მარიენბურგი


მარიენბურგი ტევტონთა ორდენის ყოფილი დედაქალაქი და დიდი მაგისტრების საცხოვრებელი იყო. დღეს ამ ადგილზე ქალაქი მალბორგი მდებარეობს, ხოლო ტერიტორია პოლონეთს ეკუთვნის. შუა საუკუნეებში მარიენბურგი პირველი ხარისხის ციხესიმაგრედ და ტევტონთა ორდენის მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა. ამ სიმაგრის მნიშვნელობა იმითიც აისახება, რომ აქ თვით ორდენის დიდი მაგისტრი სახლობდა და მის რეზიდენციას წარმოადგენდა 1309-1456 წლებში.
მარიენბურგი უდიდესი შუა საუკუნოვანი ციხესიმაგრეა, რომელიც აგურითაა აგებული და აგურული გოთიკის ეტალონად ითვლება, რის გამოც შედის მსოფლიოს ხალხების კულტურულ ძეგლადაა დასახელებული.
ციხე-სიმაგრე ტევტონმა რაინდებმა 1274 წელს ააშენეს მდინარე ნოგატის
(დღევანდელი ვისლა) სანაპიროზე. 1309 წელს მასში ტევტონთა მაგისტრი გადმოსახლდა, რომელიც ვენეციაში სახლობდა. XIV საუკუნის განმავლობაში მარიენბურგი იზრდებოდა და ნელ-ნელა მთელი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს ქალაქად ყალიბდებოდა.
ციხე-სიმაგრის კედლებს შიგნით 210 ათასი კმ² ფართობი მოექცა, რომელიც მუდამ ბეჯითად მშრომელმა გერმანელებმა სწრაფად შეავსეს უამრავი ნაგებობით. აქ იყო იარაღის უზარმაზარი საწყობები, საზარბაზნეები, სამჭედლოები, რაინდთა ყაზარმები, დაქირავებული მეომრების საცხოვრებლები, დარბაზები, საწვრთნელი მოედნები, სურსთათ-სანოვაგის საწყობები, საჯინიბოები, ეკლესია და ა.შ. ყველგან გერმანული წესრიგი და დისციპლინა სუფევდა.
ციხესიმაგრეს მუდმივად იცავდა ტევტონთა გარნიზონი. გალავნები ძალიან სქელი და მტკიცე იყო და ადვილად გაუძლებდა ზარბაზნის ქვის ყუმბარებს, ხოლო სქელი კოშკებიდან ადვილად შეიძლებოდა მტრისთვის ისრების, შუბებისა და ქვების დაშენა. მარიენბურგს მხოლოდ ერთი გალავანი არ ჰქონია. მის შიგნით იყო მეორე, უფრო მტკიცე ციხესიმაგრე, რომლის შემდეგაც ციტადელი იდგა. ციხესიმაგრე მიუდგომლად ითვლებოდა, რადგან ყველამხრივ დაცული იყო. მოალყეებისთვის კიდევ ერთ წინააღმდეგობას მდინარე ნოგატი წარმოადგენდა, რომელიც ცალი მხრიდან აუმჯობესებდა მარიენბურგის დაცვას. ციხე-სიმაგრის მაცხოვრებელთა რიცხვი დაახლოებით 3000-ს უტოლდებოდა, თუმცა მათ გარდა აქ ხშირად დაქირავებული ჯარის ნაწილებიც იყო განლაგებული. ტევტონთა ორენის გრიუნვალდის ბრძოლაში
დამარცხების შემდეგ 1410 წელს, მარიენბურგმა პოლონელთა და ლიტველთა ხანგრძლივ ალყას გაუძლო. ქალაქი მარიენბურგი დაინგრა, ხოლო ციხესიმაგრე გადარჩა და კიდევ თითქმის ორმოცი წელიწადი იარსება,როგორც ტევტონთა ორდენის ცენტრმა. 1456 წელს ტევტონთა მაგისტრმა მარიენბურგი დაქირავებულ ჩეხ მეომრებს გადასცა ჯამაგირის მაგივრად, მათ კი ეს ციხე-სიმაგრე პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ს მიყიდეს. ამ ტერიტორიაზე XVII საუკუნიდან შვედები გაბატონდნენ, რის შემდეგაც მარიენბურგი აღარ განვითარებულა და თითქმის მიტოვებულ იქნა. ნაპოლეონის ომების პერიოდში კი ამ ციხე-სიმაგრეს როგორც სამხედრო არსენალს ისე იყენებდნენ. 1816 წელს პრუსიელი არქიტექტორის, დავიდ ჟილის რეკომენდაციით ბერლინიდან გაიგზავნენ არქიტექტორები და მეცნიერები, რომელთაც მარიენბურგის რეკონსტრუქცია დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომში ციხე-სიმაგრე მცირედ დაზიანდა, თუმცა შემდეგ პოლონელებმა მარიენბურგის მთლიანი რეკონსტრუქცია ჩაატარეს და ეს ციხე დღესაც ისევე ამაყად დგას მდინარე ვისლას სანაპიროზე, როგორც ეს ტევტონთა ორდენის არსებობის პერიოდში იყო.

 ნიკა ხოფერია