შუა საუკუნეების ქართულ პოემაში, „ამირანდარეჯანიანში“, ჩამოთვლილია შვიდი უნარი, რომელსაც ყველა რაინდი უნდა ფლობდეს: მშვილდოსნობა, ასპარეზობა, შუბის ხმარება, ცხენოსნობა, ნადირობა, ცურვა და ჭადრაკი.[1] არჩილ მეფეც, დაახლოებით იგივე თვისებებს ჩამოთვლის XVII საუკუნეში და მისგან შექებულ უნარებს შორის, კვლავ გვხვდება ჭადრაკი. გიორგი ათონელი რელიგიურ ტექსტშიც ასახელებს, მეფე ვახტანგ VI წესებს აღწერს, სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში განმარტავს, თეიმურაზ II კი საინტერესო ლექსს უძღვნის გვიანანტიკურ ხანაში შექმნილ უკვდავ თამაშს, რომელსაც ამიერკავკასიაში სულ ცოტა, 1300 წელია, რაც თამაშობენ.
Showing posts with label მედიევისტიკა. Show all posts
Showing posts with label მედიევისტიკა. Show all posts
რიდლი სკოტის „უკანასკნელი დუელი" (2021)
1386 წლის 29 დეკემბრის ცივ და მოქუფრულ დღეს, სან მარტინ დე შამპის სააბატოს სატურნირე მოედნის გარშემო, მრავალი ადამიანი იყო შეკრებილი. საფრანგეთის მეფე შარლ VI, მისი ძმა ორლეანის ჰერცოგი; ბიძები, ბერის ჰერცოგი ჟანი, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე მამაცი, ლუი დე ბურბონი. ათასობით პარიზელი, რომელიც ორთაბრძოლისთვის დანიშნულ დროზე ადრე მოვიდნენ სააბატოში. ყველას სურდა ეხილა ჟან დე კარუჟის და ჟაკ ლე გრის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება. ეხილა მარგარიტ დე კარუჟი, ჟაკ ლე გრის ბრალმდებელი, რომლის ბედიც ორთაბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული, ეხილა უკანასკნელი დუელი, რომელიც მეფისა და პარიზის პარლამენტის თანხმობით გაიმართა, შუა საუკუნეების საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული და საინტერესო სასამართლო პროცესის შემდეგ.
დიდგორის ბრძოლა (1121 წ.): დავით IV-ს გადამწყვეტი დაპირისპირება სელჩუკებთან
XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი საგრძნობლად შეიცვალა, რაც ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, ბიზანტიელებისა და ფატიმიანების კონტრშეტევებმა და სელჩუკთა იმპერიის დაშლის პროცესმა განაპირობა. სელჩუკთა იმპერია, რომელიც XI საუკუნის 90-იანი წლებამდე დომინანტი ძალა იყო, შიდა დაპირისპირებებმა მოიცვა და იმ დროისთვის, როცა საუკუნის მიწურულს ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო, სანახევროდ დაშლილი აღმოჩნდა. სელჩუკთა დიდი სულთნები, კვლავინდებურად ითვლებოდნენ უძლიერეს მმართველებად ისლამურ სამყაროში, თუმცა, რეალურად, უკვე გაცილებით ნაკლები ძალაუფლება გააჩნდათ და სელჩუკთა სახელმწიფოში შემავალი ცალკეული საამიროები, უმეტესად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დიდგორის ბრძოლის ილუსტრაცია შუა საუკუნეებში?
დიდგორის ბრძოლა (1121 წ.) საქართველოს სამხედრო ისტორიის გამორჩეული ნაწილი და დავით IV აღმაშენებლის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვებაა. სამწუხაროდ, შუა საუკუნეების ქართულ მინიატურებსა თუ ფრესკებზე, ამ (ისევე როგორც არც ერთი სხვა) ბრძოლის სცენა არ გვხვდება.
