1. სარდალი ქვეყნის დედაბოძია. თუ ის მრავალმხრივ განვითარებული და ნიჭიერია, ქვეყანა აუცილებლად გაძლიერდება. თუ დედაბოძს ბზარი გაუჩნდა, ქვეყანა აუცილებლად დასუსტდება.
2. არის ხუთი ფაქტორი, რომლთაგან შეიძლება გამარჯვების შეცნობა: გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის – არა. გაიმარჯვებს ის, ვისაც ესმის, როგორ გამოიყენოს მეომართა დიდი და მცირე რაოდენობა. გაიმარჯვებს ის , ვის უმაღლეს მეთაურობასა და რიგით მეომრებსაც იგივე სურვილები ამოძრავებს. გაიმარჯვებს ის, ვინც გამზადებული გაუმზადებელს დაელოდება. გაიმარჯვებს ის, ვისი სარდალიც ნიჭიერია და არ იზღუდება მმართველის ნებით. ეს ხუთი ფაქტორი არის გზა(დაო) გამარჯვების შესაცნობად.
3. ნათქვამია, რომ მას, ვინც იცნობს თავის მტერს და საკუთარ თავს, არ ემუქრება საფრთხე ასეულობით ბრძოლაშიც კი, ის, ვინც არ იცნობს თავის მტერს, მაგრამ იცნობს საკუთარ თავს, ზოგჯერ გაიმარჯვებს, ზოგჯერ კი დამარცხდება. ის ვინც არც მტერს იცნობს და არც საკუთარ თავს, ყველა ბრძოლაში დამარცხებული გამოვა.
4. ომში დახელოვნებული ჯერ ისეთ მდგომარეობას აღწევს, რომელშიც მისი დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, დაამარცხოს მტერი.
5. ჭეშმარიტად ძლევამოსილი ლაშქარი ჯერ გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო პირობებს ქმნის და მხოლოდ ამის შემდეგ ესწრაფვის ბრძოლაში ჩაბმას. სუსტი ლაშქარი ჯერ ბრძოლაში ებმება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს გამარჯვების გზების ძიებას.
6. თუ მტერმა კარი გააღო, პირველი შენ უნდა შეხვიდე
7. თუ მეომარი იარაღზე დაყრდნობილი დგას, მშიერია. თუ მან, ვინც წყალს ავსებს, პირველმა დალია, ლაშქარი მწყურვალია. როდესაც მოწინააღმდეგე სავარაუდო სარგებლობას ხედავს, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია, წინ წავიდეს თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ის დაღლილია.
8. ამგვარად, როცა ლაშქარს სამოქალაქოთი მეთაურობ და სამხედროთი აერთიანებ, ამას “მტრის უცილობელი დამარცხება” ეწოდება.
მოამზადა ნიკა ხოფერიამ