ტალასის ბრძოლა(ახ.წ 751) – ბრძოლა ტალასის ველზე(დღევანდელი ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე) ქალაქ ატლახთან, აბასიდების სახალიფოსა და ტურგეშის(თურქმანული ტომები) სახაკანოს ძალებსა და ტანის დინასტიის ჩინეთს შორის შუა აზიაში კონტროლის დასამყარებლად. 749 წელს ჩინელმა სარდალმა გაო სიანჩჟიმ აიღო ტაშკენტი და სიკვდილით დასაჯა მისი თურქმანი მმართველი მოჰედი.
თავისი შვილის თხოვნით ალყაშემორტყმულ ტარაზში გამაგრებული არაბული გარნიზონის გადასარჩენად ხალიფა აბუ მუსლიმმა იემენური კავალერია გაგზავნა ზიად იბნ სალიჰის მეთაურობით, რომელსაც მოკავშირე თურქმანული ტომების სახალხო ლაშქარიც შეუერთდა. ბრძოლა 751 წლის ივლისს მდინარე ტალასთან მოხდა. მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთის პირისპირ გალაგდნენ. ჩინელთა და
კარლუკთა დაახლ. 30-ათასიან არმიას გაო-სიანჩჟი, ლი-სიუი და დუან-სიუში მეთაურობდნენ, არაბთა 30-40 ათასიან ჯარს ზიად იბნ სალიჰი. არაბებმა მძლავრი შეტევა წამოიწყეს ჩინელებზე და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. მოულოდნელად შუა ბრძოლაში ჩინელთა ზურგში კარლუკთა ძალებმა დაიწყეს შეტევა. კარლუკები იმპერატორის ჯარების რიცხვში შედიოდნენ, მაგრამ ბრძოლისას ეს თურქმანული ტომი არაბების მხარეს გადავიდა. ჩინეთის ჯარი დამარცხდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა.
ტალასის ბრძოლამ ბოლო მოუღო ტანის იმპერიის დასავლურ ამბიციებს, ამავდროულად ჩინელმა მთავარსარდლებმა მოახერხეს საკმაოდ დიდი ზიანი მიეყენებინათ არაბთა ძალებისთვის, რამაც შეაჩერა მათი სვლა აღმოსავლეთით, სინცზიანისკენ(ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი). ბრძოლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ან-ლუშალის აჯანყებამ ძალიან დაასუსტა ტანის დინასტიის იმპერია და აიძულა იმპერატორი სასაზღვრო გარნიზონები აღმოსავლეთით გადაეყვანა. არაბებმაც ფეხი ვერ მოიკიდეს ტალასის დაბლობზე და უკან დაბრუნდნენ.
ბრძოლის აღწერა თითქმის ყველა დოკუმენტში მეტად მშრალი და მწირია, მაგრამ ტალასის ბრძოლა მეტად მნიშვნელოვანი იყო. მის შედეგად ითვლება: არაბთა აღმოსავლეთით მოძრაობის შეწყვეტა, ისლამის გავრცელება თურქმანულ ტომებში, კარლუკების მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, ჩინელი ტყვეებისგან ქაღალდის ტექნოლოგიის საიდუმლოს ათვისება, უიგურების სახელმწიფოს აღდგენა, ტანის იმპერიის დასუსტება და ჩინეთის დასავლეთით გაფართოების თითქმის 1000 წლით გადავადება. საბოლოოდ ამ ყველაფერს და ან-ლუშალის გრანდიოზულ აჯანყებას ტანის იმპერიის საბოლოო დაცემა მოჰყვა.

ნიკა ხოფერია