ტრირემა – სამხედრო ხომალდების ერთ-ერთი კლასი, რომელსაცხმელთაშუაზღვისპირეთის ანტიკური ხალხები იყენებდნენ, განსაკუთრებით კი ბერძნები, რომაელები და ფინიკიელები. სიტყვა “ტრირემა” ლათინურია და ნიშნავს სამნიჩაბას. მართლაც ტრირემას ნიჩბების სამი მწკრივი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც სხვა გემებთან შედარებით სწრაფად გადაადგილდებოდა.
ტრირემას უმარავი მენიჩბე სჭირდებოდა, რადგან თითოეულ ნიჩაბს ერთი მენიჩბე მაინც სჭირდებოდა. ძვ.წ VII-IV საუკუნეებში ეს ხომალდი ყველაზე ძლიერ და შიშისმომგვრელ ძალად ითვლებოდა სამხედრო ფლოტში, მანამდე სანამ გამოიგონეს უფრო მტკიცე და საბრძოლველად უმჯობესი კვადრირემები და კვინკვირემები, რომელთაც უფრო რომაელები იყენებდნენ. ტრირემებმა მნიშნველოვანი როლი ითამაშეს ბერძენ-სპარსელთა ომებში, რადგან ამ გემების საშუალებით ათენელებმა და მათმა მოკავშირეებმა სალამინის ბრძოლაში სპარსეთის ფლოტი გაანადგურეს. ამის შემდეგ ათენელები აქტიურად ეწეოდნენ გემთმშენებლობას და მათი დომინირება საბერძნეთში სპარტასთან ერთად სწორედ ფლოტის მეშვეობით ხორციელდებოდა.

ტრირემის წყალწყვა 80-100 ტონა იყო, გემის სიგრძე 30-40 მეტრი, სიგანე 4-6 მეტრი. ტრირემას კიჩოზე გრძელი ბრინჯაოს ან რკინის “როსტრა”(ტარანი) ჰქონდა
მიჭედებული, რომლის დაჯახებითაც მოწინააღმდეგის გემს ძირავდა. ზოგჯერ როსტრა ხისგანაც
მზადდებოდა, თუმცა ასეთ შემთხევაში ის გარედან მორკინული იყო. მტრის შესაშინებლად ტარანს ხშირად ლომის, დრაკონის ან რომელიმე ფრინველის გამოსახულებით ამკობდნენ, ხოლო გემის კიჩოს ორივე მხარეს თვალი იყო გამოსახული, რაც გემს გიგანტური თევზის ან ზღვის ურჩხულის სახეს აძლევდა. ბერძნულ ფლოტში ტრირემას ტრიერის სახელით მოიხსენიებდნენ, ხოლო რომაელები ჩვეულებრივ, ტრირემას
უწოდებდნენ. მთავარი სხვაობა, რითიც ბერძნული და რომაული ტრირემა
განსხვავდებოდა იყო სააბორდაჟო ფიცარი ანუ რომაული “ყორანი”, რომლითაც რომაელი ქვეითები მტრის გემზე გადადიოდნენ და
ხელჩართულ ბრძოლას უმართავდნენ. ასეთი “ყორანი” რომაელებმა პირველად კართაგენის ფლოტთან ბრძოლისას გამოიყენეს. ზოგჯერ
რომაულ ტრირემაზე ხის მცირე კოშკი იყო აღმართული, რომლიდანაც მტერს ისრებს უშენდნენ.
ავტორი: ნიკა ხოფერია