სამაგიეროდ, გვაქვს დასავლეთ ევროპული თუ ბიზანტიური მინიატურები, გობელენი და ა.შ. რომლებზეც შუა საუკუნეების სამხედრო კამპანიები და ბრძოლებია ასახული. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ორიგინალური ილუსტრაცია არის ე.წ. ბაიუს გობელენი. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. გადავწყვიტე ამავე ტექსტურებით ამეწყო დიდგორის ბრძოლის გობელენი, თან დართული ლათინური წარწერებით, რომელსაც (თარგმანით) ამ პოსტში იხილავთ. ბაიოს გობელენზე კი დაწვრილებით იხილეთ შემდეგი პოსტი: ინგლისის დაპყრობა ბაიუს გობელენის მიხედვით
დაბლა მოცემული დიდგორის ბრძოლის გობელენი თანამედროვე ავტორის იმპროვიზაციაა (ამის აღნიშვნა მომიხდა იმიტომ, რომ ბევრმა მართლა XII საუკუნისად მიიჩნია)
სამაგიეროდ, გვაქვს დასავლეთ ევროპული თუ ბიზანტიური მინიატურები, გობელენი და ა.შ. რომლებზეც შუა საუკუნეების სამხედრო კამპანიები და ბრძოლებია ასახული. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ორიგინალური ილუსტრაცია არის ე.წ. ბაიუს გობელენი. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. გადავწყვიტე ამავე ტექსტურებით ამეწყო დიდგორის ბრძოლის გობელენი, თან დართული ლათინური წარწერებით, რომელსაც (თარგმანით) ამ პოსტში იხილავთ. ბაიოს გობელენზე კი დაწვრილებით იხილეთ შემდეგი პოსტი: ინგლისის დაპყრობა ბაიუს გობელენის მიხედვით
დაბლა მოცემული დიდგორის ბრძოლის გობელენი თანამედროვე ავტორის იმპროვიზაციაა (ამის აღნიშვნა მომიხდა იმიტომ, რომ ბევრმა მართლა XII საუკუნისად მიიჩნია)
ნიკა ხოფერია - „ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია: ომების ისტორია"
ანტიკური ხანიდან ისტორიის ახალ პერიოდამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, მრავალი ომი, ბრძოლა, შეტაკება, დიდი თუ მცირე სამხედრო კამპანი გაიმართა. დიაოხისა და კოლხას, იბერიის, ერთიანი საქართველოს სამეფოს თუ სხვადასხვა პერიოდში დაშლილი ქართული სამეფო-სამთავროების ცხოვრებაში, მუდმივი საჭიროების გამო, სამხედრო საქმეს - მაღალი ხარისხის აბჯარ-საჭურვლის დამზადებას, სამხედრო ვალდებულების მქონე მამაკაცთა მომზადებას საბრძოლველად, მოქირავნე მეომრების შეკრებას, სამხედრო ტაქტიკის შემუშავებას სხვადასხვა გარემოებების შესაბამისად, ციხესიმაგრეების აგებასა და დაცვას - უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. სამხედრო საქმე პერიოდულად ვითარდებოდა, იცვლებოდა და დროის სტანდარტებს ერგებოდა. ქართველი მეომრები ცდილობდნენ იმ გამოწვევებისთვის ეპასუხათ რაც მათ წინაშე დგებოდა. სხვადასხვა დიდ იმპერიასთან, მომთაბარე თუ მკვიდრ ცივილიზაციებთან ბრძოლის შედეგად, საქართველოს მრავალფეროვანი სამხედრო ისტორია აქვს.
ამ წიგნში, ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალებსა და სათანადო სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, განხილულია ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორია ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. თითოეული ეპოქის სამხედრო საქმის, შეიარაღების, ტაქტიკის განხილვის შემდეგ, მოცემულია ამა თუ იმ პერიოდის მნიშვნელოვანი ბრძოლები, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ამ დროის სამხედრო საქმეზე და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სამხედრო ისტორიაში.
წიგნი გამოცემულია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, არის სქელყდიანი, დაბეჭდილია ცარცის ქაღალდზე და თან ერთვის ფერადი რუკები და ილუსტრაციები.
„ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია" არის ორტომეულის ნაწილი. მეორე ტომია „ქართველი მეფეები" (ავტორები ნიკოლოზ შონია, ლევან ტავლალაშვილი). ჯერჯერობით ცალკე ერთი ტომის შეძენა შესაძლებელი არ არის. ორივე წიგნის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ინტერნეტ-მისამართზე: odisea.ge სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება წიგნის მაღაზიებშიც.
ნ. ხოფერია - ფრანკი მოქირავნეები საქართველოში (XI ს.)
