კოზიმო მედიჩი: ტოსკანიის მეფე


1537 წელს, პაპ კლიმენტი მეშვიდის უკანონო შვილი, ჰერცოგი ალესანდრო მედიჩი მოკლეს. მედიჩების მომხრეები თითქოს გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, პირდაპირი გვარის გამგრძელებელი მათ აღარ დარჩათ. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ მეგვარე აეყვანათ ფლორენციის მმართველად, რომლის მართვას ადვილად შეძლებდნენ.
ასეთი ადამიანი აღმოჩნდა კოზიმო მედიჩი, რომელსაც გვარის გარდა საერთო არაფერი ჰქონდა სახელოვან წინაპრებთან. მათი სისხლი 4 თაობის წინ უკავშირდებოდა ერთმანეთს. ის გახლდათ გაუნათლებელი ადამიანი, რომელსაც სარჩოს მოსაპოვებლად შრომა სჭირდებოდა. კოზიმო ამ დროისთვის მხოლოდ 17 წლის იყო.
                                         კოზიმო მედიჩი(ბრონზინოს ნახატი)

მმართველობის დასაწყისში ის არ ეგუებოდა ბრძანებების ატანას, თუმცა ხვდებოდა, რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ დროის ამბავი იყო. კოზიმოს გამჭრიახობის არავის ჯეროდა, გარდა ერთი კაცისა, მისი სახელი იყო ჯორჯო ვაზარი. ვაზარი გახლდათ სახელოვანი მიქელანჯელოს მოწაფე, მისი მასწავლებელი კი ამ დროისთვის რომში ცხოვრობდა. მან ახალგაზრდა მმართველს დახმარება აღმოუჩინა და დავითის ქანდაკება აღადგენინა, რომელიც ფლორენციის მედიჩებისგან განთავისუფლების დროს დაზიანდა, ახლა კი ამ ნაბიჯით კოზიმომ, მისი ერთადერთი მოკავშირე ხალხი თავის მხარეს გადმოიყვანა. თუმცა ეს არ იყო საკმარისი, მისი მოკვლა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეეძლო, ამიტომ მან ესპანეთის პრინცესას, ნეაპოლიტანელი მეფინსაცვლის შვილს, მშვენიერ ელეონორას სთხოვა ხელი. ეს ამ დროისთვის პოლიტიკურად ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავდა, ჯერ ერთი ესპანეთი მას აღიარებდა, მეორე - თავსაც გადაირჩენდა. პრობლემა ერთი იყო, რატომ უნდა დათანხმებოდა ასეთი წარჩინებული ოჯახის შვილი, მასზე დაბალი წოდების მქონე ადამიანთან ქორწინებაზე, მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი საერთო, ორივენი უზომოდ ამბიციურები იყვნენ.
                                                                         ტოსკანა

ქორწილის შემდეგ კოზიმო მედიჩი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა: მან ფლორენციის ისტორიაში პირველი საზღვაო ფლოტი შექმნა. ის კარგად ხვდებოდა, რომ საპორტო ქალაქი ძლიერი ფლოტის გარეშე ვერ იარსებებდა და საერთოდ, იმ დროს დამოუკიდებლობას მხოლოდ ძლიერი ჯარით მოახერხებდა.
ფლოტის და ჯარის შექმნის შემდეგ, მან შეუტია სიენას და ტოსკანიის დანარჩენ ნაწილს, რომელიც ჯერ მას არ ეკუთნოდა. სწორად აღვნიშნე სიტყვა "ჯერ", რადგან მალე კოზიმო მედიჩი მთლიანად ტოსკანიის მმართველი გახდა. ამ წარმატების უკვდავსაყოფად, მან ძველი მმართველის კედელზე (მის პირად რეზიდენციაში) მონუმენტური ფრესკის დახატვა შეუკვეთა. თუმცა მისი ცოლი ელეონორა თვლიდა, რომ მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი შეუფერებელი იყო ტოსკანიის მმართველების აღსაზრდელად და პირადი სახსრებით პიცის ციხესიმაგრე იყიდა. ელეონორა უკმაყოფილო იყო ფლორენციით, რადგან ნეაპოლი იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო, ხოლო ფლორენციაში სულ რაღაც 50-60 000 კაცი ცხოვრობდა. 
                                                          ჯორდანო ბრუნო

