ინგლისის 10 ცნობილი შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე


დიდი ბრიტანეთის კუნძულები შუა საუკუნოვანი ციხესიმაგრეებითაა მოფენილი და შესანიშნავ სანახაობას ჰპირდება მედიევისტებსა და ზოგადად ისტორიის მოყვარულებს. ამ ათეულში მოცემულია ისეთი ციხესიმაგრეები, რომლებიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აშენდა და კარგად არის შემორჩენილი. ასევე ეს ციხესიმაგრები წლის ყველა დროს ღიაა ტურისტებისთვის და მათ თავისუფლად შეუძლიათ ყველა მათგანის დათვალიერება.
1. ლონდონის ტაუერი




























მას შემდეგ, რაც უილიამ დამპყრობელმა 1078 წელს ლონდონში თეთრი კოშკი (ტაუერი) ააგო, ლონდონის ტაუერი ინგლისის ისტორიის მნიშვნელოვან ადგილად იქცა. ეს კომპლექი ძირითადად ისევე გამოიყურება, როგორც შუა საუკუნეებში იყო. 

2. უორვიკის ციხესიმაგრე

უორვიკის ციხესიმაგრე თავის ისტორიას XI საუკუნიდან ითვლის და ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

3. დოვერის ციხესიმაგრე


დოვერი ინგლისის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი ციხესიმაგრეა. მისი ისტორია რომაელთა პერიოდიდან იწყება და შუა საუკუნეების მანძილზე გრძელდება. 

4. ჰედინგჰემის ციხესიმაგრე


ჰედინგჰემის ციხესიმაგრე 1140 წელს ააგეს. ის ნორმანთა არქიტექტურის ერთ-ერთი კარგი ნიმუშია. მდებარეობს ესექსში, სიმაღლით დაახლოებით 100 ფუტს აღწევს.

5. ალნვიკის ციხესიმაგრე


XIV საუკუნეში აგებული ალნვიკის ციხესიმაგრე მდებარეობს ნორთუმბერლენდში. ის ტურისტებისთვის წლის განმავლობაში შვიდი თვითაა ღია. 

6. ლინკოლნის ციხესიმაგრე




















ლინკოლნის ციხესიმაგრე უილიამ დამპყრობელმა ააგო XI საუკუნეში ყოფილი რომაული ფორტის ნანგრევებზე. მის მახლობლად ინგლისის ისტორიის ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა (1141 წ. სტეფანე ბლუასა და რობერტ გლოკესტერს შორის; 1217 წ. პემბროკის ჰერცოგ უილიამსა და პერშის გრაფ თომასს შორის).

7. სტოკსეის ციხესიმაგრე


























შროპშირში მდებარე სტოსკეის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი ისტორიული ძეგლია ინგლისში. ის წარმოადგენს ფეოდალის გამაგრებულ სახლს, როგორებსაც უფრო ადრე საქსონელი თენებიც იყენებდნენ. სტოკეის ციხესიმაგრე XIII საუკუნეშია აგებული.

8. ორფორდის ციხესიმაგრე






























ორფორდის ციხესიმაგრე მდებარეობს საფოლკში. ის ააგო ჰენრი II-მ 1165-1173 წლებში. ციხესიმაგრის ცენტრალური კოშკის სიმაღლე 90 ფუტს აღწევს.

9. წმინდა მიხაელის მთა


























კორნუელის სანაპიროსთან მდებარე კუნძულზე, წმინდა მიხაელის მთაზე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე და ეკლესია დგას. ის თავდაპირველად XII საუკუნეში ააშენეს, მაგრამ 1275 წელს მიწისძვრამ დაანგრია და ხელახლა აღადგინეს XIV საუკუნის ბოლოს.

10. ბერკელეის ციხესიმაგრე



























ბერკელეის ციხესიმაგრე, რომელიც XII-XIV საუკუნეებშს შორის პერიოდში ააგეს, გლოკესტერშირში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით ამ ადგილზე მოკლეს ინგლისის მეფე ედუარდ II.


ნიკა ხოფერია
Medievalists.Net-ს მიხედვით