ნაწყვეტები სუნ-ძის "ომის ხელოვნებიდან"


სუნ-ძიმ თქვა:
“ზოგადად, უპირატეს მდგომარეობაშია ის, ვინც ბრძოლის ველს პირველი იკავებს და მტერს ელოდება; წამგებიან მდგომარეობაშია ის, რომელიც ბრძოლის ველზე მეორე მოდის და რომელსაც დაუყონებლივ უწევს დაპირისპირებაში ჩაბმა. ამგვარად, ომში დახელოვნებული თავად უბიძგებს ადამიანებს მოქმედებისაკენ, თავად მას ვერავინ უბიძგებს”.

იმისთვის, რომ მტერი აიძულო თავისი ნებით მოვიდეს შენთან, რაიმე სარგებელი უნდა დაანახო. იმისთვის, რომ მტერს გადააფიქრებინო შენთან მოსვლა, [სავარაუდო] ზიანი უნდა უჩვენო”.
ამგვარად, თუ მტერი დასვენებულია, შეგიძლია დაღალო; თუ მაძღარია, შეგიძლია დაამშიო; თუ დგას, შეგიძლია აამოძრაო; ისეთი მდგომარეობა დაიკავე, რომელთანაც მას შებრძოლება მოუწევს. შეებრძოლე მაშინ, როცა არ ელოდები”.
ბრძოლაში ცეცხლის გამოყენების ხუთი გზა არსებობს: აქედან პირველია ცეცხლის მიმართვა მტრის მეომრებზე, მეორე – მისი მარაგების გადაწვა, მესამე – მომარაგების საშუალებების დაწვა, მეოთხე – არსენალისთვის ცეცხლის წაკიდება და მეხუთე –
მტრის სიმაგრეების დაწვა.
ჯარის ხელმძღვანელობა მტრის განზრახვების წვდომასა და მათ დაწვრილებით გაცნობას მოითხოვს. როდესაც, ამის შემდეგ, სარდალი მთელ თავის ძალას მტრისკენ მიმართავს, ათას მილის გაივლის და სარდალს მოუკლავს, მას “სამხედრო საქმეებში დახელოვნებულს” შეარქმევენ.
თუ მტერმა კარგი გააღო, პირველი შენ უნდა შეხვიდე.
პირველ რიგში იმას დაესხი თავს, რაც ყველაზე მეტად უყვარს. ბრძოლის დროს ნუ დანიშნავ, შეაფასე შენი მტრის სტრატეგიული გეგმები და უპასუხე მის მოქმედებებს.


                                                                                      მოამზადა ნიკა ხოფერიამ