- ალიოშა არ წახვიდე დუელში, მოგკლავს ალექსანდრ მოგკლავს. ლუი ჰექკერნი (დუელში პუშკინის ოპონენტის, დანტესის, იგივე გეორგ კარლ დე ჰექკერნის მამა)საკმაოდ გავლენიანი კაცია, თუ მოკალი მაინც მოგისწრაფებენ სიცოცხლეს, დედაფალი მას ხომ თავის ანგელოზს ეძახის. - ევედრებოდა ნატალია გონჩაროვა მეუღლეს.
- ღირსება ჩემო ნატალია, ღირსება, აი რა არის მთავარი, მაგრამ ის კი ვიცი, ჩემი თოთხმეტი დუელიდან მხოლოდ ხვალინდელი დარჩება ისტორიას.
- რას ამბობ ალექსანდრ?
- აქ სხვა ინტრიგებია, მე ვიცი რომ ჩემი სიკვდილი ყველას უნდა, მთლიანად სამეფო კარს. დარწმუნებული ვარ ყველაზე ნაკლებად ამ საქმით დანტესი არის დაინტერესებული.
- შენ შენი სიამაყე ყველაზე მეტად გიყვარს, ჩემზე მეტადაც კი. - ნატალია ამაყი ნაბიჯით გაუყვა თავის საძინებლისკენ მიმავალ გზას, ცრემლებს ძლივს იკავებდა, ალექსანდრ სერგეის ძე პუშკინი კი თეთრი პერანგისამარა იდგა სასტუმრო ოთახში და თავის იარაღს დაკვირვებით ასუფთავებდა.

ნატალია გონჩაროვა
ფიქრებს წაეღო მწერალი, თვალწინ თავისი ცხოვრება ედგა. ბრაზი ღუპავდა გენიოსს, იცოდა რომ ბოროტი ენები სიცოცხლეს მოუსწრაფებდნენ. ზემოთაც ახსენა ღირსება და ბრაზი, ახლა კი მათში ზღვარი მხოლოდ პირობითად ეჩვებებოდა, იქნებ ასეც არის.
- ღმერთო დამიფარე, - ჩუმად ბუტბუტებდა პუშკინი და ხატის წინ დაიჩოქა.- მე მორალისტი, იდეალისტი გევედრები შენ გადარჩენას. სიკვდილის წინ ჩაიბარე აღსარება, მე და შენ შუამავალი არ გვჭირდება. მე ერთი ცოდვილი ადამიანი, დედამიწაზე დიდი მანდ კი პატარა, ეგოისტი, ამპარტავანი და პატივმოყვარე არაფრის პატიებას გთხოვ, თუ მართლა ისეთი ხარ როგორც გხატავენ თავად ჩაწვდები ჩემს სულს. მე ალბათ მოვკვდები, გამოცდილი დუელანტი ვარ, მაგრამ აქ იარაღის სროლაზე აღარ არის საქმე, თუმცა მასაც არ ეშლება პისტოლეტის ხმარება. შენც იცი დანტესს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი ამ დუელში, არც ყვარებია ჩემი ცოლი და არც საყვარელი ყოფილა მისი. მხოლოდ ჩემი ცოლი მეუბნება რომ არ მოვკლა ის, ეკატერინეს უფრთხილდება (პუშკინის ცოლის, ნატალიას და) არ უნდა ნაადრევად

