnefatafl ყირიმის ომიდან (1853-56)


1855 წელს, ინგლისურმა კომპანიამ „Jacques"-მა, რომელიც უკვე 200 წელია ამზადებს სამაგიდო თამაშებს, გამოუშვა შუა საუკუნოვანი სკანდინავიური თამაშის, Hnefatafl-ს პირველი, კომერციული ვერსია (კლასიკური ვერსია იხილეთ ამ ლინკზე: ჰნეფატაფლი) „Imperial Contest"(საიმპერიო შეჯიბრი), რომელიც ამ პერიოდში მიმდინარე ყირიმის ომს ეხმიანება.

ბრძოლა ბადონის მთასთან - ლეგენდარული მეფე არტურის ლეგენდარული გამარჯვება


       
            მსოფლიოს ისტორიაში არის მოვლენები, რომელთა არსებობის შესახებ მკრთალი და არასაიმედო ცნობები გვაქვს, რადგანაც ისინი ლეგენდარულ საბურველშია გახვეული, თუმცა სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ისტორიკოსებსა და მკვლევარებში ღრმა ინტერესს. ასეთი ფაქტის გამოკვლევა ბევრს სურს, ბევრს უნდა, რომ ლეგენდა რეალობად აქციოს, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, განსაკუთრებით, როდესაც დოკუმენტური და არქეოლოგიური მასალები მცირეა. სად არის რეალობა? სად არის პასუხი კითხვებზე? ძველისძველ ლეგენდებსა და ზღაპრებში? ბარდებისა და პოეტების პოემებში? შესაძლოა მასში სიმართლეც იყოს, მაგრამ სიმართლეს დამტკიცება სჭირდება, ხოლო დამამტკიცებელი მასალა რომ თითქმის არ არსებობს? მაგალითად ავიღოთ ეს თემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ბრძოლა ბადონის მთასთან. ეს ადგილი დაუდგენელია და მეცნიერებმა არც იციან ზუსტად სად მოხდა ეს ლეგენდარული შეტაკება(არსებობს განსხვავებული ვარაუდები), სადაც ძველინგლისური გადმოცემების მიხედვით მეფე არტურმა შეაჩერა ანგლო-საქსების შემოსევა ბრიტანეთის უძველეს მიწაზე. მიუხედავად ამისა, უამრავი სამუშაოს ჩატარების შედეგად მაინც არსებობს მონახაზი, რეკონსტრუქცია, რომელიც მიღებულია ზოგადად ისტორიულ მეცნიერებაში. იმედია ეს თემა კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ ლეგენდარულ ბრძოლაზე.    

ჰასტინგსის ბრძოლა, 14 ოქტომბერი, 1066 წ.


ცხრაას წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ერთ დღეს “ნისლიანი ალბიონის” მიწას ნორმანული ხომალდები მიადგნენ, რათა დაეპყროთ ეს ქვეყანა და დაეარსებინათ ევროპის ერთ-ერთი მომავალი მოწინავე სახელმწიფო. ბრიტანეთის ნაპირებს აქამდეც ბევრი მტერი მოსდგომია: რომაელები, ანგლო-საქსები, დანიელი და ნორვეგიელი ვიკინგები, მოსულან იულიუს კეისარი, ჰენგისტი და ჰორზა, კნუდი, ჰარალდი და სხვა დამპყრობელები, მაგრამ არცერთს ისეთი კვალი არ დაუტოვია და ისეთი გავლენა არ მოუხდენია ინგლისელ ხალხზე, როგორც ნორმანებს. ნორმანი ჰერცოგი უილიამი სწორედ ჰასტინგსის ბრძოლისა და ინგლისის დამორჩილების შემდეგ იქცა “დამპყრობლად” და თავისი სახელი ხმლის წვერითა და ცულის ყუით ჩაწერა ისტორიაში. 

SAS - განსაკუთრებული საჰაერო სამსახური


დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს დიდი გამოცდილება და ხანგრძლივი სამხედრო ისტორია აქვს. შუა საუკუნეებიდან დღემდე ინგლისის ჯარი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ბრიტანელები განთქმულნი იყვნენ მშვილდოსნობაში, იყენებდნენ რა ლონგბოუს ანუ გრძელ მშვილდს, ჰყავდათ კარგად აღჭურვილი ქვეითი და ცხენოსანი არმია, დენთის შემოსვლის შემდეგ კი ჩამოაყალიბეს შესანიშნავი სახმელეთო და საზღვაო ძალები, რომელიც არტილერიით აღჭურვეს.