XI საუკუნის დასაწყისიდან, დასავლეთ ევროპელი მოქირავნე
მეომრები ბიზანტიის ჯარის მნიშვნელოვან ნაწილად
იქცნენ. ისინი ემსახურებოდნენ იმპერატორებს, მონაწილეობდნენ ბიზანტიურ სამხედრო კამპანიებში. ხშირად,
მათი აჯანყებები საფრთხესაც კი უქმნიდა იმპერიას (რიჩარდი 1952: 171). მოქირავნე
ფრანკების გამოყენება აღმოსავლეთში სხვა ქრისტიანულმა და ისლამურმა სახელმწიფოებმაც
დაიწყეს.
მათ შორის, საქართველომაც. განსაკუთრებით ცნობილია 1121 წელს, დიდგორის ბრძოლაში,
ფრანკების მონაწილეობა. თუმცა,
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევა XI საუკუნის
საქართველოს ისტორიაშიც შეიძლება მოვიძიოთ.
ლაზიკის ომი (541-562 წწ.): ფაქტების მიმოხილვა და ქრონოლოგია
VI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ორი უდიდესი იმპერია – ბიზანტია და სასანური ირანი ეცილებოდა. სამხედრო დაპირისპირების არეალი მოიცავდა კავკასიას და ადგილობრივ ქართულ სახელმწიფოებსაც. აქ არსებული სამეფოები ძირითადად ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ან ერთ, ან მეორე იმპერიასთან, იმის მიხედვით, ვინ იყო უფრო ძლიერი მოცემულ პერიოდში. ეს სიტუაცია ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში შეიქმნა და ფაქტობრივად VII საუკუნის ისლამურ ექსპანსიამდე გასტანა. III საუკუნიდან, როდესაც ირანში სასანიანთა დინასტია გამეფდა, რომთან ბრძოლამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. ირანელები უკვე მეტ წარმატებას აღწევდნენ, რასაც ხელს უწყობდა რომის იმპერიის დასუსტება და ორად გაყოფა, ხალხთა მიგრაციები აზიის სტეპებიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან. V საუკუნეში ჰუნებისა და გოთებისგან შევიწროებული აღმოსავლეთ რომის იმპერია და ჰეფთალიტებთან მუდმივ ომებში ჩართული ირანი ერთმანეთთან ფართო დაპირისპირებას თავს არიდებდნენ, თუმცა VI საუკუნის პირველ ნახევარში მათი კონფლიქტის ნიშნები გამოიკვეთა და მალე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.
ჯონ ჰალდონი - „ომი და ქრისტიანული რომის იმპერია: პრობლემა"
ამ პოსტში გთავაზობთ თარგმნილ ტექსტს ცნობილი ბიზანტისტის, ჯონ ჰალდონის წიგნიდან - Warfare, State And Society In The Byzantine World 560-1204 (London: UCL press, 1999), გვ. 13-21. ფრაგმენტი ეხება გვიანრომაულ, ქრისტიანულ იმპერიაში ომისადმი დამოკიდებულებისა და წმინდა ომის იდეის კვლევას.
ჯონ ჰალდონი - „ხალხი და ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიაში"
ჯონ ჰალდონი ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი ბიზანტისტია. ის პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ და ასწავლის ბერძნული და ბიზანტიური კვლევების მიმართულებაზე. ჰალდონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ-მატერიალურ ისტორიას, ისტორიული გარემოს შესწავლას. მუშაობს როგორც გვიანანტიკურ, ისე შუა საუკუნეების ბიზანტიის ისტორიაზე. ჰალდონი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის, მათ შორის: Byzantine Wars (New York, 2013); Byzantium at war: AD 600-1453 (Oxford, 2014); General issues in the study of medieval logistics (Leiden, 2006); Byzantium: a History (New York, 2005). ამ პოსტში ბლოგის მკითხველებს ვთავაზობ ფრაგმენტს ჰალდონის წიგნიდან Byzantium: a History (რუს. გამოცემა: Джон Хэлдон. История византийских войн. Москва: Вече, 2007. გვ. 75-100).
