არბალეტი და გრძელი მშვილდი


გრძელი მშვილდი (ინგლ. longbow) ადამიანის სიმაღლის ან უფრო გრძელი იყო. იყენებდა ძირითადად ბრიტანეთის კუნძულების მოსახლეობა - უელსელები, შოტლანდიელები და ინგლისელები. მისი წყალობით ინგლისელებმა ბევრ ბრძოლაში შეძლეს გამარჯვება ფრანგების წინააღმდეგ 100 წლიან ომში.
გრძელი მშვილდი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ინგლისი უელსთან და შოტლანდიასთან ბრძოლებში დამარცხდა. ინგლისელმა მეფეებმა გადაწყვიტეს შეიარაღებაში შემოეტანათ დიდი რაოდენობით ისეთი მშვილდები, როგორსაც თავად უელსელები იყენებდნენ, ეგრეთწოდებული ლონგბოუს ტიპის, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ უელსელი და შოტლანდიელი მშვილდოსნებისთვის. მთავარი როლი გამარჯვებაში გრძელმა მშვილდმა 100 წლიან ომში საფრანგეთთან პუატიეს, კრესისა და აზენკურის ბრძოლებში ითამაშა.

1982 წელს მყვინთავებმა 1545 წელს ჩაძირული ინგლისური გემიდან "mary rose" დან ამოიტანეს 137 გრძელი მშვილდი, რომელიც დაეხმარა ექსპერტებს კარგად შეესწავლათ შუა საუკუნეების ეს იარაღი. ინგლისური მშვილდი ძირითადად ურთხმელის ხისგან მზადდებოდა, მაგრამ გამოიყენებოდა ასევე სხვა ჯიშის ხეები (იფანი, მუხა, თხილი),თუმცა ეს მშვილდები ნაკლებად ეფექტური იყო ვიდრე ურთხმელის.
გრძელი მშვილდის სიგრძე იყო 1,7 მეტრიდან 2,1 მეტრამდე. მშვილდს არ ჰქონდა ისრის დასამაგრებელი, ამიტომ ისარი მეომარს თითებს შორის უნდა დაეკავებინა და ისე უნდა ესროლა.

ინგლისური მშვილდის ისარი ძალიან მძიმე იყო და 60-80 გრამს იწონიდა. თითოეულ ბატალიონს 4-8 ათასამდე ისარი ჰქონდა. გემ "mary rose"-ზე აღმოაჩინეს 3500-მდე ისარი, რომელთა სიგრძეც 61-81 სანტიმეტრს შეადგენდა. ისრები მზადდებოდა იფნის ან ალვის ხისგან. ისარს უკან ბატის ბუმბული ქონდა მიმაგრებული, რომლის სიგრძე 17-25 სანტიმეტრი იყო. ისრის ბოლოში მქონე ღრმული, რომელიც ძუაზე უნდა გამოგედო იყო 5-6 მილიმეტრი.
ისრის სროლის მანძილი შეადგენდა 165-230 მეტრს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სადაც ინგლისელებმა გრძელი მშვილდები გამოიყენეს არის აზენკურის ბრძოლა 1415 წელს. ფრანგების ჯარში ძირითადათ რაინდები და მძიმედ აღჭურვილი ქვეითები იყვნენ. ხოლო ინგლისის ჯარის ძირითადი ნაწილი მშვილდოსნებისგან შედგებოდა, რომლებიც გრძელ მშვილდებს ხმარობდნენ.
ინგლისელი ისტორიკოსის ანა კურის ანალიზის მიხედვით ფრანგებს 12 000, ხოლო ინგლისელებს 9 000 მეომარი ყავდათ.




დანაკარგები კი ასეთია: ფრანგებმა დაკარგეს 4000-10000-მდე მეომარი, ხოლო ინგლისელებმა 1 600 მდე მეომარი. აქედან კარგად ჩანს რამდენად ეფექტური მოქმედება შეეძლო გრძელ მშვილდს.

