სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ხოლო ევროპაში უბრალოდ როგორც - სალადინი. ის იყო ეგვიპტის და სირიის სულთანი, ნიჭიერი მხედართმთავარი, მუსლიმანების ლიდერი XII საუკუნეში. მან დაარსა აიუბიდების დინასტია, რომელიც მართავდა ეგვიპტეს, სირიას, ერაყს, ჰიჯაზს და იემენს.
სალადინი დაიბადა 1138 წელს ტიკრიტში(ერაყი) ქურთულ ოჯახში. მისი მამა ნეჯმ ად-დინ აიუბი ბაალბეკის მმართველი იყო. რამდენიმე წელი ახალგაზრდა სალადინი ცხოვრობდა დამასკოში, სადაც მან მიიღო მრავალმხრივი განათლება. ის იყო წარდგენილი ალეპოს და დამასკოს ამირა ნურ ად-დინთან, ვისთანაც მისი ნათესავები მსახურობდნენ.
ნურ-ად-დინი II ჯვაროსნული ლაშქრობის გმირი იყო, რადგან სწორედ მან შეუშალა ხელი საფრანგეთის მეფეს, ლუდოვიკო VII-ს და გერმანიის იმპერატორ კონრად III-ს დამასკოს დაკავებაში. 1169 წელს სალადინი ეგვიპტის ვეზირი გახდა, სადაც ის აწარმოებდა გონივრულ და ფრთხილ პოლიტიკას. როგორც სუნიზმის წარმომადგენელი, სალადინს არ შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა ეგვიპტის არმიაზე, სადაც მმართველი იყო ისმაელიტი ხალიფი ალ-ადიდი. როცა 1171 წლის სექტემბერში ალ-ადიდი მოკვდა, სალადინმა ბრძანა, რომ მუსულმანთათვის უჩვეულოდ, ხუტბის ლოცვების წინ მოეხსენიებინათ ალ-მუსადი, აბასიდების დინასტიის ხალიფა. ამით მან ბაღდადს დაუჭირა მხარი, თუმცა სალადინი ნურ ად-დინს ფორმალურად მაინც ემორჩილებოდა.
სალადინმა გამოაცოცხლა ეგვიპტის ეკონომიკა, გაატარა სამხედრო რეფორმები. მამის რჩევების დახმარებით ის ყველანაირად გაურბოდა ნურ ად-დინთან კონფლიქტს. როცა ნურ ად-დინი გარდაიცვალა(1174), სალადინმა ეგვიპტეში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის სათავეში მოვიდა, როგორც დამოუკიდებელი სულთანი და თავისი დინასტია დაარსა(აიუბიდები). მან აღადგინა ეგვიპტეში სუნიზმი და დაარსა აიუბიდების დინასტია. შემდეგი 12 წლის განმავლობაში მან შემოიერთა მიმდებარე მიწები. 1174 წელს ხამა და დამასკო, 1175 წელს ალეპო. დაეუფლა ერაყსა და სირიის დიდ ნაწილს. ამით მან ალყა შემოარტყა ჯვაროსნულ სახელმწიფოებს და ყველა მხრიდან თავისი უზარმაზარი ქვეყნის საზღვრები გაუმართა. სალადინმა მოახერხა არმიის ორგანიზება და უკეთ მომზადება და ასევე შექმნა იმ დროისთვის ძლიერი საზღვაო-სამხედრო ფლოტი.

