Showing posts with label ომის ქრონიკა. Show all posts
Showing posts with label ომის ქრონიკა. Show all posts

საიმპერიო შეჯიბრი" - Hnefatafl ყირიმის ომიდან (1853-56)


1855 წელს, ინგლისურმა კომპანიამ „Jacques"-მა, რომელიც უკვე 200 წელია ამზადებს სამაგიდო თამაშებს, გამოუშვა შუა საუკუნოვანი სკანდინავიური თამაშის, Hnefatafl-ს პირველი, კომერციული ვერსია (კლასიკური ვერსია იხილეთ ამ ლინკზე: ჰნეფატაფლი) „Imperial Contest"(საიმპერიო შეჯიბრი), რომელიც ამ პერიოდში მიმდინარე ყირიმის ომს ეხმიანება.

ლაზიკის ომი – ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები


VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს პერიოდში მომხდარ მრავალრიცხოვან ომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული, აღმოსავლეთ ფრონტზე, სამხრეთ კავკასიაში, ლაზიკის სამეფოს ტერიტორიაზე სპარსელებთან ომი იყო. ორივე მხარეს, ბიზანტიის იმპერიასაც და სასანურ სპარსეთსაც, განსაკუთრებული სტრატეგიული ინტერესები გააჩნდათ და შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ თმობდა პოზიციებს. ხშირად მაშინაც კი, როდესაც სხვა ფრონტებზეც იბრძოდნენ და ძალების გაგზავნა ლაზიკის მიმართულებით, უჭირდათ. (აქ მოცემული სტატია წარმოადგენს საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები", 25-27 ოქტომბერი, 2017 წელი. თბილისი, 2018. დაბეჭდილ მიმოხილვას, იგივე დასახელების ვრცელი ნაშრომის მოკლე გეგმას)

ლაზიკის ომი (541-562 წწ.): ფაქტების მიმოხილვა და ქრონოლოგია


VI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ორი უდიდესი იმპერია – ბიზანტია და სასანური ირანი ეცილებოდა. სამხედრო დაპირისპირების არეალი მოიცავდა კავკასიას და ადგილობრივ ქართულ სახელმწიფოებსაც. აქ არსებული სამეფოები ძირითადად ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ან ერთ, ან მეორე იმპერიასთან, იმის მიხედვით, ვინ იყო უფრო ძლიერი მოცემულ პერიოდში. ეს სიტუაცია ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში შეიქმნა და ფაქტობრივად VII საუკუნის ისლამურ ექსპანსიამდე გასტანა. III საუკუნიდან, როდესაც ირანში სასანიანთა დინასტია გამეფდა, რომთან ბრძოლამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. ირანელები უკვე მეტ წარმატებას აღწევდნენ, რასაც ხელს უწყობდა რომის იმპერიის დასუსტება და ორად გაყოფა, ხალხთა მიგრაციები აზიის სტეპებიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან. V საუკუნეში ჰუნებისა და გოთებისგან შევიწროებული აღმოსავლეთ რომის იმპერია და ჰეფთალიტებთან მუდმივ ომებში ჩართული ირანი ერთმანეთთან ფართო დაპირისპირებას თავს არიდებდნენ, თუმცა VI საუკუნის პირველ ნახევარში მათი კონფლიქტის ნიშნები გამოიკვეთა და მალე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

ინგლისის დაპყრობა: ბაიუს გობელენის მიხედვით

























ბაიუს გობელენი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი (70 მ) გობელენია. ის დამზადებულია XI საუკუნეში, ნორმანდიაში, სავარაუდოდ, ბაიუს ეპისკოპოსის ოდოს ან უილიამ დამპყრობლის მეუღლის, დედოფალ მატილდას შეკვეთით (დღეს ინახება ბაიუს გობელენის მუზეუმში, ნორმანდიაში). გობელენი, ძირითადად, გადმოსცემს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ისტორიას. მისი თითოეული ნაწილი, ცალკეულ ისტორიას წარმოადგენს. გამოსახულებების გარდა, გობელენზე წარწერებიც არის, რომელიც მოცემულ სცენებს აღწერს. ამ პოსტში შემოგთავაზებთ გობელენის სრულ ვერსიას, თითოეულ ფრაგმენტს და მოცემული წარწერების ქართულ თარგმანს.

პოპულარული მითი ავსტრიის არმიის თვითგანადგურების შესახებ - უცნაური „ბრძოლა" კარანსებეშთან, 1788 წ.


1788 წლის, ავსტრო-ოსმალური ომის ერთ-ერთ ბრძოლაზე, კარანსებეშთან, მეტად უცნაური ისტორია არსებობს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ავსტრიის იმპერატორი იოსებ II ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში თავისი მოკავშირის, რუსეთის მხარეს და ჯარები ოსმალეთთან საომრად გადაისროლა რუმინეთში. რთულია ვიმსჯელოთ რამდენად რეალურია ეს ისტორია, შეიძლება დიდწილად გამოგონილია ან მცირე მასშტაბის მსგავსი ამბავია გაბუქებული, რადგან მისი თანამედროვე წყაროები ამის შესახებ არაფერს გვატყობინებენ და ამბავი ძირითადად XIX საუკუნის შუა პერიოდშია გავრცელებული. თუმცა, საინტერესო და სახალისო ამბავია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული.

კონსტანტინოპოლის ალყა, 1453 წ.


კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს, საკვანძო მოვლენად იქცა შუა საუკუნეების ისტორიაში. აღმოსავლეთ ევროპისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის ყველაზე მყარი ციტადელი ოსმალების ხელში აღმოჩნდა. ამავდროულად დაეცა რომის იმპერიის მემკვიდრეობის უკანასკნელი ძეგლი, დიდი კულტურული და სავაჭრო ცენტრი. შუა საუკუნეების ევროპის ყველაზე ნათელი წერტილი განვითარების თვალსაზრისით. დასავლეთმა ევროპამ თვითონ მისცა საშუალება თურქებს დაენგრიათ აღმოსავლეთის დამცავი კედელი და მალე იწვნია კიდეც თავის თავზე ომები და უბედურება, რაც კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგებს მოჰყვა. ზოგადად ბიზანტიის დედაქალაქის ოსმალების მიერ დაკავება 1453 წელს – მიიჩნევა შუა საუკუნეების დასასრულად მიჩნეული მოვლენებიდან ერთ-ერთ ყველაზე მართებულად და ამისთვის საკმარისი საბუთებიც არსებობს.

წერილები 1812 წლის დიდი ომიდან


ნაწყვეტები წერილებიდან, რომლებიც ნაპოლეონის არმიის ოფიცრებმა გაგზავნეს რუსეთიდან საფრანგეთში 1812 წლის კამპანიის დროს (თარგმანი და კომენტარები - ნიკა ხოფერია) 
ეს წერილები (1) შეიცავდა 1812 წლის კამპანიის მრავალ მნიშვნელოვან ცნობას, ოფიცრების მიერ თავიანთი ცოლებისა და ნათესავებისთვის გაგზავნილს, მაგრამ მათი მიწოდება შეაფერხეს, რადგან თვლიდნენ, რომ უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა საფრანგეთში, ნაპოლეონს კი არ სურდა რუსეთის მარცხიანი ლაშქრობის შესახებ ბევრი დეტალები გახმაურებულიყო.(2) თუმცა ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ფოსტაში არსებული პრობლემებიც იყო, განსაკუთრებით ლაშქრობის მეორე ნაწილში. როდესაც ნაპოლეონმა დატოვა რუსეთი, ოქტომბერსა და ნოემბერში დაწერილი წერილების  უმეტესობა ჯერ კიდევ პოლონეთში იქნებოდა. 

ნაპოლეონი ეგვიპტეში


 ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში იყო ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა საფრანგეთის ახალ ისტორიაში. ფრანგ ვაჭრებს ბურბონების მეფობის დროიდან, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ლევანტის ქვეყნებთან (სირია, ეგვიპტე, პალესტინა), რაც ხელსაყრელი იყო საფრანგეთის ვაჭრობისა და მრეწველობისათვის. ლევანტი ”ბრწყინვალე პორტას” ანუ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ სულთნის გავლენა ძალიან იყო შესუსტებული ეგვიპტეში, სადაც ქვეყნის ფაქტიური გამგებლები მამლუქი ბეგები იყვნენ. 

ლიბიის კონფლიქტი - "ოდისეის დასაწყისი"


სრულიად ნათელია, რომ კადაფმა სიტყვა გატეხა, დაარღვია მშვიდობა და განაგრძო თავისი მოქალაქეების ამოწყვეტა. ის უნდა შეჩერდეს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შეჩერდეს.
დევიდ კამერონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი(Daily Telegraph)(1) 

ლიბიის კონფლიქტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენა იყო, რომელშიც "ნატოს"(North Atlantic Treaty Organization) ძალებმა მონაწილეობა მიიღეს. ლიბიის მმართველი დიქტატორი(1969 წლიდან) მუამარ კადაფი(1942-2011) საბოლოოდ დამარცხდა და ომს შეეწირა. "ნატოს" გარდა კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობდა არაბულ ქვეყანათა ლიგა და ევროკავშირი(European Union).

ქერჩის სადესანტო ოპერაცია

მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლობის ორგანიზებულ და ჩატარებულ ქერჩის სადესანტო ოპერაციას, რომელიც   მიმდინარეობდა 1941 წლის 26 დეკემბრიდან-1942 წლის 20 მაისამდე.  თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, ქერჩის სადესანტო ოპერაცია, საბჭოთა ჯარებისთვის ტრაგედიით დასრულდა. განადგურებულ იქნა საბჭოთა-44-ე; 47-ე და 51-ე არმია, ხოლო საბჭოთა მხარის საერთო დანაკარგი შეადგენდა 300 ათას ადამიანს, მათ შორის 170 ათასამდე ტყვეს. ასევე დიდი იყო საბჭოთა ნაწილების ტექნიკური ზარალი. სადესანტო ოპერაციის წარუმატებლობამ გადაწყვიტა ალყაშემორტყმული სევასტოპოლის ბედი. მოგვიანებით კი ვერმახტის ნაწილებს  გაუადვილა კავკასიის ფრონტზე შეტევა.

ლეგენდარული ტროას ომი

ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევა მოჰყვა. ტროას ომის ისტორია თავის უკვდავ პოემაში "ილიადა" ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელენა გახდა, რომელიც ტროელმა უფლისწულმა პარისმა მოიტაცა. განრისხებული მენელაოსი თავის ძმასთან, აგამემნონთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძენთა ალიანსს და მცირე აზიაში მდებარე ტროასკენ დაიძრა.