Showing posts with label სამხედრო ფილოსოფია. Show all posts
Showing posts with label სამხედრო ფილოსოფია. Show all posts

ნაწყვეტები სუნ-ძის "ომის ხელოვნებიდან"


სუნ-ძიმ თქვა:
“ზოგადად, უპირატეს მდგომარეობაშია ის, ვინც ბრძოლის ველს პირველი იკავებს და მტერს ელოდება; წამგებიან მდგომარეობაშია ის, რომელიც ბრძოლის ველზე მეორე მოდის და რომელსაც დაუყონებლივ უწევს დაპირისპირებაში ჩაბმა. ამგვარად, ომში დახელოვნებული თავად უბიძგებს ადამიანებს მოქმედებისაკენ, თავად მას ვერავინ უბიძგებს”.

უკან დახევა


“ბოლო ბრძოლა” - (ანგლო-ავღანეთის I ომში (1839-1842) უკან დახეული ბრიტანელების 16000 ადამიანიდან, სადაც 3000 სამხედრო იყო, დანიშნულების ადგილ ჯალალაბადამდე მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიაღწია.

“ომში უკან დახევა ნამდვილად ურთულესი მანევრია...
როდესაც წარმოვიდგენთ უკან დახეული არმიის ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობას, დისციპლინის შენარჩუნების სირთულეს და იმ კატასტროფას, რომელთანაც შეიძლება ამ არეულობამ მიგვიყვანოს, არ არის ძნელი მიხვდე, თუ რატომ სძულთ მსგავსი ოპერაციების განხორციელება ყველაზე გამოცდილ გენერლებსაც კი”

ნაწყვეტები სუნ ძის "ომის ხელოვნებიდან"

1. სარდალი ქვეყნის დედაბოძია. თუ ის მრავალმხრივ განვითარებული და ნიჭიერია, ქვეყანა აუცილებლად გაძლიერდება. თუ დედაბოძს ბზარი გაუჩნდა, ქვეყანა აუცილებლად დასუსტდება.