ისტორიკოსები ალექსანდრე მიქაბერიძე და ნიკა ხოფერია „ნიკოს პოდკასტში"


ნიკო ნერგაძის საავტორო პოდკასტში („ნიკოს პოდკასტი") ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ახალი ისტორიის სპეციალისტი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიის მკვლევარი ნიკა ხოფერია საუბრობენ თავიანთი პოდკასტის („საუბრები ნაპოლეონზე") შესახებ და სხვა საკითხებზე.