შუა საუკუნეები - 111 ამბავი
შუა საუკუნეები ისტორიის ხანგრძლივი და უაღრესად მნიშვნელოვანი ეპოქაა, რომელიც, დაახლოებით, V-XV საუკუნეებს შორის არის მოქცეული. ის უამრავ გამორჩეულ მოვლენას, სიახლეს მოიცავს: ერთიანი რომაული სამყაროს დარღვევა, ქრისტიანობისა და ისლამის გავრცელება, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი სამეფო-სამთავროების გაჩენა, ფეოდალური წყობილების დამკვიდრება, ჭიდილი რომის მემკვიდრეობისთვის იმპერიებს შორის, რომის პაპებისა და გერმანელი იმპერატორების დაპირისპირება ევროპაზე ჰეგემონობისთვის, მონასტრული ცხოვრების აღორძინება, ჯვაროსნული ომები, რელიგიური და სამხედრო ორდენების დაარსება, თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა ლაშქრობები, შავი ჭირის გავრცელება ევროპაში, რენესანსის დასაწყისი. ვინ მოთვლის, რამდენი საინტერესო ამბის აღმოჩენა შეიძლება მოვლენათა ამ გრძელ ჯაჭვში, რომელიც ხიდივით აერთებს ანტიკურობასა და მოდერნულობას; მათგან 111 ამბავს კი, ამ წიგნში წარმოგიდგენთ.
წიგნი გამომცემლობა „არტანუჯის" „თან საკითხავის" სერიით გამოიცა. ხელმისაწვდომია „არტანუჯის" გამომცემლობის მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჭავჭავაძის 17ბ) და თბილისის სხვა წიგნის მაღაზიებში.
ინგლისის დაპყრობა: ბაიუს გობელენის მიხედვით
ბაიუს გობელენი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი (70 მ) გობელენია. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. ამ პოსტში შემოგთავაზებთ გობელენის სრულ ვერსიას, თითოეულ ფრაგმენტს და მოცემული წარწერების ქართულ თარგმანს.
მეფე გიორგი II და საქართველოს სამეფო XI საუკუნის 70-80 იან წლებში
ნაშრომის ძირითადი თემა საქართველოში გიორგი II - ის (1072 – 1089 წწ.) მმართველობის პერიოდია. პირველ თავში საუბარია გიორგი II - ის მეფობის დასაწყისში მის წინააღმდეგ ფეოდალთა გამოსვლის შესახებ და გაანალიზებულია მეფის მიერ გატარებული პოლიტიკა აჯანყებულთა მიმართ. მეორე თავში შევეხეთ თურქ - სელჩუკებსა და საქართველოს შორის მომხდარ ფარცხისის ბრძოლას, ხაზგასმულია ბრძოლაში გამარჯვების პოლიტიკური მნიშვნელობა; ბრძოლა განხილულია სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით, კერძოდ, დაზუსტებულია მოწინააღმდეგეთა ჯარების რიცხოვნობა. მესამე თავში საუბარია საქართველოს სამეფოს ძალაუფლების გავრცელებაზე მანამდე ბიზანტიელთა ხელში მყოფ ტერიტორიებზე : კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთის სიმაგრეებზე, ანაკოფიის ციხესა და კარის (ვანანდის) სამეფოზე; მიმოხილულია ამ თემაზე ისტორიოგრაფიაში არსებული ლიტერატურა. უკანასკნელ, მეოთხე თავში საუბარია საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ XI საუკუნის 70 - იანი წლების მიწურულიდან დაწყებული თურქ - სელჩუკთა ახალი აგრესიის შესახებ (ე.წ „დიდ თურქობა“), ხაზგასმულია რეგიონში საქართველოსთვის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება; გაანალიზებულია გიორგი II – სა და სულთან მალიქ-შაჰს (1072 - 1092) შორის დადებული შეთანხმების ხასიათი და ჩვენი ქვეყნისათვის მისი მნიშვნელობა.
ქართველთა და მონღოლთა დაპირისპირება ხუნანის ველზე
ნაშრომის ძირითადი თემაა საქართველოში მონღოლთა პირველი გამოჩენა და მათი შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებთან. განხილულია მონღოლთა გაერთიანებისა და სამხედრო ასპარეზზე წარმატების მიზეზები; შედარებულია მომთაბარე და ფეოდალური ტიპის არმიების სტრუქტურა და ტაქტიკა; მონღოლთა ზოგადი ტაქტიკისა და მათი გადახდილი ბრძოლების აღწერის საფუძველზე ახსნილია ხუნანის ველზე ქართველთა დამარცხების მიზეზები.