ჟორჟ-შარლ დანტესი(გეორგ კარლ დე ჰექკერნი)
დავაქვრივო და მისი საამაყო ქმარი გამოვისტუმრო შენთან. სხეულით მახინჯს, ლამაზი სულის ფერება მინდა. სულსაც ვიმახინჯებ ნელ-ნელა. თუ გადავრჩი იმედია ჩემი ნაწარმოებები დაჩრდილავს ჩემ საქციელს დანტესის მიმართ და აღარავის გაახსენდება ჩემი წერილი. (პუშკინმა დანტესის მამობილს ლუის მიწერა წერილი, სადაც ეწერა რომ, არ უნდოდა მისი სიფილისიანი შვილობილის თავის ოჯახში ნახვა) მკვდარი უფრო ვფასობ ალბათ ვიდრე ცოცხალი, მოდის დრო როცა ადამიანმა შეცდომებზე პასუხი უნდა აგოს. მალე მოვალ და იმედია როცა გნახავ მარტო მე არ ვილაპარაკებ. ღმერთო დამიფარე.
ალექსანდრე ნელა ადგა და ირონიულად მომღიმარი სახით თავისი საწერი მაგიდისკენ გაემართა. გახსნა პატარა წერილი სადაც მხოლოდ შვიდი სიტყვა ეწერა: " ადრე შემოთავაზებული დუელი ძალაშია, ხვალ შევხვდეთ გამთენიისას". აიღო კიდევ ერთი ფურცელი რაზეც დაწერა: "დანზას გელოდები" და პატარა ბიჭს კარგი გასამრჯელოს ფასად სწრაფად მიტანა თხოვა.
ოცი წუთიც არ იყო გასული კარებზე ხშირი კაკუნი გაისმა. პუშკინმა სწრაფად გააღო კარი და მის წინ გაფითრებული დანზასი დაინახა.
- რა ხდება ალიოშა? - მაშინვე ჰკითხა მეგობარმა - რა მოხდა ასეთი სასწრაფო წერილში ახსნა რომ ვერ მოასწარი?
უსიტყვოდ წავიდა პუშკინი სასტუმრო ოთახისკენ და ასევე უსიტყვოდ, მაგრამ მეტყველი თვალებით გაყვა კონსტანტინი. დაჯდომაც არ შეუთავაზებია მომავალი სეკუნდანტისთვის ალექსანდრს, თუმცა ეს რაში ჭირდებოდათ დიდი ხნის მეგობრებს. ორი ჭიქა „ვოდკა“ დაასხა კონსტანტინმა, ალიოშას ჩუმად მიუდგა გვერდზე და უხმოდ დაჯდა, ელოდებოდა როდის დაიწყებდა გენიოსი საუბარს. პუშკინი კი თითქოს სხვაგან იყო, რაღაცას ფიქრობდა.

- კოსწია, დიდი ხანია რაც მიცნობ. ვიცი ჩვენი მეგობრობა სამარადისოა და ყოველთვის ჩემთან ერთად იქნები როცა კი დამჭირდები - რამდენიმე წუთის შემდეგ როგორც იქნა დაიწყო საუბარი - დღეს მოვიდა დღე, როდესაც უკანასკნელად მჭირდები ძვირფასო მეგობარო. დანტესი როგორც იქნა დუელზე დამთანხმდა. ხვალ გამთენიისას შავ მდინარესთან (პეტერბურგთან ახლოს) შევხვდებით.
- როგორც იქნა ალექსანდრ! როგორც იქნა! - აღფრთოვანებით შეხვდა დანზასი ამ ფაქტს - ნუ ხარ ესე პესიმისტურად განწყობილი, შენ აუცილებლად მოუგრეხ კისერს იმ გაიძვერას. მას აქამდე ერთი დუელიც არ გაუმართავს, შენ კიდევ ცამეტი გამოიარე და ცოცხალი ხარ კიდევ. კარგი რა ალიოშა, დარწმუნებული ვარ ხვალ გააჩუმებ ყველას, ვისაც ბინძური სიტყვები წამოცდა ნატალიას მიმართ. ბრავო ალექსანდრ! ბრავო!
მეგობრის ბედნიერ განწყობას ვერ იზიარებდა გენიოსი, მთელი დღე გამოსახულ ჯვარს ხედავდა და იცოდა რომ ელოდებოდნენ, მისი ცხოვრების გზის დასასრული კი უკვე მოჩანდა. თემა შეუცვალა პუშკინმა დანზასს, ყველა თემაზე ესაუბრებოდა გარდა დუელისა, ხანდახან კი აღტგინებული შეძახილი ესმოდა თუ როგორ გაისტუმრებდა იმქვეყნად იმ მშიშარას. ფრიად გამხიარულებული კონსტანტინე წავიდა, მეგობრის მომავალი გამარჯვება ახარებდა და გზაში შეზარხოშებული ბოროდინოს მზეს ფიცულობდა. თვითონ პუშკინს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, არ ეძინა ნატალიასაც, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, ორივე ალიონს ელოდებოდა...
გიორგი ხარშილაძე