გიორგი IV ლაშა

 
საქართველო დიდების ზენიტშია. თამარ მეფემ, ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, 1207 წელის, თავისი ვაჟი ლაშა-გიორგი (1192-1223) თანამოსაყდრედ დაისვა. ახალგაზრდა უფლისწულს მთელი ცხოვრება მეფობისთვის ამზადებენ და დავით აღმაშენებელსაც კი ადარებს თავის მემატიანე.
ისტორიისთვის უცნობია თამარ მეფის გარდაცვალების წელი, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როდის მოუწია გიორგის მარტო მეფობა: თანამოსაყდრედ დაჯდომიდან რამდენიმე თვეში, ორი წლის შემდეგ თუ ხუთი. თუმცა ფაქტია, რომ ტახტზე ასვლისას მალევე მოუწია ბრძოლების გამართვა.
ლაშას ახალბედობის იმედზე და დედამისის მტკიცე ხელისგან მოშორებულმა ყმადნაფიცმა ქვეყნება დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი: განძის ათაბაგი ცდილობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას. გიორგი მეოთხემ სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და მეცამეტე საუკუნის ათიან წლებში განძას შეუტია.
ეს ბრძოლა არაფრით იქნებოდა აღსანიშნავი, რომ არა გიორგის დაუდევრობა. ქართულმა ჯარებმა განძა ალყაში მოაქციეს. ფაქტია ათაბაგი დიდ ხანს ვერ შეინარჩუნებდა ქალაქს, მაგრამ ჯერ-ჯერობით იხტიბარს არ იტეხდა და დაუმორჩილებლობანას თამაშობდა. ახალგაზრდა მეფეს ეჩქარებოდა ალყის მოხსნა,

ამიტომ 4 000 ჯარისკაცთან ერთად წავიდა ქალაქის დასაზვერად, ისე, რომ თავის სარდლებს არ შეუთანხმდა. ეს, რომ შეიტყვეს განძელებმა, კარები გააღეს და 10 000 ჯარისკაცით შეუტიეს მეფეს. ქართველებმა ჯარისკაცებმა გმირულად იბრძოლეს, უკან დაახევინეს მტერს და აიძულეს ისევ ქალაქში ჩაკეტილიყვნენ. თუმცა უკვალოდ არ ჩაუვლია ამ ამბავს, ამაზე განრისხებულებმა თავად-აზნაურებმა, მეფეს განუცხადეს, რომ თუ კიდევ განმეორდებოდა მსგავსი რამ, ისინი უკან გაატრიალებდნენ თავიანთ ჯარს. განძის ათაბაგმა კი, მალევე გაუგზავნა ხალხი გიორგის, ხარკის გადახდა იკისრა და შერიგება ითხოვა.
                                                                    სუფისტები

  განძის შემდეგ, გიორგიმ ასევე დაიმორჩილა ხლათის, არზრუმისა და ნახეჭევანის თურქი მფლობელები. ამ ფაქტების და პირველი წყაროს მიუხედავად, რომლებიც "ქვეყნის მნათობს" უწოდებდნენ მას, ზოგიერთი მემატიანე აღნიშნავს, რომ საქართველოს დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი მეფის და მისი დიდებულების სისუსტე და დაუდევრობა იყო. მის მეფობას ყველაზე მეტად ჟამთააღმწერელი აკნინებს. ის ლაშას ადანაშაულებს: დედის მიერ წამოწეული დიდებულების უგულვებელყოფაში და თანატოლების დაახლოვებაში (თამარ მეფეც ზუსტად ასე მოიქცა, თავადების მოთხოვნის შემდეგ, მამამისის მიერ აღზევებული უგვარო და უთვისტომო ხალხი მოიშორა), უზომო ლოთობასა და ღრიანცელში. ჟამთააღმწერლის თქმით, ერთხელ მეფე და მისი გარემოცვა ერთ-ერთ დუქანში გამომთვრალა, ვერ უცნიათ გიორგი მეოთხე და ჩხუბი მოსვლიათ სხვა შეზარხოშებულ რინდებთან, რის შედეგადაც ლაშამ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. სავარაუდოდ ლაშა გიორგი სუფიზმის მიმდევარიც იყო. ასევე, მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა ველისციხელ ქალთან, რომელიც ერთ-ერთ აზნაურს წაართვა და მასთან შვილიც ეყოლა (საქართველოს მეფე დავით VII ულუ). ეკლესიამ და თავადებმა მოახერხეს, ეს ქალი კანონიერი ქმრისთვის დაებრუნებინათ, მაგრამ მათ მიერ შეთავაზებულ ქორწილს არ თანხმდებოდა გიორგი. ასევე ისტორიას აქვს შემონახული ფაქტები, თუ, როგორ გააუპატიურეს დედათა მონასტერში მონზავნები ბიზანტიელ დიდებულებთან ერთად მეფემ და მისმა მხლებლებმა. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მისი ასეთი დაკნინება, მხოლოდ თავადების წყენით არის გამოწვეული, ზემოთაც ვთქვით, მისი დაახლოება თავის ტოლებთან და დედამისის წამოწეული თავადების უგულვებელყოფა. 

                                               ტამპლიერთა და ჰოსპიტალერთა 
                                  ჯვაროსნული ორდენების წარმომადგენლები

  გიორგი მეოთხეს მიმოწერა ჰქონდა ჯვაროსნების ლიდერ კარდინალ პელაგიუსსაც, რომელსაც დახმარება აღუთქვა დახმარებოდა ეგვიპტის წინააღმდეგ საბრძოლველად. აქაც არ გაუმართლა ქართველ მეფეს, 1120 წელს, მის წინაშე მონღოლები აღმოჩნდნენ, ჩინგიზ ყაენის გამორჩეული სარდლების: სუბუდაისა და ჯებეს მეთაურობით. ერთ-ერთი ვერსიით ისინი მხოლოდ დასაზვერად იყვნენ და უბრალოდ საქართველოს ტერიტორიაზე გავლას აპირებდნენ, ქართველებმა კი ბრძოლა გაუმართეს. მონღოლების სტრატეგია იმაში მდგომარეობდა, რომ ნახევარ ჯარს წინ უშვებდნენ, ნახევარს კი მტერს უსაფრებდნენ. როდესაც მათ მოწინააღმდეგეს ეგონებოდა, რომ ბრძოლა მოიგეს და ნადავლის აღებას მიჰყოფდნენ ხელს, ამ დროს გამოჩნდებოდა მეორე ნაწილი და სრულად გაანადგურებდა მათ. ასე დაემართათ ქართველებსაც და დამარცხდნენ. 
                                                 სუბუდაი(ჩინური მინიატურა)

მეორე ბრძოლისთვის ქართველები კარგად მოემზადნენ, მეფემ ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ყველაზე მეტი ჯარისკაცი შეაგროვა საქართველოს ისტორიაში (დაახლოებით 90 000) და მტერს მედგრად შეუტია. უმეტესი ისტორიული წყაროს დამოწმებით ჩვენ დავმარცხდით. უკანასკნელ ბრძოლაში "ქვეყნის მნათობი" დაიჭრა და მალევე 1123 წელს გარდაიცვალა.

                                                                              გიორგი ხარშილაძე