მესურსათე ძმები: ჩრდილოეთის ზღვების მეკობრეები
XIV საუკუნის ბოლოს, დანიის დედოფალი მარგარეტ I შვედეთის მეფე ალბერტ მეკლენბურგელს სკანდინავიაში დომინანტობისთვის ებრძოდა. ალბერტი შვედეთის მეფე 1364 წლიდან იყო, 1383 წლიდან კი - მეკლენბურგის ჰერცოგიც. სწორედ ამ დროს, შემდგომში „მესურსათე ძმებად" წოდებული ზღვაოსნები, მეკლენბურგის ჰერცოგებმა დაიქირავეს დანიის წინააღმდეგ საომრად, მას შემდეგ, რაც დედოფალმა მარგარეტმა დაატყვევა ალბერტი და მისი ვაჟი ერიკ მეკლენბურგელი, რათა დაემორჩილებინა შვედეთი. როდესაც დედოფლის ძალები სტოკჰოლმს იყვნენ შემორტყმულნი, „მესურსათე ძმები" ახერხებდნენ ბრძოლით გაერღვიათ ბლოკადა და ქალაქი სურსათ-სანოვაგით მოემარაგებინათ. მათი სახელწოდება „მესურსათე ძმები" (გერმ. Vitalienbrüder) ლათინური სიტყვიდან „Victualia"-დან მოდის, რაც სურსათს ნიშნავს და მიუთითებს მათ პირველ დავალებაზე - ალყაში მოქცეული ქალაქის სურსათით მომარაგებაზე.
ლეგენდარული ხმლები შუა საუკუნეებიდან
შუა საუკუნეების ეპოქაში, რომელსაც „მახვილისა და ჯვრის ქორწინებასაც" უწოდებენ, ხმალს განსაკუთრებული რელიგიურ-კულტურული დატვირთვაც გააჩნდა, გარდა იმისა რომ რაინდის ერთ-ერთი ძირითადი იარაღი იყო. ამ პერიოდის ბევრ ლეგენდარული თუ რეალური პიროვნების ხმლის სახელწოდებაც შემორჩენილია, მათ შორისაა გრამი - სიგურდის, სკანდინავიური მითოლოგიის გმირის ხმალი („ნიბელუნგების სიმღერაში" გრამს ბალმუნგი ეწოდება და ზიგფრიდის ხმალია); მეფე ართურის ხმალი - ექსკალიბური; დანიელთა ლეგენდარული მეფის ჰროლფრ კრაკის - სკოფნუნგი; როლანდის - დურენდალი („სიმღერა როლანდზე"); კარლოს დიდის ხმალი - ჟუაიეზი; როდრიგო დიასის (ელ სიდის) ხმლები - ტისონა და კოლადა; ფერდინანდ III კასტილიელის - ლობერა და ა.შ. ხმლის კულტი არსებობდა ისლამურ სამყაროშიც. ყველაზე ცნობილი აღმოსავლური ხმლებიდან არის ხალიფა ალი იბნ აბუ ტალიბის - ზულფიკარი. ამ პოპულარულენოვან სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ დასახელებულ, ლეგენდარულ იარაღებს. 15 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო შუა საუკუნეების ევროპაზე (ქართულ ენაზე)
„ამბავი სანახევროდაა მოყოლილი, როდესაც მას მხოლოდ ერთი ადამიანი ყვება"
საგა გრეტირ ძლიერზე, XIV ს.
შუა საუკუნეები ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო ეპოქაა, რომლის კონკრეტული მახასიათებლების, ზუსტი ქრონოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრა ძნელია, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა არსებობს, როგორც აკადემიურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში. შუა საუკუნეები ასოცირდება რაინდებთან, საეკლესიო ორდენებთან, გოთიკურ ტაძრებთან, ციხესიმაგრეებთან, პერგამენტზე დაწერილ, ძველ წიგნებთან და მინიატურებთან, ინკვიზიციასთან, ალქიმიკოსებთან... ეს ყველაფერი პოპულარულია და დიდ ინტერესს იწვევს, რაც კარგად ჩანს პოპულარულ კულტურაში - მხატვრულ ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში, მხატვრობაში და ა.შ. სულ მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ყველასთვის ცნობილი, პოპულარული წიგნების სერია „ცეცხლისა და ყინულის სიმღერა" (The Song of Ice and Fire)
და მის მიხედვით გადაღებული სერიალი Game of Thrones, ან თუნდაც, ჯ.რ.რ. ტოლკინის ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი"(The Lord of the
Rings) და ამავე სახელით გადაღებული ფილმები, მთლიანად დაფუძნებულია ევროპის შუა საუკუნოვან ცივილიზაციაზე, კულტურაზე.