არბალეტი (კონდახიანი მშვილდი) -  ე.წ. მექანიკური მშვილდ-ისარი. არბალეტი, როგორც წესი, ჩვეულებრივ მშვილდ-ისარს ბევრად ჯობნის სიზუსტესა და დარტყმის ძალაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩამორჩება სროლის რადიუსსა და სისწრაფეში. მშვილდით სროლაში დახელოვნებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო არბალეტი შეიძლება რამდენიმე დღეში საფუძვლიანად აითვისო. არბალეტს სპეციალური ისრები, ბოლტები ესაჭიროება, რომელიც მშვილდის ისარზე მოკლეა, მაგრამ უფრო მტკიცე და მძიმეა. ომში იყენებდნენ როგორც ჩვეულებრივ ხელით სასროლ არბალეტს, ასევე მძიმე, უზარმაზარ არბალეტებს, რომელიც რომაული ბალისტის მსგავსი იყო.
არბალეტის მთავარი ნაწილი კოვზია, რომელშიც მაგრდება ისრის გამშვები მექანიზმი. კოვზის წინ ამოჭრილი იყო ისრის ჩასადები ღარი, ხოლო უკანა ნაწილი კონდახს წარმოადგენდა. არბალეტის ლარის დაჭიმვა ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად მისი ბოლო დახვეული იყო ხის ნაწილზე, რომელიც კონდახის ბოლოს მაგრდებოდა და ჯარისკაცს შეეძლო სახელურებით დაეტრიალებინა და დაეჭიმა ლარი. როდესაც მეომარი სასხლეტს გამოკრავდა, მთელი ძალით დაჭიმული ლარი სწრაფად გაიშლებოდა და ისარი საშინელი ძალით გაიჭრებოდა სამიზნისკენ.
არბალეტის პირველი მოდელი ძვ.წ. V საუკუნეში კუნძულ სიცილიაზე მდებარე ბერძნულ ქალაქ სირაკუზში შეიქმნა. ამ იარაღს „გასტროფეტი” ეწოდებოდა. ძვ.წ. II საუკუნეში არბალეტები შეიქმნა ჩინეთშიც. ამ იარაღმა დიდი როლი შეასრულა ჩინელების ომში ხუნუს ტომების წინააღმდეგ, ჰანის დინასტიის პერიოდში. რომაულ პერიოდში არბალეტი თავიდა დავიწყებას მიეცა, მაგრამ ახ.წ IV საუკუნიდან უკვე დაიწყეს მისი გამოყენება როგორც თვითონ რომაელებმა, ასევე ბარბაროსებმაც. ახ.წ VI-VII საუკუნეებში ბიზანტიელებიც და არაბებიც, რომლებიც ცხენდაცხენ იბრძოდნენ მას მშვილდ-ისარს ამჯობინებდნენ. ჯვაროსნული ომებისას არბალეტის ხმარება უფრო რეგულარულად დაიწყეს.


XIII საუკუნის ლივონიის ქრონიკის მიხედვით არბალეტს აქტიურად იყენებდნენ გერმანელები ლივონიის დაპყრობის პერიოდში. ჩინეთის არმიაში არბალეტიანთა რაზმები XI-XII საუკუნეში მიიღეს და XIX საუკუნემდე არ დაუშლიათ. ჩინური არბალეტები უფრო სუსტი იყო და ისრებს ისეთი ძალით არ ისროდა, როგორითაც ევროპული, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მარტივად და სწრაფად იტენებოდა.
არბალეტებს დიდი წარმატებით იყენებდნენ ესპანელი და პორტუგალიელი მოგზაურები და კონკისტადორები XVI საუკუნეში. ერნანდო კორტესმა თავისი რაზმი სწორედ არბალეტებითა და არკებუზებით შეაიარაღა და მექსიკის ინდიელებს ისე შეუტია. აცტეკები შეაძრწუნა ამ საშინელი იარაღის ძალამ, რომელიც მათი მშვილდებს ბევრად აღემატებოდა და მტერს მომაკვდინებელ დარტყმას აყენებდა.

XII საუკუნეში არბალეტის გამოყენება ევროპაში მასობრივად დაიწყეს, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. არბალეტის ისრით დაჭრილი ადამიანი იშვიათად თუ გადარჩებოდა სიკვდილს. რომის პაპი ისე შეაძრწუნა ქრისტიანთა შორის ომებში ასეთმა სისხლისღვრამ, რომ მან ამ იარაღის გამოყენება მხოლოდ „ურწმუნოებთან" (არაქრისტიანებთან) ბრძოლაში დაუშვა. მიუხედავად ამისა, ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა გადაწყვიტა არბალეტების გამოყენება საფრანგეთის მეფის ფილიპე II-ს წინააღმდეგ ომში. ამის შემდეგ ეს იარაღი კვლავ პოპულარული გახდა და აკრძალვას არავინ აქცევდა ყურადღებას. პირისპირ შეხვედრაში არბალეტი პირველად ასწლიანი ომისას დამარცხდა ინგლისურ გრძელ მშვილდთან ბრძოლაში. ინგლისელი მშვილდოსნები გაწაფულები იყვნენ ისრის სწრაფად სროლაში და ფრანგი და გენუელი მეარბალეტეების დაჯაბნა არ გაძნელებიათ, თუმცა ფრანგულმა არბალეტმაც ბევრი ინგლისელი ცხენოსანი იმსხვერპლა, რადგან ადვილად ხვრეტდა მეტალის აბჯარს.

ნიკა ხოფერია და ლევან ტავლალაშვილი