117 ამბავი: ძველი რომი

117 ამბავი: ძველი რომი. შეადგინეს ნ. ხოფერიამ და ლ. ტავლალაშვილმა. თბილისი: არტანუჯი, 2019.
ძველი რომი საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა მცირე იტალიური ქალაქ-სახელმწიფოდან ძლიერ რესპუბლიკამდე, შემდეგ კი, უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილ იმპერიამდე. ასწლეულების განმავლობაში ბრიტანეთის კუნძულებიდან ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროებამდე მცხოვრები ადამიანები ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ.
იმპერიის სტაბილურობას მოწესრიგებული ადმინისტრაცია, სამართალი, სამხედრო სისტემა განაპირობებდა. რომაელი მხედართმთავრები, სენატორები, მსახიობები, ექიმები თუ გლადიატორები რომაელ ავტორთა თხზულებებიდან გვესაუბრებიან. ფრესკები და რელიეფები, მთელს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმობნეული აკვედუკები, ამფითეატრები, სამხედრო ბანაკთა ნაშთები, ძველი რომის დიდ წარსულზე მოგვითხრობენ.
იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის დასასრულს, 117 წელს, რომის იმპერიამ თავის მაქსიმალურ სიდიდეს მიაღწია. რომის ისტორიას სწორედ ამდენ თავშესაქცევ ამბად წარმოგიდგენთ.
ნაბეჭდი წიგნის შეძენა შესაძლებელია „არტანუჯის" წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში" (ჭავჭავაძის გამზ. 17ბ), „ბიბლუსის" ქსელში და სხვა წიგნის მაღაზიებში.