კოზიმო მედიჩი მაინც გამუდმებით ზრუნავდა პირად და ოჯახის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, მან შექმნა საიდუმლო პოლიცია და პირადად 300 მცველი დაყვებოდა. ის კარგად ამჩნევდა ნენბისმიერ ახალ სახეს და მიუხედავად უდიდესი ინფორმაციისა, ყველაფრის დამახსოვრებას ახერხებდა. მან უფიცის სასახლე ააშენა, სადაც მთლიანად სამოქალაქო სამსახური განათავსა. ამის შემდეგ დამშვიდდა და თავი კომფორტულად, დაცულად იგრძნო. ასვე კოზიმომ სამხატვრო აკადემია აღადგინა, იტალიის ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა, გარდა ერთისა: მიქელანჯელო ბუონაროტისა. ის აკრიტიკებდა კოზიმოს პოლიტიკას და დიქტატორს უწოდებდა, ამიტომ რომიდან ჩამოსვლაზე სასტიკ უარს აცხადებდა 1564 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა.
ამ დროს პროტესტანტებით შეწუხებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდა ინკვიზიცია შექმნა, რომელიც 1559 წელს ფლორენციას ესტუმრა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ კურტიზან ქალებზე იყო მათი მხრიდან ძალები მიმართული.
1569 წელს, რომის პაპმა სამეფო გვირგვინი დაადგა ტოსკანიის მეფეს: კოზიმო მედიჩს, რომელიც იწოდა კოზიმო I სახელით. მედიჩების გვარი კოზიმომ ახალ სიმაღლეზე აიყვანა. იყვნენ ამ გვარში ფლორენციის მმართველები, რომის პაპები, მაგრამ მეფეები არ ყოფილან.
                                                      გალილეო გალილეი

ამის შემდეგ კოზიმოს დიდხანს არ უცოცხლია, თუმცა მის მიერ აღმოჩენილმა გალილეო გალილეიმ აღზარდა შემდგომ მედიჩების შთამომავლობა. მას ეკუთნის ძალიან ბევრი აღმოჩენა ასტრონომიაში და იუპიტერის ოთხ თანავარსკვლავედს თვით მედიჩის სახელი უწოდა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა გვარისთვის, შეიძლება ძეგლი დაგენგრია, წიგნი დაგეწვა, მაგრამ ვარსკვლავს ვერ გააქრობდი. ასევე აინშტაინს, რამდენიმე ასეული წლით გაუსწრო დედამიწის მიზიდულობის ძალის აღმოჩენაში, მან დაამტკიცა, რომ არ აქვს მასის სიმძიმეს მნიშვნელობა, ჰაერიდან ყველა თანაბარი სისწრაფით დაეშვება დედამიწისკენ. სიცოცხლის ბოლოს გალილეომ დაწერა წიგნი სამყაროს არსებობის შესახებ, რომელშიც მესამე პირში ასაუბრა სამი პერსონაჟი. თუმცა ეს არ აპატიეს კათოლიკურ ეკლესიაში და სიცოცხლის ბოლომდე ტოსკანაში შინა პატიმრობაში ჰყავდათ. ასევე აღსანიშნავია გალილეო გალილეის მეგობრის ჯორდანო ბრუნოს სიკვდილის ამბავი, რომლიც დედამიწის უსასრულობას ამტკიცებდა, თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამ მისი ეს საქციელი რელიგიის საფუძვლებზე თავდასხმად აღიქვა და სიკვდილით დასაჯა

კოცონზე დაწვით. იმ დროისთვის საკმაოდ “ლმობიერი” მეთოდით დასაჯეს ჯორდანო ბრუნო, მას გულ-მკერდზე დენთი ჩამოკიდეს, რაც მის სიკვდილს დააჩქარებდა. ორი საუკუნე თავს იწონებდნენ მედიჩები რენესანსის მფარველობით, თუმცა, როდესაც ხელოვნებასა და ეკლესიას შორის არჩევანი გახდა გასაკეთებელი (რომის პაპის მხარდასაჭერად) მათ გალილეო გალილეი ინკვიზიციას ჩაუგდეს ხელში, თვით ვატიკანში სადაც ბრალის აღიარების გარდა ამ გენიოსს აღარაფერი დარჩენოდა.


                                     გიორგი ხარშილაძე