სალადინი ისტორიაში შევიდა, როგორც ჯვაროსნების უდიდესი მოწინააღმდეგე. 1187 წელს სალადინსა და იერუსალიმის სამეფოს მეფის, გი(გვიდო) დე ლუზინიანს შორის ომი დაიწყო. ეგვიპტის სულთანი 20000 მეომრისგან შემდგარი არმიით შეიჭრა პალესტინაში. ევროპული წყაროების მიხედვით სალადინს იმ დროისთვის თანამედროვე და კარგად აღჭურვილი არმია ყავდა. მის ნახევარს ცხენოსანი-მშვილდოსნები შეადგენდნენ, რომელთაც რთული, კომპოზიტური მშვილდები ჰქონდათ და ჯვაროსანთა აბჯრის გახვრეტას ადვილად ახერხებდნენ. ბრძოლაში პირველად შეტევას სწორედ ეს ცხენოსანი მშვილდოსნები იწყებდნენ და მტერს ისრების წვიმას აყრიდნენ, რათა შეეთხელებინათ მათი რიგები, შემდეგ შეტევაზე მძიმე და მსუბუქი კავალერია გადადიოდა, რომლის მხედრები აღჭურვილნი იყვნენ შუბებით და არაბული ხმლებით. ბოლოს ბრძოლას ქვეითი მეომრები აგვირგვინებდნენ. სალადინი კარგი სარდალი იყო და შესანიშნავად იცოდა როგორ ეწარმოებინა ბრძოლა გაშლილ ტერიტორიაზე, რადგან ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი სწორედ ასეთია. 1187 წლის 4 ივლისს, მან ჯვაროსნები ხატინის(ტიბერიადის) ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. 20 000 ჯვაროსნიდან 17 000 უსულოდ დაეცა. იერუსალიმის მეფე გი დე ლუიზინიანი, ტამპლიერთა მაგისტრი ჟერარ დე რიდფორი და სხვა ბევრი ხელმძღვანელი ტყვედ ჩავარდა. ამ წელს სალადინმა შეძლო დაეპყრო პალესტინის დიდი ნაწილი, მათ შორის ქალაქი აკრა. ბოლოს ის იერუსალიმს მიადგა და 14 დრიეს განმავლობაში ალყას აწარმოებდა. ამ დროის განმავლობაში ჯვაროსნებმა რამდენჯერმე წარმატებულად მოახერხეს ქალაქიდან შეეტიათ სარკინოზთა არმიისთვის, თუმცა საბოლოოდ მაინც დანებდნენ, სალადინმა ყველა ეკლესია, აღდგომის ტაძრის გარდა მეჩეთად გადააქცია, ხოლო იერუსალიმის მაცხოვრებლებს სიცოცხლე შეუნარჩუნა და მისცა საშუალება თავისუფლება ეყიდათ. ამის გარდა ის ქრისტიან მლოცველებს ხელშეუხებლობას შეპირდა და მათ შეეძლოთ მოენახულებინათ ქრისტეს ტაძარი.
ჯვაროსნების მთავარ ოპონენტს სალადინს ქრისტიანებიც კი დიდ პატივს სცემდნენ. ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული, III ჯვაროსნული ლაშქრობის წინამძღოლი, თითქმის სალადინის მეგობარი გახდა. ისინი ერთმანეთს პატივისცემით და სიფრთხილით ექცეოდნენ. რიჩარდი და სალადინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. მიუხედავათ იმისა,რომ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო მან ყველა ბრძოლაში დაამარცხა სალადინი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არსუფის ბრძოლა იყო, როდესაც სალადინი თავს დაესხა მარშზე მყოფ ინგლისელთა ჯარს თავისი უზარმაზარი ჯარით. ის პირველი გადავიდა შეტევაზე და თავისი ცხენოსანი-მშვილდოსნების მეშვეობით დაარბია მოწინააღმდეგის ორივე ფლანგი, რითაც მოახერხა რიჩარდის შევიწროება, მაგრამ ინგლისის მამაცმა ხელმწიფემ გარს შემოიკრიბა ერთგული ჯარისკაცები და გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია სარკინოზებს. რიჩარდის მძიმე რაინდები ადვილად სჯაბნიდნენ მუსულმანთა მსუბუქ მხედრებს და მალე ბრძოლა სასაკლაოდ აქციეს. მალე რიჩარდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და ძლიერი კონტრშეტევით ეგვიპტის არმიას უკან დაახევინა. სალადინის ზარალი დიდი იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა რიჩარდთან ბრძოლა დროებით გადაედო. მიუხედავად ლომგულის წარმატებებისა, ის მაინც ვერ ახერხებდა იერუსალიმის დაპყრობას. საბოლოოდ რიჩარდმა მხოლოდ აკრას და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაკავება მოახერხა და შემდეგ იძულებული გახდა ინგლისში დაბრუნებულიყო, საიდანაც საშინელი ამბები მოსდიოდა, რადგან მისი ძმა ჯონი აპირებდა ინგლისის სამეფო ტახტის დაკავებას. ამ ორ დიად ადამიანს, სალადინსა და რიჩარდს შორის გამართულ დაპირისპირებაში უპირატესობა მაინც სალადინს ენიჭება, რადგან მან მოახერხა რიჩარდისა და მისი ჯვაროსნების შეჩერება და იერუსალიმიც შეინარჩუნა. სიკვდილამდე სალადინი თავის საყვარელ ქალაქში, დამასკოში ცხოვრობდა და თავის უზარმაზარ სახელმწიფოს იქიდან მართავდა თავისი ძმის, ალ-ად-დინის დახმარებით. შუა საუკუნეების დიდი მოღვაწე და მუსულმანთა ლიდერი 1193 წლის 4 მარტს ყვითელი ციებ-ცხელებისგან გარდაიცვალა. ის დაკრძალულია დამასკოში ომეიდების მეჩეთში.
ლევან ტავლალაშვილი და ნიკა ხოფერია