შუა საუკუნეები ისტორიის ხანგრძლივი და უაღრესად მნიშვნელოვანი ეპოქაა, რომელიც, დაახლოებით, V-XV საუკუნეებს შორის არის მოქცეული. ის უამრავ გამორჩეულ მოვლენას, სიახლეს მოიცავს: ერთიანი რომაული სამყაროს დარღვევა, ქრისტიანობისა და ისლამის გავრცელება, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ახალი სამეფო-სამთავროების გაჩენა, ფეოდალური წყობილების დამკვიდრება, ჭიდილი რომის მემკვიდრეობისთვის იმპერიებს შორის, რომის პაპებისა და გერმანელი იმპერატორების დაპირისპირება ევროპაზე ჰეგემონობისთვის, მონასტრული ცხოვრების აღორძინება, ჯვაროსნული ომები, რელიგიური და სამხედრო ორდენების დაარსება, თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა ლაშქრობები, შავი ჭირის გავრცელება ევროპაში, რენესანსის დასაწყისი. ვინ მოთვლის, რამდენი საინტერესო ამბის აღმოჩენა შეიძლება მოვლენათა ამ გრძელ ჯაჭვში, რომელიც ხიდივით აერთებს ანტიკურობასა და მოდერნულობას; მათგან 111 ამბავს კი, ამ წიგნში წარმოგიდგენთ.
წიგნი გამომცემლობა „არტანუჯის" „თან საკითხავის" სერიით გამოიცა. ხელმისაწვდომია „არტანუჯის" გამომცემლობის მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჭავჭავაძის 17ბ) და თბილისის სხვა წიგნის მაღაზიებში.