ბრაბანტი(ჰოლანდ. Hertogdom Brabant, ფრანგ. Duché de Brabant) – რეგიონი ისტორიული ნიდერლანდების მიწაზე. საჰერცოგოში შედიოდა დღევანდელი ბელგიის სამი თანამედროვე პროვინცია(ფლამანდიური ბრაბანტი, ბალონური ბრაბანტი, ანტვერპენი), ბრიუსელის რეგიონი და ჰოლანდიური ჩრდილოეთ ბრაბანტი.
ძველი რომის დროს ბრაბანტი რომაულ პროვინციების: ბელგიკასა და მცირე გერმანიის ტერიტორიაზე მდებარეობდა და დასახლებული იყო კელტებით, რომლებიც შემდეგ გერმანულმა ტომებმა შეცვალეს. რეგიონის უმთავრესი ქალაქები იყო ბრიუსელი, ანტვერპენი, ლიოვენი, ბრედა, ჰერტოგენბოსი, ლირი და მეჰელენი. პირველად რეგიონის სახელწოდება მეროვინგების დროს მოიხსენიება როგორც: pagus Bracbatensis, რაც ახალ რეგიონს ნიშნავს. ბრაბანტი ეწოდებოდა რეგიონს ორ მდინარეს, შელდასა და დეილეს შორის. მოგვიანებით ბრაბანტის ტერიტორია ლოტარგინიის სამეფოში შედიოდა, რომელიც

საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო. იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ ბრაბანტის საჰერცოგო 1183-1184 წლებში ჩამოაყალიბა და თავის ვასალს, ჰენრიხ I ბრაბანტელს უბოძა, როგორც ფეოდი. თავდაპირველად საჰერცოგო სენასა და დანდრს შორის არსებულ მიწას მოიცავდა, დღევანდელი ბრიუსელისგან დასავლეთით. უფრო გვიან, XIII საუკუნის დასაწყისში მისი სახელწოდება უკვე მთელ ბრაბანტს მოიცავდა. 1288 წელს, ვორინგენის ბრძოლის შემდეგ ბრაბანტის ჰერცოგმა თავის სამფლობელოებს ლიმბურგის და ზემო მაასის საგრაფოები შეუერთა. 1356 წელს ბრაბანტის მოსახლეობამ თავისუფლების ქარტია მიიღო. 1430 წელს ბრაბანტის საჰერცოგო მემკვიდრეობით ფილიპე III-ს დარჩა და ბურგუნდიას შეუერთდა. 1477 წელს ბრაბანტის ჰერცოგის ტიტული ჰაბსბურგებზე გადავიდა მერი ბურგუნდიელისა და მაქსიმილიან I-ს ქორწინების შემდეგ. ბრაბანტიის შემდეგი ისტორია 17 პროვინციასთანაა დაკავშირებული. აქ დამოუკიდებელი საჰერცოგოს არსებობა წყდება.
ნიკა ხოფერია