უილიამ უოლესი


უილიამ უოლესი (დაახლ. 1270 – ლონდონი, 25 აგვისტო,1305) – შოტლანდიის ეროვნული გმირი, რაინდი და მხედართმთავარი, აჯანყების წინამძღოლი ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარე ომში. შოტლანდიის მცველი(რეგენტი) 1297-1298 წლებში.

ოლივერ კრომველი


ოლივერ კრომველი(1599 წ. 25 აპრილი – 1658 წ. 3 სექტემბერი) – ინგლისელი სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ინგლისში მონარქია დაამხო და რესპუბლიკური მმართველობა დაამყარა. ეკავა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ პროტექტორის პოსტები.

ჯონ "უმიწაწყლო"


 ჯონ(იოანე) უმიწაწყლო (ინგლ. John Lackland, 1166 წ, 24 დეკემბერი, ოქსფორდი – 1216, 18/19 ოქტომბერი, ნიუარკი) – ინგლისის მეფე(1199 წლიდან)და აქვიტანიის ჰერცოგი პლანტაგენეტების დინასტიიდან, ჰენრი II-სა და ელეონორა აქვიტანელის ყველაზე უმცროსი ვაჟი(მეხუთე). მისი მმართველობა ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ პერიოდად ითვლება. ის დაიწყო ნორმანდიის საფრანგეთის მეფე ფილიპე II-ს მიერ დაპყრობით და დასრულდა სამოქალაქო ომით, რომელმაც მას ფაქტიურად სამეფო ტახტი დააკარგვინა(დამარცხების გამო მას კიდევ ერთი მეტსახელი შეერქვა: “რბილი ხმალი” Softsword). 1213 წელს ჯონმა ინგლისი რომის პაპის ვასალად სცნო, რათა დაესრულებინა შეხლა-შემოხლა კათოლიკურ ეკლესიასთან, ხოლო 1215 წელს აჯანყებულმა ბარონებმა ის აიძულეს ხელი მოეწერა “თავისუფლების დიდი ქარტიისთვის”( Magna Charta Libertatum).

ბრძოლა აბუკირთან


ბრძოლა აბუკირთან(Aboukir)1798 წლის 1-2 აგვისტოს_გადამწყვეტი საზღვაო ბრძოლა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფლოტებს შორის ნილოსის დელტის სათავეში, ხმელთაშუა ზღვის ეგვიპტის სანაპიროსთან.ფრანგთა ფლოტს მეთაურობდა ადმირალი ფრანსუა დე ბრიუე.ინგლისის ფლოტს სარდლობდა ცნობილი ზღვაოსანი და ადმირალი ჰორაციო ნელსონი.

არბალეტი და გრძელი მშვილდი


გრძელი მშვილდი (ინგლ. longbow) ადამიანის სიმაღლის ან უფრო გრძელი იყო. იყენებდა ძირითადად ბრიტანეთის კუნძულების მოსახლეობა - უელსელები, შოტლანდიელები და ინგლისელები. მისი წყალობით ინგლისელებმა ბევრ ბრძოლაში შეძლეს გამარჯვება ფრანგების წინააღმდეგ 100 წლიან ომში.
გრძელი მშვილდი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ინგლისი უელსთან და შოტლანდიასთან ბრძოლებში დამარცხდა. ინგლისელმა მეფეებმა გადაწყვიტეს შეიარაღებაში შემოეტანათ დიდი რაოდენობით ისეთი მშვილდები, როგორსაც თავად უელსელები იყენებდნენ, ეგრეთწოდებული ლონგბოუს ტიპის, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ უელსელი და შოტლანდიელი მშვილდოსნებისთვის. მთავარი როლი გამარჯვებაში გრძელმა მშვილდმა 100 წლიან ომში საფრანგეთთან პუატიეს, კრესისა და აზენკურის ბრძოლებში ითამაშა.