მოღუნული დაშნა, ცნობილი როგორც Gladius Hunniscus, ცენტრალურ ევროპაში VIII საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰუნები ასეთ დაშნებს იყენებდნენ. ამის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ ჰუნების საყვარელი იარაღი ორლესული სასანიდური ტიპის მახვილი იყო. ასეთივე ხმალს გოთებიც იყენებდნენ.
მოღუნული ხმალი ჩინეთში მე-5 საუკუნიდანაა ცნობილი. ავარებმა და ხაზარებმა, ამ მამაცმა და მრისხანე მომთაბარე მეომარმა ხალხებმა უარყვეს ორლესული, სწორი მახვილები და მოღუნულ, ცალპირ ალესილ ხმლებზე გადავიდნენ. მალე აღმოსავლეთში მოღუნულმა ხმალმა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და სწორი, ორლესული მახვილები ნელ-ნელა განდევნა დასავლეთისკენ.

ხმალთან ერთად ვითარდებოდა მისი ქარქაშიც. გამოიგონეს სპეციალური საშუალება, რათა ქარქაში ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერებულიყო. პირველად მას ირანელ-ქუშელები იყენებდნენ, რომლებიც სწორ მახვილებს ატარებდნენ. შემდეგ მისი გამოყენება დაიწყეს სასინიდმა ირანელებმა, შემდეგ კი რომაელებმა, ბიზანტიელებმა, გერმანელებმა და ჰუნებმა. უფრო გვიან ხმლის ჩამოკიდების მაგივრად, ორმაგ ქამარში გარჭობა ისწავლეს, რითაც ქვეითთა რიგში მდგარ მეომარს უფრო სწრაფად და მოხერხებულად შეეძლო იარაღის ამოღება. შავი და დასავლეთის ჰუნები ხმლის გარდა იყენებდნენ დიდი ხანჯლებით, რომლის წარმოშობაზე ბევრი ვარაუდი არსებობს და მუდამ მსჯელობის საგანია. ეს იარაღი ქამარში ჰორიზონტალურად იყო გარჭობილი. მოგვიანებით ასეთი ხანჯლების გამოყენება მუსულმანმა არაბებმა დაიწყეს, რომელთაც მას ხანჯარი უწოდეს. ევროპაში მისი ანალოგი გერმანული ხანჯალი-საქსი იყო, რომელსაც გერმანელები შუა საუკუნეების საწყის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ.
ნიკა ხოფერია
ნიკა ხოფერია