ნიკა ხოფერიას საჯარო ლექცია „ბრძოლა პეტრასათვის (535-551)"
29 ნოემბერს, 18:00-ზე საქართველოს ეროვნულ არქივში (მის. ვაჟა-ფშაველას #1) საჯარო ლექციას თემაზე: „ბრძოლა პეტრასთვის (535-551 წწ.) და გვიანანტიკური ხანის საალყო ხელოვნება“, წაიკითხავს ნიკა ხოფერია.
ლაზიკის (ეგრისის) ომი ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ სპარსეთს შორის გვიანანტიკური ხანის სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ისტორიული მოვლენაა. ლაზიკის ომი 21 წელიწადი გაგრძელდა და ის ძირითადად ლაზიკის სამეფოში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომში მონაწილეობა მიიღო მრავალმა ბიზანტიელმა და ირანელმა მხედართმთავარმა და გაიმართა სხვადასხვა კატეგორიის ბრძოლა: საალყო თუ საველე, შესაბამისად, ლაზიკის ომი სამხედრო ისტორიკოსებისთვის საინტერესო მასალას იძლევა. ლაზიკის ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა ციხე-ქალაქ პეტრას გარშემო. პეტრა ლაზიკაში ბიზანტიელთა სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი და ლაზიკის გასაღები იყო. ლაზიკის ომში გამართულ ბრძოლებს შორის, პეტრას გამორჩეული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ მისი ხანგრძლივობით, არამედ საბრძოლო მოქმედებათა სიმძაფრითა და საალყო მეთოდთა მრავალფეროვნებით. ლექციაში მიმოხილული იქნება ციხე-ქალაქ პეტრას სტრატეგიული მნიშვნელობა, ეკონომიკური ფუნქცია, დაარსების ისტორია და გვიანანტიკური სამხედრო-საალყო ხელოვნება პეტრას ალყის მიხედვით. დასწრება თავისუფალია
„საქმენი რომაელთა" - ამბები XIII საუკუნის ევროპიდან
Gesta Romanorum „საქმენი რომაელთა", XIII-XIV საუკუნეებში, ევროპული მონასტრების კედლებს მიღმა შექმნილი „საერო" საკითხავი ამბების კრებულია. ის შუა საუკუნეების ადამიანთა ცოდნას, მიდრეკილებებს, ინტერესებს, აზროვნებას, თვალსაწიერს კარგად ასახავს.
ლიპარიტ ბაღვაში და თურქულ-ბიზანტიური დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყისი
1048 წელს, ბასიანის მხარეში, კაპუტრუს ციხესთან, გაიმართა ბრძოლა ბიზანტიელებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. თურქ-სელჩუკებმა მოხერხებული დრო შეარჩიეს ბიზანტიის სომხური სამფლობელოების დასალაშქრად. ამ დროს ბიზანტიის ძირითადი სამხედრო ძალები სომხეთიდან იყო გაწვეული ლეონ თორნიკიოსის აჯანყების ჩასახშობად. შესაბამისად, კაპუტრუს ციხესთან ბრძოლაში გამარჯვება სელჩუკებს დარჩათ. მათმა სარდალმა, თოღრულ-ბეგის ძმამ (დედით), იბრაჰიმ ინალმა, მრავალ ბიზანტიელ პატრიკიოსთან ერთად, ტყვედ იგდო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე სელჩუკებთან ბრძოლაში, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. ლიპარიტი შეეცადა თავი გამოესყიდა, მაგრამ ასეთი ძლიერი ფეოდალის და ბიზანტიელთა მოკავშირის დათმობა იბრაჰიმ ინალს არ სურდა. მან ლიპარიტი სულთან თოღრულ-ბეგს წარუდგინა.
შუა საუკუნეების სიმბოლური ისტორიიდან: დათვის ჩამოგდება და ლომის გამეფება
დასავლეთ ევროპის მასშტაბებში განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს გერმანულ-კელტური ევროპის განსხვავებას, სადაც ცხოველთა მეფე დათვია,
ლათინურისაგან, სადაც ამ როლს ლომი ასრულებს. მხოლოდ 1000 წლის შემდეგ გახდა ლომი ყველგან
უპირატესი დათვზე, გადამწყვეტ გამარჯვებას კი XII საუკუნეში მიაღწია, უმთავრესად ეკლესიის
პოზიციის წყალობით.
Subscribe to:
Posts (Atom)
















